ფსიქო

იგავი: რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეს ბოროტებით?

იგავი: რატომ პასუხობენ ადამიანები სიკეთეს ბოროტებით?
ერთხელ ბრძენთან მშვენიერი გოგონა მივიდა, რომელიც ცხარე ცრემლებით ტიროდა. როდესაც ბრძენმა ჰკითხა, თუ რა ატირებდა მას, გოგონა მოუყვა თავის ამბავს... ვის არ მოგვსვლია მსგავსი რამ? შენ უკეთებ ადამიანებს სიკეთეს, ეხმარები,  თანაუგრძნობ, გვერდში უდგახარ, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს თითქოს არც კი ამჩნევენ. საქმე საქმეზე რომ მიდგება, კიდევ გაკვირვებულები კითხულობენ: "და რა საჭირო იყო?"  რატომ ხდება ასე? გიფიქრიათ კი ოდესმე, რატომ დაიმსახურეთ ასეთი უმადურობა?

მაშ, ასე! ერთხელ ბრძენთან მივიდა ულამაზესი გოგონა, რომელიც ცხარე ცრემლით ტიროდა და როდესაც ბრძენმა
ჰკითხა, თუ რა ატირებდა, მან მიუგო:

"დიდო და ბრძენო ადამიანო, მე უბრალოდ არ ვიცი, ახლა როგორ ვიცხოვრო! – აკანკალებული ხმით დაიწყო თავისი ამბის მოყოლა. – მთელი ცხოვრება ვცდილობდი სხვას ისე მოვქცეოდი, როგორც მე მინდოდა, რომ სხვები მომქცეოდნენ. მე ვიყავი გულწრფელი და პატიოსანი... ჩემი გული მუდამ ღია იყო სხვებისთვის, არც კი დავფიქრდებოდი ხოლმე, ისე ვეხმარებოდი სხვებს და სანაცვლოდ არაფერს ვითხოვდი. მე ჭეშმარიტად გულწრფელი ვიყავი ჩემს საქმეში და მათ მიმართ. ხანდახან მსხვერპლის გაღებაც მჭირდებოდა, რომ ისინი კარგად ყოფილიყვნენ. საკუთარი პირადი გადამიდია და მათ დავხმარებივარ. სანაცვლოდ მივიღე დაცინვა და კიდევ აქეთ იყვნენ უკმაყოფილოები. ძალიან მეტკინა და მეწყინა ეს. ვერ ვხვდები, რატომ? რა დავუშავე? მე ხომ მათთვის მხოლოდ სიკეთე გამიკეთებია, ახლა კიდევ დავიღალე. …ახლა მე ძალიან დავიღალე და არ ვიცი, როგორ მოვიქცე...“

ბრძენმა ყურადღებით მოუსმინა, შემდეგ კი უპასუხა:
„რა გითხრა, აბა. ახლა გაიხადე ტანისამოსი, რომელიც გაცვია და ქუჩაში შიშველი გადი!“ – უთხრა მან.
„რას ამბობთ, ეს შეუძლებელია! - მე ჯერ არ დავცემულვარ ისე, რომ ეს გავაკეთო. გამვლელები ქვით ჩამქოლავენ და დამცინებენ! მე ვერ გადავიტან ასეთ გამოცდას“ – უპასუხა გოგონამ.

ბრძენი მოულოდნელად წამოდგა, მაგიდაზე სარკე დადო, შემდეგ კი კარებთან მივიდა და ფართოდ გააღო:
„გასაოცარია, შენ გრცხვენია, შიშველი გახვიდე გარეთ და ამავე დროს, სრულიად მშვიდად შეგიძლია გაიშიშვლო სული ყველა ნებისმიერი ადამიანის წინაშე, ვინც შეგხვდება. შეხედე ღია კარს, აი, ასე უღებ ყველას შენს გულს და მასში უშვებ ნებისმიერს. ადამიანის სული კი სარკეა, სადაც ჩვენ ვხედავთ ჩვენს ანარეკლს. საქმე იმაშია, რომ ადამიანების სულები არიან ცოდვილნი და ბოროტები და ისინი ხედავენ საკუთარ ანარეკლს შენს სუფთა და კეთილ სულში. და როგორ გგონია, ასეთ დროს თავს ისინი როგორ გრძნობენ? მათ უმრავლესობას არა აქვს არც ძალა, არც სიმამაცე, რომ გამოტყდეს ამაში. – რომ შენ ბევრად კარგი და სუფთა ხარ მასზე. ამიტომ, იმის მაგივრად, რომ სიმართლე თქვან, ეს კი მათთვის იგივეა, რაც აღიარონ, რომ თავად არიან შესაცვლელები და აქვთ გამოსასწორებელი ბევრი რამ. ნამდვილად არ არის ადვილი, ვინმემ ეს აღიაროს…“

„მე რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო? როგორ შევცვალო რამე, თუ ეს ჩემზე არაა დამოკიდებული?“ – დაინტერესდა გოგო.
„გამომყევი და გაჩვენებ! – უპასუხა ბრძენმა. – ნახე, ჩემი ულამაზესი ბაღი. ნახე, ულამაზესი ყვავილები, რომლებსაც აქვთ საოცარი სურნელი. მე მათზე ვზრუნავ და ვუვლი უკვე მრავალი წელია და გულწრფელად რომ გითხრა, არასდროს მინახავს, როგორ იშლება ყვავილი. რასაც მე ვხედავ, ესაა უკვე ლამაზად გაშლილი და მათი საოცარი სურნელი.

ისწავლე ბუნებისგან იგივე, გული და სული სხვას გადაუშალე ძალიან ფრთხილად და მხოლოდ მას, ვინც ამას იმსახურებს. და ისიც ისე, რომ ვერავინ მიხვდეს. გაუღე გული კეთილ და კარგ ხალხს. მოერიდე მათ, ვისაც შეუძლია თავისი ბინძური ფეხით და ფიქრებით გადაგთელოს. პეპელა ირგვლივ ხედავს მხოლოდ ყვავილებს, ხოლო ნეხვის ჭია - ნეხვს. ასე რომ, ნუ გექნება ილუზია, ცუდი ადამიანი შენში კარგს დაინახავს. ერთადერთი, რასაც შენი სულის სარკეში ხედავენ, ესაა საკუთარი სულის ანარეკლი.“

თათა შენგელია
წყარო: consciousreminder.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
იგივეს გვეუბნება იესო
ანუ ღორებს მარგალიტებს ნუ დაუყრიო......
09:13 / 19-06-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93