ფსიქო

ხუთი სიმართლე, რომელიც ქორწინებაში მყოფმა წყვილმა უნდა იცოდეს

ხუთი სიმართლე, რომელიც ქორწინებაში მყოფმა წყვილმა უნდა იცოდეს
საოჯახო ფსიქოლოგი თათა შენგელია ბედნიერი ქორწინების შესახებ:

რამდენიმე ხნის წინ მთხოვეს, ურთიერთობის პრინციპებზე გამეკეთებინა ანალიზი და დამედგინა, თუ რა უწყობს ხელს ქორწინებას, იყოს ხანგრძლივი და ბედნიერი. გაგაცნობთ რამდენიმე მნიშვნელოვან მესიჯს, რომელთა გაცნობიერება უფრო გააადვილებს ქორწინებას.

თქვენი მეორე ნახევარი არ არის იდეალური


და მერე რა? არც ერთი, ასე თუ ისე წარმატებული ქორწინების შემთხვევაში, არც ქმარი და არც ცოლი არ ყოფილან ის ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა პუნქტს აკმაყოფილებდნენ, რაც ძლიერ და წარმატებულ ქორწინებას სჭირდება. უბრლოდ, ასეთი მეორე
ნახევრები არ არსებობენ.

რეალურად, ძლიერ და მყარ ქორწინებას ქმნის ორი სრულიად არაიდეალური ადამიანი. მათ უნდა ეძებონ მხოლოდ დადებითი ერთმანეთში. პატივი სცენ, შეუნდონ ერთმანეთს და გაიგონ შეცდომები. თქვენ ვერ იპოვით იდელურ მეორე ნახევარს, რადგან იდეალური ადამიანები არ არსებობენ. ყოველ ჩვენგანს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები. ეცადეთ, არ მიაქციოთ გამაღიზიანებელ წვრილმანებს ყურადღება. აჯობებს, თუ ორიენტირდებით უკეთეს მხარეებზე იმ ადამიანისა, რომელიც გიყვართ და აარჩიეთ ცხოვრების თანამგზავრად.

«მეორე ნახევარს» არ შეუძლია თქვენი ცხოვრება შეავსოს

ბევრი ახალგაზრდა წყვილი ქორწინების შემდეგ ფიქრობს, რომ ურთიერთობის ქორწინებით გამყარება ხელს შეუწყობს მათ ერთ მთლიან ორგანიზმად ქცევას, შეავსებს სიცარიელეს. რაღაც დრომდე ეს რეალურად ასეცაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქორწინებას შეუძლია თქვენი პრობლემების მოგვარება. თუ თქვენ იმ იმედით ხართ, რომ მეორე ნახევარი გახდება თქვენი საუკეთესო მეგობარი, მრჩეველი, მოტივატორი და ამავე დროს, შეითავსებს მშობლის როლსაც, მაშინ მოემზადეთ იმედგაცრუებისთვის.
ნუ ელოდებით ამ ყველაფრის მიღებას თქვენი პარტნიორისგან. მოლოდინები და სურვილები გადაანაწილეთ მეგობრებზე, ნათესავებზე და საკუთარ თავზეც. ასე თქვენი ცხოვრება გახდება ბევრად სავსე და მსუყე ემოციურად, ხოლო ქორწინება - ბედნიერი.

დაფიქრდით კარგად, შეუძლია კი თქვენს მეორე ნახევარს დააკმაყოფილოს ყველა თქვენი ინტელექტუალური და მატერიალური, ასევე, ემოციური სურვილები და მოთხოვნები? რა თქმა უნდა, არა. უმრავლესობა ადამიანებისა ამას ძალიან კარგად აცნობიერებს და არც მოსდით მსგავსი ფანტასმაგორიული სურვილები თავში. შესაბამისად, მათი ქორწინება ბევრად უფრო ბედნიერი და მყარია.
ყველა ჩვენგანმა საღი გონებით უნდა შევხედოთ ურთიერთობას. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი იქნება ის - ოჯახური თუ მეგობრული. უნდა ვიცოდეთ, რას ველოდებით ამისგან და თუ ხვდებით, რომ ეს მოლოდინი აბსოლუტურად არარეალურია, თქვით უარი მასზე. მერწმუნეთ, ეს უარი საერთოდ არ გააუარესებს თქვენს ურთიერთობას, პირიქით, ეს ბევრად ბედნიერს გახდის. რაც უფრო ცოტა მოლოდინი გექნებათ, უფრო მყარი იქნება თქვენი ურთიერთობა.

თუ ურთიერთობიდან გინდათ რამის მიღება, პირველ რიგში, ეს «რამე » თავად უნდა შექმნათ

თუ თქვენ საყვარელ ადამიანს დაუთმობთ დროს, სიყვარულს, ენერგიას, ადრე თუ გვიან დაგიბრუნდებათ ასმაგად და გაადააჭარბებს ყველა მოლოდინს.
რა თქმა უნდა, გარანტია არ არსებობს, რომ 100%-ით წარმატებული შედეგი იქნება, მაგრამ მაგალითისთვის, თუ თქვენ რეგულარულად ვარჯიშობთ და იკვებებით ჯანსაღად, ადრე თუ გვიან შედეგსაც მიიღებთ. ასევეა ურთიერთობაც.
ქორწინებაში მეუღლესთან რეგულარული და გულწრფელი დიალოგები აუცილებელია. ეცადეთ, არ დაგროვდეს პრობლემები და წყენა. თქვენ ხართ უკვე ერთნი და მარტო თქვენი მოსაგვარებელი ან მარტო იმისი - არაფერია. უნდა ილაპარკოთ როგორც კარგზე, ასევე ცუდზეც, თუ რა ხდება თქვენ ირგვლივ. რა გიხარიათ და რა გწყინთ.
დაბოლოს, ეცადეთ, არ ჩაიციკლოთ წვრილმანებზე.

ქორწინება რაღაცით ჰგავს ბანკში გახსნილ ანგარიშს

რაც უფრო მეტს ჩადებთ ურთიერთობის გამყარებაში, მით უფრო მოემატება პროცენტები თქვენს ემოციურ "ბანკს" და თუ მოულოდნელად რამე შეცდომას დაუშვებთ, ვთქვათ, დაგავიწყდათ გაცნობის იუბილე ან იმპულსურად იყიდეთ ძვირფასი ნივთი ისე, რომ არც კი განიხილეთ მასთან, თქვენ გექნებათ საკმარისი ემოციური "კრედიტი", გადაფაროთ დანაკარგი.
წესად აქციეთ, იმუშაოთ თქვენ ურთიერთობაზე, დააგროვოთ ბევრი კარგი მოგონება. იყავით აქტიური ინვესტორი თქვენი ემოციური ბანკისა.

სიყვარული — ეს არის მეტი, ვიდრე უბრალოდ გრძნობა


დროთა განმავლობაში, ყველაზე ძლიერი გრძნობებიც ფერს იცვლის და ხუნდება, რუტინაში გადადის. ყველაზე ძლიერ ურთიერთობაშიც კი არსებობს დრო, როდესაც ყველაზე ძლიერი გრძნობებიც სუსტდება ან სულაც ქრება. აი, აქ იბადება კითხვა: - რისგან შედგება ქორწინება? ახლა რა უნდა ვქნათ, თუ ერთმანეთი აღარ გვიყვარს?

რჩევა: ეცადეთ, მხოლოდ ძლიერ მიზიდულობასა და ვნებაზე არ იყოს თქვენი ქორწინება დაფუძნებული, არამედ იყოს ურთიერთგაგებასა და პატივისცემაზე, კომპრომისებსა და გულწრფელობაზე დამყარებული.

თათა შენგელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93