ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როცა ყველაზე ძალიან გვჭირდება. ხოლო რატომ ხდება ეს თქვენს თავს, ამის ახსნაც არსებობს...
1. ეს თქვენ დაიმსახურეთ
შეიძლება გადაწყვიტეთ, რომ გამხდარიყავით უკეთესი. სულიერად ძლიერი, რადიკალურად შეცვალეთ სამყაროს აღქმა. შეიძლება იმიტომ, რომ უფრო ძლიერად აღიქვამთ ცხოვრების აზრს და თქვენს ადგილს ამ სამყაროში.
შეიძლება თქვენ შეძელით და ვიღაცის ცხოვრებაში კეთილი კვალი დატოვეთ, შეცვალეთ მისი ცხოვრება სასიკეთოდ. თქვენ ამას ყურადღება არ მიაქციეთ და არც იცოდით ამის შესახებ. უანგარო, კეთილი საქმეები სამყაროს არ რჩება შეუმჩნეველი.
სწორი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში შეიძლება იყოს ის, ვინც დაიმსახურეთ!
2. გაუცნობიერებლად, დასახმარებლად დაუძახეთ სამყაროს
როდესაც რთული პერიოდი დადგება თქვენს ცხოვრებაში, არაცნობიერი ითხოვს დახმარებას. ის უშვებს იმპულსებს დახმარების შესახებ. ასეთი ნეგატიური იმპულსები კი საკმაოდ ძლიერია, განსაკუთრებით, დეპრესია, სევდა, ტანჯვა და უიმედობა, შფოთვა. როდესაც გტკივათ გული და იტანჯებით, გჯეროდეთ, რომ სამყარო თქვენს ტანჯვას უპასუხოდ არ დატოვებს და მალე თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება ის ძალა, რომელიც დაგეხმარებათ.
3. თქვენ გაქვთ კარგი (ან ცუდი) კარმა
არავინაა იდეალური ამქვეყნად და არც თქვენ ხართ გამონაკლისი. ცხოვრება ტომარაა, რომელშიც ბევრი სიურპრიზია, როგორც კარგი, ისევე ცუდი.
თქვენს ცხოვრებაში შესაძლებელია გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან დაგეხმარონ, გვერდში დაგიდგნენ კარგი, კეთილი საქმეების გამო, დაგანახონ გზა. სამყარო არასდროს რჩება ვალში.
4. თქვენ საჭიროებთ გაზრდას
ერთი და იგივე ადგილს ტკეპნით? რა მოხდა ასეთი? არ დანებდეთ! ასეც ხდება. დახმარება გზაშია. როდესაც სამყარო გრძნობს, რომ მის რომელიმე შვილს დახმარება სჭირდება და ვერ ახერხებს თავისი პოტენციალის რეალიზებას, ის აუცილებლად მოიფიქრებს გზას, რათა მიგიყვანოთ იქამდე, ვინც დაგეხმარებათ.
ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი, თქვენი პოტენციური პარტნიორი, ახალი მეგობარი, მასწავლებელი თუ ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც დაგიბრუნებთ საკუთარი თავის რწმენას. ისინი აუცილებლად ხელს შეგიწყობენ, იპოვოთ სწორი გზა სულიერი და მენტალური ზრდისთვის.
5. თქვენ გჭირდებათ დახმარება და საზღვრების გარკვევა
ხდება ისეც, რომ ის ადამიანები, რომლებსაც სამყარო გიგზავნით დასახმარებლად, თავდაყირა აყენებენ თქვენს ცხოვრებას. ისინი ხელს გიწყობენ იმაში, რომ გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და დაისახოთ ახალი მიზნები, გააფართოოთ თქვენი საზღვრები. საზღვრები, რომლებიც განსაზღვრავს, თუ რასთან მოგიწევთ შებრძოლება, ვინ შეიძლება გახდეთ.
6. თქვენ გჭირდებათ დრო, რათა გამთლიანდეთ
ყველას გვქონია ცხოვრებაში მომენტი, რომელსაც სრულიად გამოუცლია ჩვენთვის ძალა, ენერგია და ხანდახან ცხოვრების სურვილი; როდესაც ჩვენი ცხოვრება სავსე იყო ტკივილითა და იმედგაცრუებით. ეს მომენტი ყველას ცხოვრებაში დგება. გახსოვდეთ, სამყარო მუდამ დაგიდგებათ გვერდში. ელოდეთ ისეთ ადამიანებს, ვინც გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან, დაეხმარება თქვენს სულს გამთლიანებაში.
ისინი, ვინც თქვენს ცხოვრებაში შემოდიან, სამყაროს გამოგზავნილია. მათ ცვლილებები მოაქვთ. ისინი ცვლიან თქვენს ცხოვრებისეულ ენერგიას. მაგრამ იმისთვის, რომ მიიღოთ ეს საჩუქარი, თქვენ უნდა იყოთ მზად.
გჯეროდეთ და ელოდეთ მთელი გულითა და სულით და როგორც კი ამას დაიჯერებთ, შეცვლით ცხოვრებაზე წარმოდგენას, ყველაფერი დალაგდება. თქვენს ცხოვრებაში გაჩნდება სწორი ენერგია, რომელიც მოიზიდავს სწორ ადამიანებს.
თათა შენგელია
წყარო:apost.com