მოდით, გავიცნოთ ყველასთვის საყვარელი მსახიობის, მერილ სტრიპის წარმატების საიდუმლოებები უფრო დეტალურად.
2012 წელს ჟურნალმა Forbes-მა საგადასახადო შემოსავლების შემოწმებისას, მსახიობისა და მისი მეუღლის მიერ დაარსებული მცირე საქველმოქმედო ფონდის, Silver Mountain-ის შესახებ შეიტყო.
ისინი ერთად მილიონობით დოლარს რეგულარულად რიცხავდნენ სხვადასხვა დანიშნულებით - ქალთა ინტერესების დაცვის მხარდაჭერიდან, თეატრალური პროგრამების დაფინანსებით დამთავრებული.
როცა მსგავს ქველმოქმედებას ახორციელებს ადამიანი, გასცემს ისე, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს, მის პიროვნებაზე ბევრს ამბობს. როცა მიუხედავად ფინანსური მდგომარეობისა, გასცემთ, თქვენი სტრესის დონე იკლებს, ხდებით უფრო ბედნიერი და კრეატიული.
იგივე მიდგომა აქვს სტრიპს წარმატებასთან: მას თავად უნდა მიაღწიოთ და არ ელოდოთ, როდის მოგართმევენ ლანგრით.
დაჯილდოების ერთ-ერთ ცერემონიაზე მერილ სტრიპმა თქვა:
„მინდა ახალგაზრდა გოგონებს ვურჩიო, რომ ასე ძალიან ნუ განიცდიან წონის გამო. დღეს ამაზე ფიქრში ზედმეტად დიდ დროს კარგავთ, თუმცა სამყაროში ბევრი მშვენიერი რამაა. იგივე ეხება მამაკაცებსა და ქალებს - ის, რაც სხვებისგან გამოგარჩევთ, თქვენი ძლიერი მხარეა. ადამიანები ცდილობენ გამოიყურებოდნენ ისე, როგორც ყველა, სინამდვილეში კი სამყარო მხოლოდ იმ ადამიანებს ამჩნევს, რომლებიც რაღაცით განსხვავდებიან. მე, მაგალითად, ადრე ჩემი ცხვირი არ მომწონდა, ახლა კი ასე არ ვფიქრობ“.
სტრიპის მოსაზრებას მეცნიერებიც ადასტურებენ - საკუთარი თავის აღიარება ბედნიერი ცხოვრების საწინდარია.
მერილ სტრიპი ძალიან აფასებს დედებს, რომლებიც 9-დან 5 სთ-მდე მუშაობენ, პარალელურად კი შვილების აღზრდასაც ასწრებენ. ის ჰყვება, რომ ერთი სამუშაო ადგილის მეორით შეცვლამ უფლება მისცა, შვილებთან მეტი დრო გაეტარებინა და ფიქრობს, რომ ამას ნაკლებად მოახერხებდა, მთელი ცხოვრება ერთ სამსახურზე მიჯაჭვული რომ ყოფილიყო. ის იმ სურვილით ხელმძღვანელობდა, რომ ოჯახთან უფრო ახლოს ყოფილიყო და შეემცირებინა გადასაღებ მოედანზე ყოფნის დრო. ეს მიდგომა სტრიპს დაეხმარა, ახლობლებთან სიახლოვე შეენარჩუნებინა.
ასეთი ბალანსი მხოლოდ მერილისთვის არ იყო მნიშვნელოვანი. როგორც კვლევებმა აჩვენა, ეს აბედნიერებს როგორც თავად მსახიობს, ისე მის შვილებს.
დამნაშავენი თავად ვართ, როცა სტრესის, მუდმივი შფოთვისა და განცდის ქვეშ ვექცევით, რადგან ადამიანი მიჩვეულია, საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა აიღოს. მაგრამ თუ უკან დაიხევთ და მოეშვებით, მაშინ სურათს ერთ მთლიანობად იხილავთ.
სტრიპი გამოტყდა, რომ წარსულში დაბრუნების და 20 წლის ასაკში საკუთარ თავთან საუბრის შანსი რომ ჰქონოდა, შეახსენებდა, რომ უფრო მასშტაბურად ეფიქრა.
მან დეტალებზე ჩაციკვლის გამო სინანული გამოთქვა, როცა იმავე წარმატებით შეეძლო დრო გაეტარებინა ფიქრში, რომ გაეგო იმ როლის მნიშვნელობა, რომელსაც საერთო ჯამში კულტურაში ასრულებს: „საქმე იმაშია, რომ ეკრანზე სხვადასხვა ადამიანს თამაშობ, რომელთა ცხოვრებისეული გზები რადიკალურად განსხვავდება. მრავალფეროვნება კარგია, ის კულტურას ამდიდრებს“.
საკუთარ პასუხისმგებლობაზე, როგორც მსახიობი, ასეთი მოსაზრება მის გონიერებასა და ადამიანობაზე მეტყველებს - ორ ძირითად თვისებაზე, რომლებიც თქვენი სახელის სიყვარულსა და პატივისცემას განაპირობებს.
წყარო: cluber.com.ua