ფსიქო

როგორ იქცევიან ჭეშმარიტად შეყვარებული მამაკაცები

როგორ იქცევიან ჭეშმარიტად შეყვარებული მამაკაცები
ნამდვილ მამაკაცს, რომელიც შეყვარებულია, არ ეშინია აჩვენოს ქალს თავისი გრძნობები, გაუღოს გულის კარი. ის მიიღებს თავის რჩეულს ისეთს, როგორიცაა, ყველანაირი უარყოფითი თვისებით.

  1. მას არ ანაღვლებს სტერეოტიპები. ბევრი ქალი თვლის, რომ კაცები უგულოები არიან, მათთვის სულ ერთია ყველაფერი, მიდრეკილნი არიან დამალონ თვიანთი გრძნობები. სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა.
  2. ემოცია უჩნდებათ კაცებსაც და ქალებსაც. მამაკაცებსაც ისევე უყვართ, როგორც ქალებს. ისინიც ტირიან, სხვათა შორის. შეყვარებული მამაკაცი გამოხატავს საკუთარ გრძნობას და მიჯაჭვულობას, თუ მას განიცდის. თუ მამაკაცი დარწმუნებულია გრძნობებში, ის ამას
    არც მალავს. ყველანაირად ცდილობს დაანახოს ქალს, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის.
  3. შეყვარებული კაცი არ ხარჯავს დროს თამაშსა და მანიპულაციებში. არ გარბის მთაში, როდესაც ხვდება ქალს, რომელთანაც მზადაა ჰქონდეს ურთიერთობა. არ მალავს თავის რჩეულს მეგობრებისაგან.
  4. ნამდვილ მამაკაცს არ ეშინია აჩვენოს ქალს, თუ რამდენად სათუთია და ადვილია მისი გულის ტკენა.
  5. თუ მამაკაცი განიცდის ძლიერ სიყვარულს, მისი სურვილია დაიცვას და გააბედნიეროს ქალი. არაფერი ისე არ ადარდებს შეყვარებულ კაცს, როგორც თავისი რჩეულის კარგად ყოფნა. ამიტომ ის მუდამ მზადაა აღუდგეს მთელ სამყაროს, თუ მის საყვარელ ადამიანს საფრთხე ემუქრება.
  6. შეყვარებული კაცისთვის მხოლოდ მისი პარტნიორია ყველაზე მნიშვნელოვანი. ის პატივს სცემს მის ყველა გადაწყვეტილებას და ცდილობს, ნებისმიერი რეალური ოცნება აუხდინოს, გაანებივროს საჩუქრებით, გაახაროს სიურპრიზებით.

თათა შენგელია
წყარო: thepowerofsilence

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30