თუ არ ხართ მზად, იყოთ თქვენი პარტნიორის გვერდით ჭირსა და ლხინში, ეს არ არის სიყვარული.
- როდესაც გიყვართ, არ შეიძლება დანებდეთ და უბრალოდ დატოვოთ ყველაფერი პირველივე კამათის შემდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ არ გინდათ პირისპირ აღმოჩნდეთ პრობლემის წინაშე.
- თქვენ არ შეგიძლიათ უბრალოდ ადგეთ და მიატოვოთ პარტნიორი მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად ზარმაცი ხართ ან ზედმეტად ამაყი, რომ კომპრომისზე წახვიდეთ.
- თქვენ არ უნდა იყოთ ის, ვინც მარტივ გზას ირჩევს მხოლოდ იმიტომ, რომ ზედმეტად ინფანტილური ხართ, რათა იბრძოლოთ ურთიერთობისთვის.
- როცა რეალურად გიყვართ, თქვენ იქცევით ისე, როგორც ზრდასრული ადამიანი. ჯდებით «საქმის გასარჩევად», რომ გაარკვიოთ პრობლემა, რომელიც ზიანს აყენებს თქვენს ურთიერთობას, და ამ დროს გულწრფელად გამოხატავთ თქვენს განცდებს, აზრს, აძლევთ პარტნიორს საშუალებას, გააკეთოს იგივე. ამის შემდეგ თქვენ ორივენი ერთად მუშაობთ, რათა იპოვოთ საშუალება, გადალახოთ არსებული წინააღმდეგობა და აღმოფხვრათ პრობლემა.
- როდესაც გიყვართ, არ ტოვებთ თქვენს პარტნიორს, არამედ იბრძვით მისთვის. იბრძვით თქვენი ურთიერთობისთვის. თქვენ არ წახვალთ, სანამ ყველაფერს არ გააკეთებთ, რაც თქვენს ძალებს არ აღემატება, ურთიერთობა რომ გადაარჩინოთ.
- არ თქვათ, რომ გიყვართ მეორე ადამიანი, თუ არ ხართ მზად კომპრომისზე წასასვლელად.
- არ გაქვთ უფლება, ილაპარკოთ სიყვარულზე, თუ მცირედი უსიამოვნების დროსაც იწყებთ ფიქრს, რომ თქვენი ურთიერთობა დასრულებულია.
- არ უთხრათ, რომ გიყვართ, თუ მის გვერდით არ ხართ მაშინ, როდესაც მას სჭირდება თანადგომა. მაგალითად, როდესაც ავადაა, თქვენ კიდევ ვერ ნახულობთ დროს, რომ დაეხმაროთ და თანაუგრძნოთ. არ უნდა დატოვოთ მარტოობაში ის ადამიანი, რომელიც გიყვართ, თუ ფიქრობთ, რომ თქვენ მისი მეორე ნახევარი ხართ.
- როდესაც გიყვართ, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ადვილი არაა ურთიერთობა. სიყვარულის გზა სავსეა სირთულეებით.
- ჰარმონიისთვის საჭიროა ორი ადამიანი, რომლებსაც უყვართ, იბრძვიან და მზად არიან, ერთმანეთს დაუდგნენ გვერდში. ისინი პატივს სცემენ ერთმანეთს. არავის აძლევენ საშუალებას, ჩადგეს მათ შორის, რადგან მათი სიყვარული ყველა უსიამოვნებაზე ძლიერია. მათ ვერ წარმოუდგენიათ ცალ-ცალკე ყოფნა.
თათა შენგელია
წყარო: thepowerofsilence.co