დაგვიჯერე და კარგად იქნები!
«არავის შეუძლია ჩვენი გადარჩენა, ჩვენი თავის გარდა. არც შეუძლია და არც უნდა გააკეთოს ეს. მაშინ რატომღა ვეძებთ გზას სადღაც სხვაგან და არა ჩვენში?» - ბუდა.
ხანდახან გვეჩვენება, რომ ცხოვრება უსამართლოა და ნებისმიერი მცდელობა, შევცვალოთ რაიმე, უშედეგოდ მთავრდება. ამიტომ გთავაზობთ შემდეგს: - ჩაისუნთქეთ ღრმად და ჩაიხედეთ თქვენს თავებში. თუ ყურადღებით იქნებით, თქვენ იპოვით ახალ გზას, შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. მთავარია, ეს გულწრფელად გინდოდეთ.
დუკხა: უკმაყოფილება, იმედგაცრუება, ტანჯვა
რადგან ბუდიზმის პრინციპი დგას პრინციპზე, რომ «ცხოვრება ტანჯვაა», ადამიანების უმრავლესობა ამ ყველაფერს იღებს ნეგატიურ და ხშირ შემთხვევაში, პესიმისტურ ტალღაზე, მაგრამ თუ მიჰყვებით თავიდანვე ჩაფიქრებულ კონტექსტს, მაშინ ყველაფერი გასაგები და ბევრად ნათელი იქნება:
«ცხოვრება არ არის ყოველთვის მშვიდი და სასიამოვნო, და ეს ნორმალურია».ბუდისტებს სჯერათ, რომ მიზეზი მათი ცხოვრებისეული ტანჯვისა, ესაა საკუთარ თავში არჩაღრმავების სურვილი. ისინი არ უყურებენ საკუთარ ცხოვრებას ემოციურ ჭრილში.
როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენ სასარგებლოდ ეს ბუდისტური სიბრძნე ყოველდღიურობაში?
არ იფიქროთ, რომ ცხოვრების შესაგრძნობად თქვენ გჭირდებათ სავსებადობის და დაკმაყოფილების განცდა. ავადმყოფობა, ტანჯვა, სიკვდილი - ეს ყველაფერი ცხოვრების ნაწილია. ადამიანებმა აუცილებლად უნდა შეიგნონ, რომ იცხოვრონ პრინციპით -
დღეს და ახლა!ნუ მისდევთ ცხოვრებისეულ იდეალებს, რადგან სირთულეების გადალახვა არის უდიდესი ცხოვრებისეული გამოცდილება.
თუ მიიღებთ ცხოვრებას ისეთს, როგორიც არის, ნაკლებად გექნებათ უსამართლობის განცდა და მეტი მზაობა სტრესის და პრობლემების მიმართ.
«ტკივილი გარდაუვალია, მაგრამ ტანჯვა სულაც არაა აუცილებელი» – ბუდა.
ანიტია: ცხოვრება, როგორც მუდმივი მოძრაობა
ანიტია (ნუ არამუდმივობა) ნიშნავს, რომ სიცოცხლე იმყოფება მუდმივ მოძრაობაში. ბუდიზმში ამბობენ, რომ ადამიანს არ სჭირდება გადაიტანოს ერთი დღე ორჯერ, რამეთუ ეს ყველაფერი ილუზიაა.
მაგრამ როგორ ვიყოთ ბედნიერებასთან, თუ ბედნიერება მალე დასრულდება? მაშინ ის რეალურად ღირს იმად, რომ მაქსიმალურად ვორიენტირდეთ მასზე. მივიღოთ ცხოვრების არასტაბილურობა და მისი დადებითი მხარეები. მხოლოდ ასეთ დროს გახდებით თავისუფლები. ყველაფერი, რაც თქვენ გაქვთ, უკვე არსებობს აქ და ახლა.
დატკბით და იზეიმეთ ცვლილებები. არ მისცეთ საშუალება, შეგაშინოთ მან. არ ჩაიციკლოთ იმ აზრზე, რომ ის, რაც ახლა გაქვთ, ერთხელაც გაქრება.
გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ცუდი მალე წავა და ადგილს დაუთმობს რაღაც დიდსა და საოცარს. უბრალოდ საჭიროა, ისწავლოთ ამის შეგრძნება.
თქვენი პიროვნება და არსი, ეს არის საუკეთესო საჩუქარი, რომელიც სამყარომ გიბოძათ. დატკბით ამ მოცემულობით და ისწავლეთ, მუდამ იყოთ ის, ვინც ხართ.
ანატმა: თქვენ იცვლებით ყოველდღიურად
ჩვენ მივეჩვიეთ იმას, რომ ჩვენი «მე» არსებობს და გააგრძელებს არსებობას. უბრალოდ ჩვენ არ ვიცით, კერძოდ სად. ამიტომ ვცდილობთ დაუსრულებლად ამის გარკვევას.
ორიენტირდით თქვენს ენერგიაზე, მუდმივად განახლებად მე-ზე. არ იფიქროთ, როგორ აღმოაჩინოთ «ნამდვილი» მე. ის მუდმივად იცვლება და ახლდება.
არ არსებობს არანაირი მუდმივი «მე», ის არსებობს მხოლოდ აწმყოში, მერე ყველაზე მოულოდნელ მომენტში იცვლება. მასთან ერთად იცვლება ჩვენი ემოციური მდგომარეობაც.
დატკბით თქვენი ცხოვრებით და გახსოვდეთ, ხვალ ყველაფერი იქნება სხვანაირად. ყოველ წამს თქვენ ხდებით სხვანაირი. არ დაკარგოთ მთლიანობის განცდა.
დალილას ბლოგი
წყარო: exploringyourmind.com