ფსიქო

უიღბლო ქორწინებას მოაქვს სტრესი, რაც თქვენს ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს

უიღბლო ქორწინებას მოაქვს სტრესი, რაც თქვენს ჯანმრთელობას დიდ ზიანს აყენებს
ქორწინება სიხარულსა და ბედნიერებას უნდა განიჭებდეთ, მაგრამ ხანდახან ის საკმაოდ უარყოფითად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე, იწვევს გასუქებას, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსა და ბევრ სხვა პრობლემას. პარტნიორთან ურთიერთობით გამოწვეული სტრესი დიდი ზიანის მომტანია. მეუღლისგან ელით სიყვარულსა და თანადგომას, მაგრამ თუ მას ვერ იღებთ, საფრთხე ექმნება თქვენს ჯანმრთელობას.

აი, რა შეიძლება მოგიტანოთ უბედურმა ქორწინებამ:

1. გამოჯანმრთელების შეფერხება


თუ პარტნიორთან ცუდი და კონფლიქტური ურთიერთობა გაქვთ, ადამიანის სხეული კარგავს ჭრილობების სწრაფად მოშუშების საშუალებას.
აშშ-ში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ მეუღლეებს შორს კონფლიქტი ადამიანის გამოჯანმრთელების
ალბათობას 60%-ით ამცირებს.

2. სიმსუქნე


ქორწინებაში უთანხმოებასა და დეპრესიას სიმსუქნის გამოწვევა შეუძლია. კვლევის შედეგებით, დეპრესია უფროსებში 58%-ით ზრდის გასუქების შანსებს. თუ ქორწინებაში რეგულარულად სტრესულ სიტუაციაში გიწევთ ყოფნა, ეს შესაძლოა წონის მატებით გამოვლინდეს.

3. გულ-სისხლძარღვთა დაავადება


სტრესული ქორწინება ცუდ გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე, მათ შორის, გულის მუშაობაზე. ერთ-ერთ კვლევაში დადასტურებულია, რომ თუ პარტნიორთან ცუდი ურთიერთობა გაქვთ და მისი ქმედებები გაღიზიანებთ, გულ-სისხლძარღვთა დაავადების და ჰიპერტენზიის რისკი მაღალია.

4. დეპრესია


გარდა ფიზიკური ცვლილებებისა, უბედური ქორწინება გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზეც, იწვევს დეპრესიას.

5. ნაწლავების მომატებული მგრძნობელობა


თუ მეუღლესთან მუდმივად გიწევთ კამათი, ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას, გამოიწვიოს ნაწლავის მომატებული მგრძნობელობა. ამ შედეგამდე მივიდნენ ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერები.

6. ძილი


ურთიერთობას, რომელსაც სიხარულზე მეტი შფოთვა მოაქვს, შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს მადაზე, ძილზე. მეუღლესთან კონფლიქტი ცვლის ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობას, ხანდახან ღამით დაძინებაში გიშლით ხელს.

ყველა ქორწინებაშია ცუდი და კარგი პერიოდები. წყვილებს კონფლიქტი მოსდით შვილების, ფინანსური მდგომარეობისა და სხვა მსგავსი საკითხების გამო, რაც ერთობლივ ცხოვრებას ეხება.

თუ გარემოება ზედმეტად საზიანოა, პარტნიორის ქცევები უარყოფითად აისახება თქვენს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, გირჩევთ, ქორწინებაში თქვენი ურთიერთობის დინამიკას გადახედოთ.


წყარო: cluber.com.ua


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31