ურთიერთობაში უთანხმოებები,
დროთა განმავლობაში დაგროვების შედეგად, გზების გაყრის წინაპირობას ქმნის. როდესაც შენი ცხოვრების სიყვარული ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიდის, ეს ნიშნავს, რომ ნელ-ნელა დაილექა ის ნეგატივი, რომელიც გამოგრჩა მხედველობიდან და ვერ შენიშნე. ტრაგიკული ფინალისკენ კი ყველაზე ბანალურ მიზეზებს მივყავართ ხშირ შემთხვევაში.
- გამაღიზიანებელი ცნობისმოყვარეობა - ყველაზე ცუდი ჩვევა, რომელსაც ავლენენ ქალები ურთიერთობების დროს. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა დაინტერესდეთ თქვენი პარტნიორით, იცოდეთ მისი სურვილები, მიზნები და პრობლემები, მაგრამ აბსურდულობამდე მიყვანა და ზედმეტად დეტალებში ჩაძიება ნამდვილად არ მოგიტანთ კარგს არაფერს.
- არ დაკარგოთ საკუთარი ინდივიდუალიზმი თქვენი პარტნიორის ინტერესების გამო. თუმცა ეს არ ვრცელდება იმაზე, რომ თუ ახალი ჰობი აღმოაჩინეთ მისი მეშვეობით. ეს უფრო განამტკიცებს თქვენს ურთიერთობას და მეტი მიზეზი გექნებათ დროის ერთად გასატარებლად, მაგრამ თუკი ყველა შენს ინტერესზე უარი თქვი, ასე არა მარტო საკუთარ თავს, არამედ შენს საყვარელ მამაკაცსაც დაკარგავ. კაცის თვალში ინდივიდუალიზმის არმქონე ქალზე ცუდი სანახავი არაფერია.
- საკუთარი თავის შეზღუდვა მეორე ნახევრის ბედნიერებისთვის - ასეთი მიდგომა კარგს არაფერს მოგიტანთ. მამაკაცი უბრალოდ ვერც კი გააცნობიერებს, რომ რაღაცებზე უარს მისი ინტერესების გამო ამბობთ და თქვენ კი ამ დროს ზიზღს დააგროვებთ იმ ფაქტის მიმართ, რომ ვერ ხედავს, რამხელა მსხვერპლის გაღება გიწევთ მისი გულისთვის.
წყარო:smi2