ფსიქო

ახალი კვლევის თანახმად, ყოფილ შეყვარებულზე ტირილი დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში

ახალი კვლევის თანახმად, ყოფილ შეყვარებულზე ტირილი დაგეხმარებათ წონაში დაკლებაში
საშუალოდ სიცოცხლის განმავლობაში ადამიანის ცრემლების რაოდენობა 16, 5 გალონია, თუმცა ხშირად ვცდილობთ გრძნობების მოთოკვას და თავიდან ვიცილებთ სენტიმენტებს. რას იტყოდით, თუ გაიგებდით, რომ ემოციებისგან დასაცლელად ტირილის დროს თქვენ ასევე შეგიძლიათ დაწვათ ზედმეტი კალორიები?
ახალი კვლევის თანახმად, ეს სავსებით შესაძლებელია და თუ წონაში დაკლება გინდათ, მგონი დროა, გრძნობებს აჰყვეთ და იტიროთ.

ალბათ, გეეჭვებათ ამ ინფორმაციის ჭეშმარიტება...

ჩვენ ყველანი ვყოფილვართ მსგავს სიტუაციაში: მაგალითად, როცა რაიმეზე ვნერვიულობთ და მომეტებულად ვჭამთ, შემდეგ დღეს აღმოვაჩენთ, რომ საყვარელი ჯინსის შარვალი უკვე
აღარ გვეტევა... როგორ შეიძლება ასეთ სიტუაციაში პირიქით მოხდეს?


პასუხი ასეთია: ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ საიდანაა კორტიზოლი

Image result for woman crying gif
კორტიზოლი სტრესის ჰორმონია და ზუსტად ის განაპირობებს ხშირად ჭარბწონიანობას. კვლევის თანახმად, დღესდღეობით ფიზიკურად არავინ იბრძვის სტრესსა და სიბრაზესთან, არამედ თანამედროვე ადამიანი ამჯობინებს, იჯდეს და მოითმინოს სიბრაზეცა და სტრესიც. ჩვენი სხეული კი ფიქრობს, რომ გვჭირდება კალორიები ამ ყველაფერთან გასამკლავებლად და ხელახლა ავსებს მის მარაგს ჩვენს სხეულში, მიუხედავად იმისა, ჩვენ გავხარჯეთ თუ არა.

ახალი კვლევით დადგინდა, რომ ცრემლები შეიცავს ჰორმონებს, რომლებიც ამცირებს კორტიზოლის ჰორმონს. ესენია: პროლაქტინი, ლიუენკეფალინი და ადრენოკორტიკოტროპინი. ყველა ეს ჰორმონი გამოიყოფა დიდი სტრესის დროს. ასე რომ, როცა ჩვენ არ ვცდილობთ ცრემლების შეკავებას, ეს ჰორმონებიც გამოიყოფა და ამით მცირდება კორტიზოლის რაოდენობაც. შედეგად, ჩვენი სხეული იღებს სიგნალს, რომ არ გვჭირდება ზედმეტი კალორია სტრესის დასაძლევად. განაგრძეთ კითხვა
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31