როდესაც კვდება საყვარელი ადამიანი, სიყვარული, რომელიც გვაკავშირებდა მასთან, არ ქრება მასთან ერთად და მიუხედავად ღრმა მწუხარებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის უწინდებურად გიყვარდეთ.
ახლობელი ადამიანის გარდაცვალებას ყველა თავისებურად განიცდის, თუმცა, ბოლო დროს, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ რამდენიმე დღეში უკვე მზად უნდა იყოს, დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, «ნორმალურ» ცხოვრებას და გააკეთოს ყველაფერი, რათა დაივიწყოს ტრაგიკული შემთხვევა.
ხანდახან გამოდის ამ ყველაფერთან შეჩვევა და ძალიან მალე უბრუნდებიან ადამიანები ძველ წესრიგს, რუტინას, მაგრამ ეს მხოლოდ სხვებისთვის ჩანს ასე. რეალურად, იმ ადამიანისთვის ყველფერი ძალიან რთულადაა. მას ძალიან უჭირს, საბოლოოდ დაემშვიდობოს და შეეგუოს დანაკარგს...
და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ის, ვინც აღარაა მათ გვერდით, კვლავ უყვარდეთ ისე, როგორც ეს ადრე იყო.
გახსოვდეთ ის ადამიანები, ვინც აღარ არიან ცოცხალნი და არ არიან თქვენ გვერდით.
არ უნდა დივიწყოთ ის, ვინც რჩება ჩვენს გულში, მისი კვალი მაინც რჩება ცხოვრებაში, ისევე, როგორც მის მიმართ სიყვარული.
გახსოვდეთ და პატივი ეცით წასულებს!
მნიშვნელოვანია მათი სიყვარული
საკუთარ ტკივილზე ჩაციკვლაც ისეთივე მავნებელია, როგორც მისი იგნორირება. ისინი, ვინც უკვე აღარაა, ისინი, ვინც ძალიან გვიყვარდა და წავიდნენ, სანამ გვიყვარს და გვახსოვს, გახსოვდეთ, რომ ჩვენთან არიან.
მათზე მოგონებები იწვევს სევდას, ტკივილს მაგრამ, დაე...
როგორ გამოვხატოთ სიყვარული მათ მიმართ, ვინც უკვე აღარაა
ერთ-ერთი ულამაზესი ტრადიცია, რაც კი სამყაროში არსებობს, ესაა მიცვალებულების დღე მექსიკაში. ეს რაღაც საშუალოა, რიტუალსა და კარნავალს შორის. ყოველი წლის პირველ ნოემბერს ადგილობრივები იხსენებენ თავიანთ მკვდრებს, იღებენ მათ ფოტოებს და ისე იქცევიან, თითქოს ისინი ცოცხლები არიან, დროებით დაბრუნდნენ მათთან.
მექსიკელები სწერენ მათ წერილებს, აკეთებენ მათ საყვარელ სადილებს. ელაპარაკებიან. ამით მიცვალებულების სულს აჩვენებენ, რომ კვლავ უყვართ და ახსოვთ. ყველას უნდა ჰქონდეს მსგავსი რიტუალი, რომელიც დაეხმარება მათ, გამოხატონ თავიანთი სიყვარული გარდაცვლილის მიმართ. უნდა გვახსოვდეს და გვიყვარდეს ისინი, რადგან სიყვარულს სიკვდილიც ვერაფერს დააკლებს.
თათა შენგელია
წყარო:exploringyourmind.com