ნუ გამომყვები, რადგან მე არ ვაპირებ ვინმე გავიყოლო. არც ჩემ წინ იარო, რადგან მე არ ვაპირებ ვინმეს გავყვე უკან. არც ჩემ გვერდით იარო, უბრალოდ დამანებე თავი.
ათასი კილომეტრის იქით მოგზაურობა იწყება გაფუჭებული ძრავით ან გამსკდარი საბურავით.
ყველაზე ბნელი ღამე - განთიადის დადგომამდეა. თუ აპირებთ მეზობლის საფოსტო ყუთიდან გაზეთის მოპარვას, ეს საუკეთესო დროა.
რატომ უნდა ეცადოთ, გახდეთ შეუცვლელი? სანამ თქვენ შეცვლას ვერ შეძლებენ, ვერ ჩამოგახრჩობენ.
მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ უნიკალური, როგორც სხვა დანარჩენი და ყველაფერი ამ სამყაროში.
არასდროს გაზომოთ მდინარის სიღრმე ორი ფეხით.
თუ გგონიათ, რომ თქვენ არავის ახსოვხართ და არავის აინტერესებთ, არ გადაიხადოთ რამდენიმე თვე ბანკის კრედიტი და საპირისპიროში დარწმუნდებით.
სანამ სხვის განსჯას დაიწყებთ, გაიარეთ მისი ფეხსაცმელებით საკმაო მანძილი. ასეთ შემთხვევაში, როცა მის განსჯას დაიწყებთ, მისგან უსაფრთხო მანძილზე იქნებით და თან მისი ფეხსაცმელებიც შეგრჩებათ.
თუ პირველივე ცდაზე არ გამოგივიდათ პარაშუტიდან გადმოხტომა, ეტყობა თქვენი არ არის ეს სპორტი და შეეშვით.
მიეცი ადამიანს თევზი და ის დანაყრებული იქნება მთელი დღე. ასწავლე ადამიანს თევზაობა და ის მთელი დღე იჯდება ნავში, ლუდით ხელში.
თუ ვინმეს ასესხეთ ფული, ოცი დოლარის ოდენობით, დიდი შანსია, ის ადამიანი არასდროს შეგხვდეთ და გაუჩინარდეს თქვენი ცხოვრებიდან. არ იდარდოთ, ესე იგი ის ამად ღირდა.
თუ თქვენ მუდამ სიმართლეს ამბობთ, შეგიძლიათ არაფერი დაიმახსოვროთ.
არსებობს დღეები, როდესაც ხარ მანქანის წინა შუშა; არსებობს დღეები, როდესაც ხარ ბუზი.
ყველა ნორმალურად გამოიყურება, სანამ მას ახლოდან არ გაიცნობ.
ყველაზე კარგი საშუალება, დაინახო შენი დაზოგილი ფული, ესაა - გადაკეცო და ჩაიდო შარვლის უკანა ჯიბეში.
როდესაც პირი დახურულია - არ იღლება ფეხი.
სკოჩი – ესაა ჩვენი ძალა. მას აქვს ბნელი და ნათელი მხარე, მაგრამ რაღაც ძალის გამოყენებით ის ინარჩუნებს წონასწორობას.
არსებობს ორი წესი, აჯობო ქალს კამათში, მაგრამ აქედან ერთი არ მუშაობს.
ისე გულწრფელად, ბევრად მეტის სწავლა მაშინ შეგიძლიათ, თუ თქვენი პირი დახურულია.
გამოცდილება – ეს არის ის, რასაც ვერასდროს მიიღებთ, თუ არ დაგჭირდათ.
არასდროს გაუშვათ გაჩუმების შანსი.
არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დალიოთ ღამე, ძილის და კუჭის მოქმედების წამალი ერთდროულად.