ფსიქო

რაც უფრო ხშირად ეფერებით ბავშვებს, მით უფრო ჭკვიანები ხდებიან ისინი

რაც უფრო ხშირად ეფერებით ბავშვებს, მით უფრო ჭკვიანები ხდებიან ისინი
იმ მშობელთა რიცხვს მიეკუთვნებით, რომლებიც შვილებს ყოველთვის ეფერებიან? ასე გააგრძელეთ!

ახალი კვლევები გვეუბნება, რომ განვითარების პერიოდში ბავშვებთან ფიზიკურ კონტაქტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ოჰაიოს ბავშვთა საავადმყოფოში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რაც უფრო ხშირად ეფერებით ბავშვს, მით უკეთ ვითარდება ის გონებრივად. შედეგებმა ისიც გამოავლინა, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვები შეხებაზე ნაკლებად რეაგირებენ, ვიდრე დროულად დაბადებულები. დედასთან ან საავადმყოფოს პერსონალთან მეტ კონტაქტში მყოფი ბავშვები ტვინის ბევრად უფრო აქტიური მუშაობის დემონსტრაციას ახდენდნენ.

როგორც ერთ-ერთმა მკვლევარმა, ექიმმა ნატალი მეტრმა განაცხადა,
ეს ადასტურებს იმას, რომ ისეთ ჩვეულებრივ ქმედებებს, როგორებიცაა შეხება ან ბავშვის ხელით რწევა, მისი გონებრივი განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
Картинки по запросу mother and child gif


ნატალი ამბობს: „დავრწმუნდით, რომ ნაადრევად დაბადებული ბავშვებისთვის აუცილებელია დადებითი, მზრუნველობითი ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა დედის ნაზი შეხება, რასაც ისინი მთელი იმ პერიოდის მანძილზე განიცდიან, როცა დედის მუცელში იმყოფებიან“.

ზემოთ თქმული ყველა მოსაზრება უფლებას გვაძლევს, თამამად განვაცხადოთ, რომ ფიზიკური კონტაქტი ტვინის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიზეზით, მოეფერეთ თქვენს შვილებს რაც შეიძლება ხშირად.

Картинки по запросу mother and child gif


წყარო: cluber.com.ua

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი