ფსიქო

ოთხი მიზეზი, თუ რატომ არის მეორე ქორწინება უფრო მყარი, ვიდრე პირველი

ოთხი მიზეზი, თუ რატომ არის მეორე ქორწინება უფრო მყარი, ვიდრე პირველი
პირველი ქორწინება ხშირად ვერ გადის გამძლეობის შემოწმებას და მალე იშლება, მაგრამ მეორე ქორწინება ხშირად პირველზე დიდხანს გრძელდება და ბევრად მყარია.
ორგანიზაცია  "marriage foundation"-ის გამოკვლევის თანახმად, ადამიანები მეორედ მხოლოდ მაშინ ქორწინდებიან, როცა დარწმუნებულები არიან, რომ საბოლოოდ იპოვეს თავიანთი ბედნიერება.

მაშ ასე, 4 მიზეზი, თუ რატომ არის მეორე ქორწინება პირველზე უფრო მყარი:


პრაქტიკას მივყავართ სრულყოფილებამდე

მეორე ქორწინების უპირატესობა ის არის, რომ წყვილებმა (ორივემ ან ერთ-ერთმა მაინც) უკვე იციან თანაცხოვრების სირთულეები და ის „უმნიშვნელო დეტალები“, რასაც არ უნდა
მიაქციონ ყურდღება, ან პირიქით, უნდა გაამახვილონ. პირველი ქორწინებისგან განსხვავებით, წყვილი მეტ დათმობაზე მიდის და კარგად აცნობიერებს თავის ქცევას, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტს. მათ, როგორც მინიმუმ, აქვთ საბაზისო ცოდნა იმისა, თუ როგორ უნდა გადაჭრან კონფლიქტები და რა არის ამისთვის საჭირო. ეს მნიშვნელოვნად აადვილებს ურთიერთობას.

წყვილები საკუთარ თავს უკეთ იცნობენ

ორივე ცოლ-ქმარს კარგად აქვს გაცნობიერებული თავისი შეცდომები და გადატანილი ბევრი იმედგაცრუება და წყენა. გაყრა ხშირად არ არის ემოციურად ადვილი გადასატანი. წყვილები დიდხანს არიან თვითანალიზში ჩაფლულები და ცდილობენ, კარგად გააანალიზონ საკუთარი შეცდომები, რამ მიიყვანა ურთიერთობა დაშლამდე, სად გადადგეს არასწორი ნაბიჯი. ადამიანები სწვლობენ საკუთარ შეცდომებზე და ცდილობენ, მეორედ აღარ გაიმეორონ იგივე.
Image result for БРАК gif

ამ შემთხვევაში ცოლ-ქმარს სურს, ყველაფერი სწორად გააკეთოს

მეორე ქორწინებაში მყოფთ ყველაზე ძალიან სურთ, რომ ამჯერად მაინც იყოს ყველაფერი კარგად. ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირველი ქორწინება შეცდომა იყო. უბრალოდ,  ხარისხზე არიან ორიენტირებულები და არა საკუთარ პრინციპებზე, რადგან კარგად იციან, რა მოხდება, თუ ქორწინებაში ბზარი გაჩნდება.
Image result for БРАК gif

მადლიერების განცდა მეწყვილის მიმართ

მეორე ქორწინებაში მყოფი წყვილები გამოცდილების ხარჯზე ფლობენ ცოდნას და კარგად იციან, რომ მეწყვილის მიმართ მადლიერების გამოხატვა სასურველი კი არა, აუცილებელიცაა. მადლიერება მეორე, დიდი სიყვარულისთვის, ნდობისთვის, არჩევისთვის და ბედნიერი დღეების განცდისთვის.

დალილას ბლოგი

წყარო: cluber.com.ua
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი