ფსიქო

თუ თქვენ გაქვთ ეს 4 ნიშან-თვისება, თქვენ ადამიანების ძალიან იშვიათ ტიპაჟს მიეკუთვნებით

თუ თქვენ გაქვთ ეს 4 ნიშან-თვისება, თქვენ ადამიანების ძალიან იშვიათ ტიპაჟს მიეკუთვნებით
ასეთი ტიპის ადამიანებს კარლ იუნგი ყველაზე უნიკალურ და ყველაზე იშვიათ პიროვნებებად თვლიდა. მათ ეძახიან INFJ.

როგორ იშიფრება აბრევიატურა?

ინტროვერტული, ინტუიციური, მგრძნობიარე და თანაგრძნობის მქონე.
თუ თქვენ თავში აღმოაჩენთ ამ ოთხ და მეტ თვისებას, რომლებსაც ამ სტატიაში მოვუყარეთ თავი, მაშინ თქვენ ამ ტიპს მიეკუთვნებით.

მაშ, ასე! როგორები არიან ასეთი ადამიანები:

  • მუდმივად ცდილობენ ორიენტირდნენ ისეთ რამეზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. არ ხარჯავენ ენერგიას სხვა რამეებზე. მათ იციან, როგორ წამოდგნენ ფეხზე, მიუხედავად იმისა, თუ ბედისწერამ ისინი დააჩოქა.
  • ისინი მზად არიან, მუხლჩაუხრელად
    იმუშაონ მიზნის მისაღწევად, რადგან იციან, რომ წარმატების მისაღწევად მოკლე გზა არ არსებობს. მათ იციან, რა არის დასვენება, მაგრამ ისინი არასდროს გადადებენ საქმეს ხვალისთვის, არ ზარმაცობენ.
  • ისინი ეძებენ გამოსავალს, როდესაც რამე ისე არ მიდის, როგორც საჭიროა. ენდობიან თავიანთ ინტუიციას, რაც მათთვის კეთილად მთავრდება.
  • არ სჯერათ, რომ აუცილებელია ჰყავდეთ ბევრი მეგობარი, მათ ცოტაც აკმაყოფილებთ. ეს ცოტა და რამდენიმე კი მათთვის რეალურად ნამდვილი მეგობრები არიან.
  • მათ რელურად შეუძლიათ სხვისი ტკივილისა და ნეგატიური ემოციის შეგრძნება. ისინი ამ ყველაფერს ისევე იღებენ და ხედავენ, როგორც სხვები ფერებს და სუნს. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ატარებენ თავისუფალ დროს მარტოობაში ასეთი ადამიანები, ესეცაა. ამიტომაა, რომ ისინი მარტოობაში ცდილობენ დასვენებას და ძალების აღდგენას.
  • მათი ემპათიის და სხვა გამძაფრებული გრძნობების გამო ისინი კარგად ხედავენ, რა ხდება სხვა ადამიანების გონებაში; გრძნობენ, როდის ცდილობენ, რომ მოატყუონ და როდის არიან მათ მიმართ გულწრფელები.
  • ისინი კარგად გრძნობენ სამყაროს გულისცემას. მათ შორის ბევრი ადამიანი მწერალი, მუსიკოსი, მხატვარია.
  • ასეთი ადამიანები არ ისწრაფვიან ლიდერობისკენ, მაგრამ თუ მათ მხრებზე დააწვათ ასეთი პასუხისმგებლობა, მუდამ მიემართებიან წინ და საკუთარ მაგალითზე მიჰყავთ სხვებიც.
  • მათ სჯერათ, რომ ფიქრი, რომელიც გადმოიტანეს ფურცელზე, მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიქრი. ამიტომ ისინი ხშირად ხდებიან მწერლები, რამეთუ თავისუფალ დროს ისინი ატარებენ სიმარტოვეში და გარშემომყოფებს გადმოსცემენ იმ ემოციებს, რასაც თავად განიცდიან.
  • ასეთ ადამიანებს არ აფერხებთ პრობლემები, ისინი არ ჰყვებიან პანიკას, არამედ ყველაფერს აკეთებენ მშვიდად და თავდაჯერებულად, რომ გამოვიდნენ რთული სიტუაციიდან.

წყარო: consciousreminder.com

თათა შენგელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93