ფსიქო

გაუფრთხილდით ძლიერებს - ძლიერი ადამიანები სუსტებზე ბევრად დაუცველები არიან

გაუფრთხილდით ძლიერებს - ძლიერი ადამიანები სუსტებზე ბევრად დაუცველები არიან
ძლიერი ადამიანები ხშირად სუსტებზე ბევრად უფრო დაუცველები არიან. ქარიშხლის დროს მოქნილი ლერწამი გადაიღუნება და ირწევა, ფიჭვი კი ტყდება და სამუდამოდ კვდება - ამბობენ ჩინელები, ხოლო ჩინელებმა ნამდვილად კარგად იციან, რასაც ამბობენ.

ძლიერი ადამიანები პასუხს არა მხოლოდ საკუთარ თავზე ან ახლობლებზე აგებენ, არამედ მთელ სამყაროზე. ეს იმიტომ, რომ ძალა თავისკენ იზიდავს - ამბობენ ფიზიკოსები და არც ისინი ცდებიან.

ძლიერი ადამიანები არც სხვებზე უფრო ჯანმრთელები არიან და არც სხვებზე უფრო ამტანები. მათ უბრალოდ კარგად აქვთ გააზრებული, რომ სასოწარკვეთაში
ჩავარდნისა და სიკვდილის უფლება არ აქვთ, ვიდრე მათზე ჯერ კიდევ ვინმეა დამოკიდებული. გულის შეტევის შემთხვევაშიც კი წყალში გადახტებიან, თუ ბავშვს დაინახავენ, რომელიც იხრჩობა, ნაპირზე გამოიყვანენ, დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი რიგზეა და მხოლოდ შემდეგ დაკარგავენ გონებას. ამას ადასტურებენ მედიცინის მუშაკებიც - ექიმები კი სიცოცხლის მანძილზე იმაზე მეტი სასწაულის მოწმეები ხდებიან, ვიდრე ერთად აღებული ჩინელები და ფიზიკოსები.

Похожее изображение

ამ ყველაფერთან ერთად, ძლიერი ადამიანები ძალიან მარტოსულები არიან, მაგრამ არა იმიტომ, რომ გვერდით ვერავის იჩერებენ. უბრალოდ, ისინი ხომ ძლიერები არიან. თავში აზრადაც არავის მოსდის, რომ მათაც სტკივათ, ეშინიათ, თავს მარტოსულად გრძნობენ.

ძლიერები დედამიწაზე ჩუმად დაიარებიან. მათ გვერდით ყოფნა ყოველთვის მარტივი, სასიამოვნო და კომფორტული არ არის, მაგრამ საიმედოა. ეს სწორედ ის კატეგორიაა, რომელიც დასახმარებლად ბოლო მომენტში მოდის.

გაუფრთხილდით ძლიერ ადამიანებს!


წყარო: lifedeeper.ru


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93