ფსიქოთერაპევტი ჯეფრი სამბერი ამბობს:
„ხშირად ჩვენი სიზმრები დაკავშირებულია იმასთან, რომ ჩვენ უნდა გავიცნოთ საკუთარი თავი და სამყარო ჩვენ გარშემო“.
წარმოგიდგენთ ჩამონათვალს და მათ განმარტებებს, რომლებიც სიზმრად შეიძლება იხილოთ. თქვენს ქვეცნობიერს სურს, რომ მათზე შეიტყოთ.
თუ სიზმრად ნახავთ ყუთს, ეს შესაძლოა იმას ნიშნავს, რომ რაღაცას მალავთ ან შიში გაქვთ, რომ ვიღაცა რაღაცას გიმალავთ.
თუ გახსნილ ყუთს ნახავთ, ე.ი. თქვენი საიდუმლო უნდა გაამხილოთ.
თუ ცარიელ ყუთს ნახავთ, მაშინ ვიღაცით ან რაიმეთი იმედგაცრუებული დარჩებით.
ქალურობა, სულიერება, ძალა
კატა ბევრი რამის სიმბოლოა. სიზმარში მისი ნახვა შესაძლო გამცნობდეთ, რომ დროა ქალურობა დაიბრუნოთ. მამაკაცის შემთხვევაში კი იმის მიმანიშნებელია, რომ საყვარელ ქალთან ურთიერთობა უნდა განამტკიცოს.
საერთოდ კი, კატა ქალურობის სიმბოლოა - იქნებ ბევრად უფრო თავდაჯერებული გახდეთ. დროა, თქვენს სულიერ განვითარებაზეც იფიქროთ.
განგაში, საშიშროება, ცხოვრებაზე კონტროლის დაკარგვა
ბევრს ესიზმრება, თითქოს ძირს ეცემა. შესაძლოა, ეს იმას ნიშნავდეს, რომ საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლს კარგავთ. ან იქნებ წარუმატებლობის გეშინიათ. შესაძლოა, წარსულში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებების გამო განიცდით.
თუ მსგავსი სიზმარი ხშირად გესიზმრებათ - გაუცნობიერებელ შფოთს იოგისა და მედიტაციის დახმარებით ებრძოლეთ.
სიბერე, გარეგნობა, ჯანმრთელობა
სიზმრად კბილების ნახვა სიბერის პროცესთან ან სიკვდილთანაა დაკავშირებული. ან შესაძლოა, განიცდით თქვენი გარეგნობის გამო.
სიკვდილის შიშის დაძლევისთვის საუკეთესო საშუალებაა - ყოველი დრო მაქსიმალურად გამოიყენოთ და პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ.
მხარდაჭერა, შრომისმოყვარეობა, გაღიზიანება
ჭიანჭველების დასიზმრება, შესაძლოა, იმას ნიშნავდეს, რომ ცხოვრებაში რაღაც გაღიზიანებთ. მსგავსი სიზმარი მიგანიშნებთ, რომ პრობლემა დროულად გადაჭრათ. ჭიანჭველები კოლონებად ცხოვრობენ და ერთად მუშაობენ. იქნებ სჯობს მაგალითი მათგან აიღოთ და ახლობელ ადამიანებს დახმარებისთვის მიმართოთ.
სიზმრად ნანახი ჭიანჭველები იმასაც მოასწავებს, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახთან, ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა.
სექსუალურობა, სტატუსი, თავისუფლება
ეს სიმბოლო, შესაძლოა, პარტნიორთან თქვენს პირად ურთიერთობაზე მიგანიშნებდეთ რაიმეს. იმაზე, რომ ურთიერთობის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაოთ.
იქნებ თქვენს სექსუალურობაზე უნდა იზრუნოთ.
იქნებ თმის ნახვა იმაზე გესაუბრებათ, რომ გარშემო მყოფებთან მტკიცე კავშირის დამყარება გსურთ.
გრძელი თმა დაგესიზმრათ? ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ თავისუფლება გწყურიათ.
ამბიციები, რისკი, მოხერხებულობა
წყალი აღნიშნავს, რომ ცხოვრებაში რისკი არ გყოფნით, თუმცა ამბიციები დიდი გაქვთ. სიზმარი, სადაც წყალი ფიგურირებს, სწორედ იმას მიგანიშნებთ, რომ დროა, თქვენი სურვილების რეალიზებაზე იფიქროთ.
შესაძლოა, რისკი გაშინებთ, მაგრამ წარმატებისთვის ეს აუცილებელია.
წყალი ასევე შეიძლება ნიშნავდეს: თქვენ უბრალო, მშვიდი ცხოვრება გსურთ.
პირდაპირობა, თავისუფლების წყურვილი, ოპტიმიზმი
ფრენა იმას ნიშნავს, რომ ცხოვრებაში მამაცი და სარისკო ნაბიჯების გადადგმა შეგიძლიათ.
ასევე, შესაძლოა, მიანიშნებდეს იმას, რომ მეორე ნახევრისგან ან სამსახურში კოლეგებისგან ზეწოლას განიცდით. ამისგან უნდა გათავისუფლდეთ.
პრობლემებისგან უბრალოდ შორს გაფრენა კი არ გჭირდებათ, არამედ მათზე მაღლა უნდა დადგეთ.
ეცადეთ, დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ. იყავით მამაცი. ყველაფერი გამოგივათ.
ბედი, მოგზაურობა, სიმარტივე
სიზმრად გზა ნახეთ? იქნებ იმაზე მიგანიშნებთ, რომ დროა, ცხოვრება გაიმარტივოთ. ფოკუსირდით იმაზე, რაც ცხოვრებაში თქვენთვის ნამდვილად ღირებულია.
თუ ბედისწერის გწამთ, მაშინ სიზმარში გზა, შესაძლოა, რაიმე მშვენიერისკენ გზას მიანიშნებდეს. ეჭვი ნუ შეგეპარებათ. გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები და იმოგზაურეთ.
გზამ შესაძლოა, უკეთესობისკენ ცვლილებები მოგიტანოთ.
შეფერხება, ზრდა, მღელვარება
სიზმარი, რომელშიც ჭუჭყს ნახავთ, შესაძლოა, გეუბნებოდეთ, რომ თავს ისე გრძნობთ, თითქოს ჭაობში გაიჭედეთ. ხვდებით, რომ ცხოვრება ჩიხშია და წინ ვეღარ მიიწევთ.
იქნებ დადგა დრო, ამ ჩიხიდან თავი დააღწიოთ.
ჭუჭყი ასევე თავიდან დაბადებისა და ზრდის სიმბოლოა. ის შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ყველაფერი, რაც არ გაბედნიერებთ.
სიყვარული, განკურნება, ვნება
სიზმრებს მწვანე ფერში ხედავთ? ე.ი. თქვენი ცხოვრებით კმაყოფილი ხართ. ბედნიერი ხართ იმით, რაც გაქვთ.
თავს კომფორტულად გრძნობთ გარშემო მყოფ ადამიანებთან, ისინი კი თქვენთან არიან კარგად.
განსჯა, დაუცველობა, მიღება
მსგავსი სიზმარი ყველა ჩვენგანს უნახავს. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ განსჯის შიშით ხართ შეპყრობილი.
დადგა დრო, დამალვა შეწყვიტოთ. დროა, უჩვენოთ სხვებს, თუ რამდენად დაუცველი ხართ.
სიბნელიდან ნათელში გამოსვლით თქვენ მსგავსი შიშებისგან გათავისუფლდებით. შეიყვარებთ და მიიღებთ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხართ.
ამგვარი სიზმრების მეშვეობით თქვენი ქვეცნობიერი ცდილობს გამცნოთ, რომ საკუთარი თავით უნდა იამაყოთ.
ხშირად შეახსენეთ ეს საკუთარ თავს. დადექით სარკის წინ და წარმოთქვით: „მე შენ მიყვარხარ“.
წყარო: cluber.com.ua