ფსიქო

შვიდი რამ, რის გამოც ბედნიერი ადამიანები არასდროს ნერვიულობენ

შვიდი რამ, რის გამოც ბედნიერი ადამიანები არასდროს ნერვიულობენ
ბედნიერი ადამიანი - ბედნიერია აქ და ახლა. მას არ ადარდებს ის, თუ რა მოხდება ხვალ და რა იყო გუშინ. ის ცხოვრობს დღევანდელობით, აწმყოთი.

1. არ აინტერესებს, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები მასზე

ბოლოს და ბოლოს, სულერთი არაა, თუ რას ფიქრობენ სხვა ადამიანები? ბედნიერი ადამიანები ამას ყურადღებას არ აქცევენ. მათ სულ არ ადარდებთ ის, რომ არ გაამართლეს ვიღაცის მოლოდინი. ისინი თავად აშენებენ საკუთარ ბედნიერებას.

2. არ ფიქრობენ წარსულის შეცდომებზე

ბედნიერი ადამიანები არ იციკლებიან წარსულის შეცდომებზე. მათთვის შეცდომებზე ფიქრი
მხოლოდ იმიტომ არის დასაშვები, რომ ახსოვდეთ ისინი და არ დაუშვან კიდევ ერთხელ მსგავსი. მათთვის შეცდომა - ესაა ცხოვრების გაკვეთილი.  

Image result for happiness gif

3. არ ფიქრობენ წარუმატებლობასა და დაცემაზე

რა თქმა უნდა, მათაც,  როგორც სხვა ადამიანებს, ჰქონდათ წარუმატებლობის პერიოდი და დაცემა. უბრალოდ, ამის გამო არ ნერვიულობენ.

4 არ დარდობენ იმაზე, რა არა აქვთ

ბედნიერი ადამიანები იმიტომ არიან ბედნიერები, რომ მათ გულწრფელად შეუძლიათ დაკმაყოფილდნენ იმით, რაც აქვთ. ისინი მთელი გულით მადლიერები არიან არსებულით.

5. მე ვიქნები ბედნიერი, როცა…

ბედნიერი ადამიანი – ბედნიერია აქ და ახლა! და არასდროს ელოდება რაღაცას, რაც შეიძლება მოხდეს მომავალში.
Image result for happiness gif

6. სინანული: «რა ცუდია, რომ…»

ჩვენ ყველანი რაღაცას ვნანობთ, მაგრამ ბედნიერი ადამიანებისთვის ეს არ არის მიზეზი, რომ გაჩერდნენ და ხელი ჩაიქნიონ. სინანული საბოლოოდ არ ცვლის იმას, რაც მოხდა წარსულში. ასე რომ, თამამად გადააგდეთ ეს განცდა, რათა ხელი არ შეგიშალოთ აწმყოში.

7. მოლოდინი

საზოგადოება ძალიან ბევრს ელოდება ჩვენგან. კარგად სწავლა, უნივერსიტეტი, კარგი სამსახური, დაოჯახება, იყიდოს სახლი და ბოლოს მოკვდეს. და ეს ყველაფერი უნდა შეძლოს ადამინმა. და რატომ? რატომ შეიძლება იცხოვრო იმისთვის, რომ სხვამ შეგაფასოს? ასე მთელი ცხოვრება გაირბენს და არაფერი დარჩება, მოიხედავ და... გამოდის, რომ სხვისთვის გიცხოვრია. დაფიქრდით. ღირს კი ამად ერთხელ მოცემული სიცოცხლე?
ბედნიერი ადამიანი არ ცდილობს სხისი იმედების და მოლოდინების გამართლებას. ის თავად წყვეტს, რა სჯობს მისთვის, სასახლე თუ ქოხი და რაც მთავარია, არჩეულ ცხოვრებას მათთვის ბედნიერება მოაქვს.

თათა შენგელია
წყარო: higherperspectives.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
რეალისტი
ყველას ვეთანხმები. ცხოვრებაში მთავარია ადამიანობა. თორემ ფული დღეს არი ხვალ ან იქნება ან არა. ,,ვაჟკაცობა'' ფულით არ იყიდება. ჯობია ისე იცხოვრო (თუ შეგიძლია, რა თქმა უნდა) რომ სიკვდილის წინ ის არ იფიქრო: ,,ნეტავ მეცხოვრა ისე, როგორც მე მინდოდა და არა ისე როგორც სხვები მოელოდნენ ჩემგან'' პ.ს. ჩემი არჩევანი რომ მქონდეს შემდეგ ცხოვრებაში. საქართველოში დაბადებას აღარ ავირჩევ
10:08 / 28-05-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93