სულიერი სიახლოვის შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანს თუ ჰქონია შესაძლებლობა, საკუთარ თავზე გამოეცადა.
მონათესავე სული, „შენი ადამიანი“ გიქმნის ყველა პირობას, რომ თავი სრულყოფილ ადამიანად იგრძნო. მასთან ურთიერთობისას თავს ერთი მთლიანი პაზლის სურათად გრძნობ. შენი თანამგზავრი, საიმედო პარტნიორი, მუდმივი დამხმარე და კედელია. მასთან ურთიერთობა სულიერად გამდიდრებს.
„შენი ადამიანი“ განსხვავდება ცხოვრების თანამგზავრისგან. ზოგიერთი ახერხებს და პოულობს ისეთ ადამიანს, ვისთანაც რჩება ცხოვრების ბოლომდე, თუმცა ის არ არის მისი ადამიანი, ვერ ამყარებს მასთან სულიერ სიახლოვეს. ასეთი ურთიერთობაც გარკვეულწილად შეიძლება იყოს ბედნიერი, თუ არსებობს წყვილს შორის ნდობა, პატივისცემა და მეგობრობა.
მეორე ნახევართან შეხვედრა, როგორც წესი, მოხდება მოულოდნელად. თავიდან ასეთი გრძნობა თქვენში შფოთვას გამოიწვევს, რადგან ეს სრულიად ახალი სახეობაა ისეთი ურთიერთობის, როგორიც აქამდე არ გქონიათ გამოცდილი. ესაა მაგიური ენერგია, ინტუიცია, რომელიც არ იწვევს უმცირეს ეჭვსაც კი, რომ თქვენ ერთმანეთი იპოვეთ. ამიტომ ყველა კითხვა და ეჭვი უბრალოდ ქრება.
ყველაფერი უჩვეულოდ ჰარმონიულად ხდება, არსად არაა ძველი გამოცდილებისგან გამოწვეული ცუდის მოლოდინი, ტანჯვა. თქვენ თავს ხდება რაღაც ახალი. აქამდე შეუცნობელი და გამოუცდელი.
ასეთი რამ ხდება ძალიან იშვიათად და ის იმდენად რელურია, რომ აღქმაც გიჭირთ. მისი ემოციური ვიბრაციები ნებისმიერ მანძილზე გასაგებია თქვენთვის, რას გრძნობს, როგორ ხასიათზეა. ის გაძლევთ სრულ თავისუფლებას, იმოქმედოთ როგორც გაგიხარდებათ, მაგრამ ამავე დროს, შორიდან გადევნებთ თვალს. ისეთი განცდა გაქვთ, თითქოს მთელი ცხოვრებაა იცნობდით და მაშინ, როცა მიეჩვევით იმ ყველაფერს, რაც თქვენს თავს ხდება, შეიგრძნობთ ბედნიერებას და სულიერად აივსებით.
თქვენი პარტნიორი თქვენი მფარველი გახდება.
ხდება ისეც, რომ მეორე ნახევარი გახსენებთ წინა ცხოვრების გამოცდილებას, მაგალითად, რომ წერდით წიგნებს, მღეროდით. იწყებთ შემოქმედებით მუშაობას, იწყებთ ცეკვას, მოგზაურობას. ის გაძლევთ რწმენას საკუთარი თავისას, რადგან მას სჯერა თქვენი.
რა თქმა უნდა, მას შეუძლია გაგახსენოთ წარსული, ხელი შეგიწყოთ კარგად ყოფნაში, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ ბედნიერებას თავად ქმნით.
თათა შენგელია