ფსიქო

როგორ ავაშენოთ ჯანმრთელი ურთიერთობა და მოვახდინოთ ორიენტაცია სიყვარულის სტადიებში

როგორ ავაშენოთ ჯანმრთელი ურთიერთობა და მოვახდინოთ ორიენტაცია სიყვარულის სტადიებში
სიყვარულს რამდენიმე სტადია აქვს:

1. რომანტიკული სტადია

ამ სტადიაში გრძნობები მხოლოდ იზრდება. ადამიანები ფიქრობენ, სად იყო აქამდე მისი მეორე ნახევარი. სამყარო და ცხოვრება მშვენიერია, ხოლო თქვენი და თქვენი პარტნიორის დროებითი განშორება ვნებას უფრო აგიზგიზებს. დიდ ყურადღებას აქცევთ საერთო თვისებებს და მის იმ თვისებებს, რაც თქვენ არ გაქვთ. სრულიად ორიენტირებული ხართ იმ ადამიანზე და სხვას უბრალოდ ვერ ამჩნევთ. თავს სავსედ გრძნობთ და გგონიათ, რომ ის ადამიანი მთელი გულით გიყვართ. ფრთხილად იყავით, ამ დროს შეიძლება თავი დაკარგოთ;
გადაწყვიტოთ, რომ ყველაფერი უნდა მიეძღვნას მას. ასეთი ურთიერთობები ხშირად ბევრს მეორე ადამიანზე დამოკიდებულს ხდის.


2. ბრძოლისა და ძალაუფლების სტადია

ის სამყარო, რომელსაც უყურებდით ვარდისფერი ლინზებიდან, უკვე აღარ ჩანს ისეთი ვარდისფერი და ფერადი. ილუზია მუდმივ რომანტიკაზე სადღაც ქრება და მის ადგილს იმედგაცრუება იკავებს. პარტნიორები უკვე საერთო შტრიხებს კი არა, განსხვავებებს ეძებენ. მისი თვისებები და ქცევები, რომლებიც ადრე უმნიშვნელო და საყვარელი გეჩვენებოდათ, ახლა გაღიზიანებთ. ცდილობთ მის შეცვლას. გსურთ, რომ ის იყოს ისეთი, როგორი ადამიანიც გინდათ იხილოთ თქვენ გვერდით. ბევრი ურთიერთობა ვერ ლახავს ამ სტადიას. თუ გსურთ შეცვალოთ პარტნიორი, დაფიქრდით, თავად თუ ცდილობთ შეცვლას? ან ხართ თუ არა მზად მოერგოთ მას?
იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ თქვენი ურთიერთობა, გირჩევთ შემდეგს:

  1. მიიღეთ და პატივი ეცით მის აზრს და თქვენს აზრთა სხვადასხვაობას.
  2. გადაინაწილეთ ძალაუფლება.
  3. შეეშვით მუდმივ იდილიაზე ოცნებას.
  4. გააცნობიერეთ, რაზეა თქვენი ურთიერთობა დაფუძნებული.
  5. გაავლეთ მკვეთრი ზღვარი და პატივი ეცით ერთმანეთის ჩვევებს.

ეს ხელს შეუწყობს თქვენი და მისი ავტონომიის არსებობას უდანაკარგოდ.
ბრძოლის სტადია საშუალებას მოგცემთ გაარკვიოთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, მხოლოდ თქვენი აზრი თუ მისი პიროვნება? ისწვალეთ საკუთარი ემოციების მართვა და დათმობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სიყვრულისა და ურთიერთობის შესანარჩუნებლად.


3. სტაბილურობის სტადია

ამ სტადიაში ჩნდება ურთიერთგაგების უფრო მეტი სურვილი. უკვე დალაგებულია და გავლებულია პირადი საზღვრები. იცით, რა მოსწონს მას, მან იცის, რა გაღიზიანებთ თქვენ და ორივენი ცდილობთ, არ გადაკვეთოთ ზღვარი. წყვილი ხვდება, რომ უსიამოვნება და აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ აზრთა სხვადასხვაობაა.
თქვენს ურთიერთობაში ჩნდება რიტმი. ორივენი უფრო მშვიდები და მოდუნებულები ხართ. ჩნდება ნდობა და თავდაჯერებულობა, მაგრამ ამ შემთხვევაში ურთიერთობის ცენტრში უკვე მოწყენილობა სუფევს, მას კი მივყავართ აპათიისა და ღალატისაკენ. ზოგიერთი წყვილი მენტალურად შორდება ერთმანეთს და უფრო ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ერთმანეთს, არც ერთი მხარე არ მუშაობს ურთიერთობის განახლებაზე. გახსოვდეთ, ყველაფერი გადალახვადია, თუ გულწრფელად დაილაპარაკებთ.


4. ვალდებულების მიღების სტადია

თქვენ გააკეთეთ არჩევანი, მიიღეთ მეორე ადამიანი ყველა თავისი უარყოფითი ჩვევით. უკვე იცით მისი ყველა სუსტი მხარე, თქვენი ნდობა და თავდაჯერებულობა იზრდება. უკვე შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც ხართ და გააკეთოთ ის, რაც მნიშვნელოვანია ისე, რომ არ დაკარგოთ ადამიანი. უკვე მოვიდა დრო, დატკბეთ მიღებული შედეგით.


გაეცით ამ კითხვებს გულწრფელი პასუხი:

  • ფიქრობთ თუ არა თქვენს მომავალზე?
  • გაერთიანებთ თუ არა საერთო ოცნებები და ინტერესები?
  • თქვენი პარტნიორი თქვენს ცხოვრებას უფრო მნიშვნელოვანს ხდის თუ პირიქით?
  • შეიძლება თუ არა ითვლებოდეთ ერთ გუნდად?
გახსოვდეთ, რომ სიყვარულსა და ურთიერთობის შენარჩუნებას სჭირდება რესურსი, მონდომება და აუცილებლად უნდა იყოს ორმხრივი.


რა უნდა გახსოვდეთ მაშინ, როდესაც გიყვართ:

საუბარი და ურთიერთობა, ესაა ყველა პრობლემის გადაჭრის საუკეთესო ხერხი. დაფიქრდით, როგორ მოუყვებით თქვენი პრობლემების შესახებ მას. შეგიძლიათ თუ არა იმ ფაქტორების ისე ახსნა, რაც მასში გაღიზიანებთ? შეგიძლიათ თუ არა მოუყვეთ თქვენს შიშებზე?
მზად იყავით პატარ-პატარა სირთულეების გადასალახად, რომლებიც თავს იჩენს ურთიერთობისას. ისწვლეთ ერთად მოქმედება. ეცადეთ, ერთად იმხიარულოთ.

თათა შენგელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93