ფსიქო

რატომ ხვდებათ წესიერ და კარგ გოგოებს ცუდი ბიჭები?

რატომ ხვდებათ წესიერ და კარგ გოგოებს ცუდი ბიჭები?
იყო და არა იყო რა, იყო ერთი კარგი გოგონა, სახელად ოქრო. ასე მას დეიდა ეძახდა. როდესაც დეიდა გარდაიცვალა, ოქრო 12 წლისა იყო და რატომღაც ეჩვენებოდა, რომ ის ამ ტკივილს ძალიან არ განიცდიდა. როდესაც საყვარელი დეიდა დამარხეს, ოქრო მიხვდა, რომ სრულიად მარტო დარჩა დედამიწის ზურგზე. არავინ ეტყოდა თბილ სიტყვას, არვინ წავიდოდა მშობელთა კრებაზე. მშობლებს მისთვის არასდროს ეცალათ, ისინი მუშაობდნენ.
როგორ ზრდიდა მას დედა? ვიტყვი, რომ დედას მთელი გულითა და სულით სურდა, მის შვილს ჰყოლოდა გვერდით კარგი ქმარი,
სანიმუშო ოჯახი, გათხოვილიყო დროულად, გაეჩინა შვილები. მის მშობლებს მისთვის მხოლოდ კარგი უნდოდათ.
მშობლებს უყვარდათ თავიანთი გოგონა და მისთვის აკეთბდნენ ყველაფერს, რაც შეეძლოთ. ასმევდნენ, აჭმევდნენ, აცმევდნენ, მამა რამდენიმე სამსახურში მუშაობდა. არაფერს აკლებდნენ მას, მაგრამ ძილის წინ ზღაპრის წაკითხვა სხვა საქმეა, ისინი ამის გაკეთებას სულ არ თვლიდნენ საჭიროდ.

ოქრო ცდილობდა, მშობლების მოლოდინი გაემართლებინა, რადგან მას ყოველდღე ახსენებდნენ მისი მშობლები, რომ მხოლოდ მის გამო აკეთებდნენ ყველაფერს, მშობლები ტყავიდან ძვრებიან, რომ მას ჰქონდეს შეძლებისდაგვარად ყველაფერი.
და ის ცდილობდა, კარგი ნიშნებიც მოჰქონდა და სახლსაც ალაგებდა, მაგრამ მშობლები ამ ყველაფერს სულ არ ამჩნევდნენ, არც აქებდნენ, არც მადლობას ეუბნებოდნენ. საერთოდ არ თვლიდნენ საჭიროდ აღენიშნათ, რომ ის ძალიან კარგია. ისინი ფიქრობდნენ, რომ შექება ადამიანს აფუჭებს.

ოქრო გაიზარდა ძალიან კარგი ადამიანი. მას მოჭარბებული ჰქონდა პასუხისმგებლობის გრძნობა და მთელი სულითა და გულით უყვარდა მშობლები.

ოქროს მეზობლად ცხოვრობდა გოგონა ელენა. ელენას მამა ხშირად ისვამდა მუხლებზე და ეფერებოდა მას. ერთხელ დაბალი ნიშანი მიიღო, მაგრამ მშობლემა განუცხადეს, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი და კარგი ბავშვია და ამაყობდნენ მისი თუნდაც ასეთი მონდომებით. ოქრო უყურებდა ელენეს და ფიქრობდა, რატომ არ ამბობდნენ მასზე მისი მშობლები, რომ ის კარგია, ბოლოს კი თავადვე სცემდა პასუხს ამ კითხვას - იმიტომ, რომ ის იყო ამ გოგონაზე ცუდი.

მას ძალიან აკლდა თავისი კეთილი დეიდა! უბრალოდ მასთან ერთად ლაპარაკი და მის გვერდით ჯდომა ენატრებოდა.
და აი, გაიზარდა ოქრო, პატიოსანი, წესიერი, მორიდებული, უბრალო, წარჩინებით დაამთავრა უნივერსიტეტი.
მაგრამ თავისი დიპლომითა და სხვა სერტიფიკატებით მან მაინც არ იცის,  როგორია ის, რა არის მასში ღირებული და ძვირფასი... და მთავარი - უყვარს თუ არა მას საკუთარი თავი. და თუ უყვარს, როგორ. საჭიროა კი საკუთარი თავის სიყვარული, იქნებ იმისთვის, რომ უყვარდე ვინმეს, საჭიროა იყო ელენასნაირი?

ამიტომ ის დამოკიდებული გახდა სხვის შეფასებაზე. მას არა აქვს საკუთარი აზრი და თუ აქვს, სხვისი აზრია ის, რადგან არ იცის, არის კი მისი აზრი სწორი და ნამდვილი? შეუძლია კი თავისი აზრის გაჟღერება? სხვისი აზრი მუდამ მოქმედებს, თუ მის ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდება, თავს შებოჭილად გრძნობს, რადგან დედის სიტყვები ჩაესმის, რომელიც მთელი ცხოვრება უმეორებდა: « შენ არ უნდა მიეკარო მას, იცოდე საკუთარი თავის ფასი. ქალი უნდა იყოს ამაყი და მიუწვდომელი».

და ის თავს გრძნობდა ისევ იმ პატარა სუსტ გოგონად, როგორც მაშინ, როდესაც დედა უწყვეტდა ყველა პრობლემას, როცა დედა წყვეტდა, რა ექნა, რა ეჭამა სადილად, რა ჩაეცვა; აინტერესებდათ ან ეკითხებოდნენ, რა სურდა მას? - არა!
ოქრომ ნელ-ნელა დაიჯერა, რომ მისი აზრი საერთოდ არ იყო საჭირო, რომ მის მაგივრად სხვები უკეთ ფიქრობენ და სხვებმა უკეთ იციან, რა სჯობს მისთვის. ამიტომ არასდროს იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას. ის მუდამ ფიქრობდა სხვებზე - მოეწონებოდათ კი მისი ეს ნაბიჯი, თანახმანი იქნებოდნენ?

უკვე გაზრდილი ოქრო დაბნეულია. ვერ ხვდება, ამ ცხოვრებაში რამეს განაგებს საერთოდ? რამე ეკუთვნის? თუნდაც საკუთარი აზრი, რომელიც დიდი ხანია თურმე აღარ გააჩნია. იქნებ მოვიდა დრო, იცხოვროს ცალკე და თავად გადაწყვიტოს, რა სურს?
მაგრამ ის ასე არ არის გაზრდილი, მას არა აქვს იმისი ძალა, რომ თავად გადაწყვიტოს. მის ოჯახში საკუთარ მე-სა და სურვილზე არ ლაპარაკობენ. მან ისიც კი არ იცის, რა არის მისთვის კარგი და რა ცუდი. ის ვერ ენდობა საკუთარ თავს. ამიტომ ფატალურად ეტანება და ურთიერთობს ისეთ ადამიანებთან და ისეთ მამაკაცებთან, ვინც მშობლებივით ექცევა, რადგან სჯერა, რომ ეს არის სიყვარული.
ბავშვობაში მას აკლდა სითბო, გვერდში დგომა და გაგება. ამიტომ ახლა, როცა ის დიდია, ცდილობს, თავისი სითბო და სიყვარული სხვას მოახვიოს. მას აქვს უკვე იმ ადამიანების ხატება, ნიმუში, თუ როგორი უნდა აარჩიოს თანამგზავრად. — განსაკუთრებით მამაკაცები, რომლებსაც თვლის, რომ აკლიათ მისი სითბო და ყურადღება. მაგრამ რატომღაც მას ხვდებიან მხოლოდ ისეთი ადამიანები და მამაკაცები, რომლებიც არ აფასებენ და ბოროტად სარგებლობენ მისი უანგარო სიყვარულით.

ბავშვობიდან ის არ იყო საკუთარ თავში დაჯერებული ადამიანი. ამიტომ სასოწარკვეთილებამდე აქვს სურვილი, აკონტროლოს საკუთარი მამაკაცი და თავისი ურთიერთობა მასთან. ის დამოკიდებული ხდება თავის მიზნებსა და ოცნებებზე. ის ყველაფერს აკეთებს, რომ გააკონტროლოს საკუთარი ბედნიერება და არაფერი შეეშალოს. მას სურს, იყოს სასარგებლო.
ის უკვე ავადმყოფურად ხდება დამოკიდებული სხვაზე. მამაკაცის გარეშე, რომელზეც ის იქნება გადართული, ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. ამიტომ მისთვის სულერთია, თუ როგორია ის, მთავარია, თავი შესწიროს, გამოასწოროს, იზრუნოს მასზე. მას უკვე ხშირად უჩნდება ფიზიკური და ემოციური სიმპტომები. ფიზიკურად არის ცუდად, ამიტომ ხშირად უბრუნდება ყოფილ პარტნიორებს, რომელთა გვერდით სულაც არ იყო ბედნიერი. საუკეთესო შემთხვევაში კი ეძებს ახალს, მსგავსს.

და რითი შეიძლება ამ ყველაფრის შველა? როდესაც მან უკვე საკმარისად დააიგნორა თავისი ნამდვილი მე. კარგ სპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც მას დაანახებს საკუთარ თავს. თავიდან კარგი იქნება, რომ თავად აღიაროს საკუთარი შეცდომები და არ ეძებოს სხვა დამნაშავე.
გაითვალისწინოს, გააცნობიეროს, შეიგრძნოს, რომ სიყვარულს არ სჭირდება დამსახურება. ყველა ადამიანია სიყვარულის ღირსი, რომელიც ამქვეყნად დაიბადა. სასურველია, გაიგოს, თავად სიყვარული რას ნიშნავს; გააცნობიეროს, ჯანსაღი ურთიერთობა როგორია.
ეს არ იქნება ადვილი. შეიძლება რამდენიმე სეანსი ფსიქოთერაპევტთან მხოლოდ იმის მტკიცებას დასჭირდეს, რომ ის არასწორი იყო და ცდებოდა.

საჭიროა ცხოვრების ახლიდან დაწყება და მკაცრი კონტროლი, რომ უწინდებური შეცდომები არ დაუშვას. ამისთვის კი საჭიროა, პირველი ყველაზე დიდი და რთული ნაბიჯი გადადგას და დაიწყოს საკუთარი თავის გაცნობა და შეყვარება...


თათა შენგელია
წყარო: cluber
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31