გთავაზობთ ჭეშმარიტად ნამდვილ თერთმეტ ნიშანს, რომლებიც იმისი მანიშნებელია, რომ თქვენ ნამდვილი სიყვარული შეგხვდათ.
1. არ არსებობს ,,სწორი“ დრო ვინმეს შესახვედრად
არსებობს მხოლოდ სწორი ადამიანი, რომელიც შემოდის თქვენს ცხოვრებაში და არ აქვს მნიშვნელობა, სად გაიცანით ის. რაც უფრო მალე მიხვდებით ამას, მით უფრო მალე დალაგდება თქვენი ცხოვრება.
2. თუ ადამიანს მართლა სურს თქვენთან ყოფნა და ნამდვილად უყვარხართ, ის ყოველ მიზეზ გარეშე თქვენთან ყოფნას აარჩევს და იქნება კიდეც თქვენ გვერდით
და მხოლოდ იმიტომ იქნება ასე, რომ ეს თავად მას სჭირდება. ის გადაივლის კილომეტრებს, უდაბნოსა და მთებს, რათა გნახოთ. ის უარს არასდროს იტყვის, რომ გნახოთ.
3. თუ ვინმე არ სურს, იყოს თქვენ გვერდით, ამას თავადაც იგრძნობთ
როდესაც ის თქვენ გვერდითაა, ყურადღებით გსწავლობთ ყველა მხრიდან, მაგრამ როდესაც ის ამას შეწყვეტს, თქვენ იგრძნობთ სიცივეს და გაუცხოებას.
4. თქვენ არ დაუწყებთ საათს ყურებას
დრო, რომელსაც მასთან ატარებთ, ტყვიასავით გავარდება საყვარელი ადამიანის გვერდით, რადგან თქვენთვის არ არსებობს არაფერი მასზე მნიშვნელოვანი.
5. თქვენ არ დაკარგავთ საკუთარ თავს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში
პირიქით, თქვენ აღმოაჩენთ ახალ „მე-ს“.
6. სინამდვილეში ყველაფერი მოხდება პირიქით
ჯანსაღი და კარგი ურთიერთობა დაგეხმარებათ იყოთ ისეთი, როგორიც რელურად ხართ. სიყვარული დაგეხმარებათ, გაიზაროთ, განვითარდეთ პიროვნულად, გაიცნოთ საკუთარი თავი უკეთ.
7. სიყვარული დაგეხმარებათ, ფართოდ გააღოთ გულის კარი
და შეიგრძნოთ მთელი გამა ბედნიერი, წარმატებული ემოციებისა, რომელთა გაღება შეუძლია ადამიანს. ზუსტად ესაა უდიდესი ჯადოსნური სიყვარულის ძალა. როდესაც ჩვენ ვუყვარვართ გულწრფელად, ჩვენ ვიფურჩქნებით.
8. მხოლოდ სიყვარული საკმარისი არ არის
არ დაუჯეროთ მას, ვინც მსგავს ზღაპრებს გიყვებათ. სიყვარული - ესაა რეალურად უდიდესი და ჯადოსნური გრძნობა, რომელიც შეუძლია განიცადოს ადამიანმა, მაგრამ უნდა გქონდეთ ორივეს სურვილი და ძალა, დაიცვათ და გაუფრთხილდეთ ამ გრძნობას, თორემ სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა.
9. სიყვარული არ ჩნდება თქვენ ცხოვრებაში ჯადოსნური ჯოხის დაქნევისთანავე
მისი შემოსვლა ჩვენს ცხოვრებაში სულაც არ ჰგავს იმ ფანტაზიას, როგორიც ჩვენ წარმოგვიდგენია. სიყვარული ნიავივითაა, ღრუბელივითაა, მას ვერც დაიჭერ და ვერც შეაკავებ, როცა უნდა, მაშინ გაჩნდება და სადაც უნდა.
10. ნუ დაელოდები, რომ სიყვარული გადაგარჩენს
არ იფიქრო, რომ თუ ვინმე შეგიყვარებს, ის შეგაფასებს რეალურად და გაიძულებს, შეიყვარო საკუთარი თავი. პირველ რიგში, თავად უნდა გიყვარდეს და კარგად უნდა იცნობდე საკუთარ თავს და მერე მოსთხოვო სხვას.
11. გარანტიები
გახსოვდეთ, რომ ჩვენ არ შგვიძლია აბსოლუტური სიზუსტით გამოვიცნოთ, დარჩება თუ არა ურთიერთობა წლების მერე ისეთივე ვნებიანი და ყოვლის მომცველი, როგორც დასაწყისშია. თუ გსურთ, რომ ურთიერთობა მხოლოდ იფურჩქნებოდეს, მაშინ იზრუნეთ მასზე. როგორც ყველაფერი ადამიანის ცხოვრებაში, სიყვარულიც ითხოვს ძალისხმევას რაღაც დროის მერე, რომ ის ცეცხლი არ ჩაქრეს, არ განელდეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება იგი მუდმივი.
თათა შენგელია
წყარო: thepowerofsilence.co