ქალების უმრავლესობას 40 წლის შემდეგ "გარდატეხის პერიოდი" ეწყება.
ოჯახთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები ემთხვევა კარიერული ზრდის პერიოდს. ამას თან ერთვის ასაკში შესულ მშობლებზე ზრუნვა, მენოპაუზა და სხვა.
ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება პარტნიორთან ურთიერთობაზეც.
ეს ნორმალურია და არ შეშინდეთ, მაგრამ მზად იყავით ცვლილებებისთვის.
1- შენი დამოკიდებულება შეიძლება შეიცვალოს
იმისთვის, რომ კარგ განწყობაზე იყო, საჭიროა იცოდე, რომ სადაც ახლა ხარ იქ თავს კარგად გრძნობ. ჩაიწერე ყოველი დღის 5 ყველაზე საინტერესო მომენტი.
მეზობლის ძაღლის საქციელმა გაგაცინა? -შესანიშნავია. ძველმა მეგობარმა დაგირეკა? -უფრო უკეთესი.
რაც უფრო მეტს იფიქრებ კარგზე, უფრო უმნიშვნელო გახდება ცუდი.
2- შენ შეიძლება განქორწინება მოგინდეს
მსოფლიო სტატისტიკა მიგვითითებს იმაზე, რომ 40-50 წლის შემდეგ განქორწინების ალბათობა იზრდება. იმავე სტატისტიკაზე დაყრდნობით, 60%-ზე მეტ შემთხვევაში ეს ქალის ბრალია.
ადამიანებს სურთ, რომ იცოცხლონ 80-90-100 წელი და მიიჩნევენ, რომ 40-50 წლის ასაკში ჯერ კიდევ შესაძლებელია ყველაფრის შეცვლა. ეს სწორი ტაქტიკაა. შენ თუ ნამდვილად გადაწყვეტ, რომ განქორწინება გსურს, ამისთვის გამოიყენე გამოცდილება, რომლებიც შენს მეგობრებს გააჩნიათ. იხელმძღვანელე მათი გამოცდილებით, თუ ისინი განქორწინებულები არიან. ეს დაგეხმარებათ იმაში, თუ რა ფორმით უთხრათ შვილებს გაყრის შესახებ და როგორ დაიწყოთ ახალი ცხოვრება სუფთა ფურცლიდან.
3- პაემანი ისე ადვილად აღარ გამოდის
თუ დიდი ხანია არავის შეხვედრიხარ, შესაძლებელია, რომ რაიმე ახალმა მიზანმა მოგიტანოს იმედი. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა საიტს განსხვავებული აუდიტორია შეიძლება ჰყავდეს. თუ რამე არ გამოდის, გული არ დაიწყვიტოთ, აუცილებლად გამოჩნდება სიმპათიური ადამიანი თქვენს მეგობრებს შორის, ან ადამიანი, რომელთანაც საერთო ჰობი გექნებათ.
4- ყველა ურთიერთობა სხვადასხვანაირია
დიახ, ეს ასეა. იგულისხმება მეგობრული ურთიერთობაც, რადგან ისიც სხვადასხვანაირია. მეგობრული ურთიერთობის პიკი 18-25 წლამდეა, შემდეგ კი ძირითადად ოჯახური და სამსახურეობრივი ურთიერთობები იწყება. იკარგება დროც და ყველაფერი ნაკლებად საინტერესო ხდება. თუმცა, ხანდახან ეს პირიქითაც არის. არ უნდა შეგეშინდეს ძველი მეგობრების „დაკარგვის“, ისინი შეგიძლია თვეში ერთხელ ნახო და დანარჩენი დრო უფრო მნიშვნელოვან საქმეებზე გამოიყენო.
5- პარტნიორთან ნაკლები დროის გატარება
გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ წყვილები, რომლებიც ყველაზე დიდ დროს ატარებენ ერთად, ყველაზე ბედნიერები არიან. სასურველია, რომ პაემანი არ დაივიწყოთ და ის კვირაში ერთხელ მაინც მოუწყოთ საყვარელ ადამიანს. წადით ერთად სასაუზმოდ, ან გემრიელად ისადილეთ მშვიდ გარემოში და კარგი დრო გაატარეთ.
6- ურთიერთობას შეიძლება ნაკლები სიხარული მოჰქონდეს
არც თუ ისე ხშირად, 40 წელს გადაცილებული ქალები მიიჩნევენ, რომ მათი ცხოვრება მაინცდამაინც კარგად არ აეწყო. რომ ისე სულაც არ არის ყველაფერი, როგორც თავად სურდათ. ეს ეხება ოჯახს, ან სამსახურს. ეცადეთ, რომ ზედმეტად არაფერს აჰყვეთ, ყველაფერს უფრო მსუბუქად შეხედეთ და ეს ქმედება ცხოვრებას უფრო გაგიადვილებთ.
წყარო: cosmo.ru