თუ თქვენს ურთიერთობაში მსგავსი რამ ხდება, ე.ი. - ისაა, ანუ თქვენი ნამდვილი ადამიანი!
- თქვენ რეალურად მოგწონთ, ერთად აკეთოთ ყველაზე ჩვეულებრივი საქმეები, მაგალითად, იყიდოთ პროდუქტები, იაროთ მაღაზიებში და დაალაგოთ სახლი.
- ჩვეულებრივი ვახშამი ტელევიზორის წინ უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ, ვიდრე რომანტიკული ვახშამი რესტორანში.
- თქვენ ძალიან გემრიელად ჭამთ მისი თანდასწრებით. ისე, რომ სულ არ განაღვლებთ, როგორ გამოიყურებით, როდესაც პირგამოტენილი ილუკმებით.
- იმ მომენტებში, როდესაც ის ძალიან დაუცველია, თქვენ განსაკუთრებულად გიყვართ, მაგალითად, როცა სძინავს და თქვენ უყურებთ.
- მასთან ყოფნისას, თქვენ საკუთარ თავს აძლევთ უფლებას, იყოთ ის, ვინც ხართ.
- ის ნივთები, რასაც ის საკუთარი ხელით აკეთებს, თქვენთვის საუკეთესო საჩუქარია.
- არ ერიდება, მოითხოვოს თქვენგან დახმარება მაშინ, როდესაც ამას საჭირებს.
- თქვენ არ ახდენთ თქვენი სიყვარულის დემონსტრირებას საზოგადოებაში და ამას აკეთებთ არა რამე მოსაზრების გამო, არამედ იმიტომ, რომ არ თვლით საჭიროდ, ვინმეს რამე დაუმტკიცოთ. თქვენ სითბოს მის მიმართ გამოხატავთ მზერით და ღიმილით.
- რთულ მომენტებში მუდამ გაქვთ მისი იმედი, მას კიდევ - თქვენი.
- თქვენ შეგიძლიათ ღიად ელაპარაკოთ მას, გარკვეულ ფიზიოლოგიურ მომენტებში, რომელსაც იმ წუთას განიცდით.
- ერთად დადიხართ ნათესავების ქორწილებში, მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად მოილხინოთ და არა იმიტომ, რომ ვალდებულნი ხართ.
- ერთ-ერთი მაჩვენებელი თქვენი სულიერი სიახლოვისა არის ის, რომ ურთიერთობისას იყენებთ ისეთ სიტყვებს, რომელთა აზრი მხოლოდ თქვენ გესმით.
- პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი რამ, რაც არ იცით ერთმანეთის შესახებ. ამიტომ მასზე დასმული 10 კითხვიდან 9 კითხვას უშეცდომოდ პასუხობთ.
- სულ არ გაღიზიანებთ მოუაროთ თქვენს პარტნიორს, როდესაც ის ცუდადაა და საჭიროებს მოვლას.
- როდესაც გაღიზიანებთ მისი საქციელი ან ქმედება, მას გულწრფელად ეუბნებით ამის შესახებ.
- თქვენ შეიძლება მთელი საღამო მასთან სიჩუმეში გაატაროთ და არ იგრძნოთ თავი უხერხულად ამის გამო.
- ითვალისწინებთ მის აზრს.
- მოგწონთ, მისგან მიიღოთ უფრო პრაქტიკული საჩუქრები, ვიდრე ყვავილების თაიგულია.
- რეალურად მოგწონთ და გირჩევნიათ მასთან ერთად გაატაროთ პარასკევი საღამო სავარძელში, ტელევიზორის წინ, ვიდრე გახვიდეთ გასართობად საერთო მეგობრებთან ერთად.
- არ ეჭვიანობთ.
- უსიტყვოდ გესმით ერთმანეთის.
- გიყვართ იმიტომ, რომ ის ის არის.
თათა შენგელია
წყარო: themindsjournal.com