ქალი და მამაკაცი - ორი განსხვავებული ინდივიდია თავისი ბუნებით. როდესაც ისინი ერთად ცხოვრობენ დიდი ხნის მანძილზე, გარკვეული პრობლემები იჩენს თავს. ხშირად ორივე ფიქრობს, რომ ერთმანეთს ვერ უგებენ.
წარმოგიდგენთ შვიდ რეკომენდაციას, რომლის შეხსენებაც თქვენთვის ურიგო არ იქნებოდა:
1. მამაკაცებს სჭირდებათ პირადი სივრცე
ჩვენ ყველას გვჭირდება პირადი სივრცე, მაგრამ მამაკაცებს განსაკუთრებით.
მაშ, ასე, ქალბატონებო, თუ თქვენი პარტნიორი გამოგიტყდათ, რომ სურს დამატებითი სივრცე საკუთარი საქმეებისათვის, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, არ შეუშალოთ ხელი და არ შექმნათ ამისგან პრობლემა. ეს სურვილი მამაკაცისთვის ძალიან ნორმალურია. სხვა შემთხვევაში, ის უბრალოდ ვერ იქნება კომფორტულად და ამის მიზეზი თქვენ იქნებით.
2. ნუ დაელოდებით, რომ ის პირველი გადადგამს ნაბიჯს და მოიფიქრებს საინტერესო იდეას
ყველა მამაკაცს არ შუძლია გადადგას პირველი ნაბიჯი, რაც უნდა ძალიან მოსწონდეს ქალი. მართალია, მათ ძლიერი სქესი ეწოდებათ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მივა, ქალზე მეტად ნერვიულობენ მოსალოდნელ შეხვედრაზე. ამიტომ ეცადეთ, თუ ძალიან მოგწონთ, დაეხმაროთ მას, მიიღოს გადაწყვეტილება, გაბედოს და დაგპატიჟოთ რომანტიკულ შეხვედრაზე. მით უმეტეს, რომ თავდაჯერებულ ქალებს მამაკაცები აფასებენ.
3. კაცები ვერ იტანენ დრამას
კაცები – ძალიან უბრალო არსებები არიან, რომლებსაც სურთ იცხოვრონ მარტივად, რამე განსაკუთრებული სტრესის გარეშე. მათ შეუძლიათ მცირე დოზით აიტანონ დრამატული სიტუაცია, მოითმინონ მსგავსი გამოხდომები ქალისგან, რომელიც მოსწონთ, მაგრამ თუ რეგულარული ხასიათი მიეცემა ამ ყველაფერს, მამაკაცს შეუძლია მიატოვოს ასეთი ქალი, რაც უნდა ძალიან უყვარდეს იგი.
4. თუ მას სურს, რომ გიღალატოს, ის აუცილებლად გააკეთებს ამას
თქვენ შეიძლება იყოთ მის გვერდთ 24/7-ზე, აკონტროლოთ მისი ყველა მოქმედება, მაგრამ თუ გულში ჩაიდო ღალატი, ვერაფერი შეაჩერებს. თუ თქვენ გეგმავთ, შექმნათ მყარი ურთიერთობა, მაგრამ თქვენი რჩეული ბუნებით მოღალატეა, არაფერი დაგრჩენიათ, გარდა ორი არჩევანისა: ან ეგუებით მის ამ ხუშტურებს, ან ტოვებთ მას.
5. არ ჩათვალოთ, რომ ხართ სერიოზულ ურთიერთობაში, სანამ არ დაელაპარაკებით ამის შესახებ თქვენს პარტნიორს
ის ფიქრობს, რომ თქვენთან შეხვედრები - ესაა ან შემთხვევითობა, ან დროებითი ურთიერთობა. ეს მაშინ, როცა თქვენ ეჭვი არ გეპარებათ, რომ იმყოფებით სერიოზულ ურთიერთობაში. თუნდაც იმიტომ, რომ უკვე ხუთი თვეა, ერთად ხართ. სანამ მასთან არ გაარკვევთ ურთიერთობის სერიოზულობას, სჯობს, ასე არ იფიქროთ.
თუ თქვენ არ მოგწონთ მისი ქცევები, მაშინ ყველაზე ლოგიკურია, გულღიად დაილაპარაკოთ ერთობლივ მომავალზე, რაც დაგეხმარებათ ზუსტად გადაწყვიტოთ, რა სტატუსს ატარებთ.
6. თქვენ მას ვერ შეცვლით
შეიძლება გეჩვენებათ, რომ შეგწევთ ძალა, დროთა განმავლობაში შეცვალოთ ის, მაგრამ ეს სულაც არაა ასე. წარმოუდგენელია შეცვალოთ ზრდასრული მამაკაცი. მას შეუძლია შეიცვალოს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ თავად უნდა ეს. თავად მიიღო მსგავსი გადაწყვეტილება. ხოლო ქალებს რჩებათ შემდეგი არჩევანი: ან მიიღონ ისეთი, როგორიც არის, ან გააგრძელონ ცხოვრება მის გარეშე.
7. მამაკაცებს სურთ, რომ ქალმა იცოდეს საკუთარი თავის ფასი
ის ქალები, რომლებიც პატივს არ სცემენ საკუთარ თავს, მათ არ სცემენ პატივს არც მამაკაცები. ასე რომ, იცოდეთ საკუთარი თავის ფასი, ქალბატონებო!
წყარო: thepowerofsilence.co