"მამაკაცს სჭირდება ხიფათი და თამაში, ქალი კი სჭირდება, როგორც სახიფათო სათამაშო" (ნიცშე)
როცა ადამიანი შეგიყვარდებათ ან უბრალოდ მოგწონთ, ბუნებრივია, მისი მოხიბვლა გსურთ. ცდილობთ, როგორმე მისი ყურადღება მიიპყროთ. და აი, მთავარი კითხვა, მაინც როგორი ქალები იზიდავთ კაცებს ყველაზე მეტად?
მათ ძალიან ხიბლავთ გამოუცნობი, საინტერესო, არაპროგნოზირებადი ქალები. თუნდაც თქვენი ურთიერთობა უკვე წლებს ითვლიდეს, არ უნდა დაკარგოთ ენთუზიაზმი და კვლავ ეცადოთ მასზე შთაბჭდილების მოხდენას. სხვაგვარად ურთიერთობა გახდება ჩვეულებრივი და მოსაწყენი, გაუფერულდება ის შეგრძნებები და ვნებები, რომელებიც ადრე ამ კავშირს ალამაზებდა. თქვენ კი უბრალოდ მოგიწევთ გაახმოვანოთ ის ცნობილი აზრი, რომ არაფერია მუდმივი და სიყვარული ვალდებულებაში გადადის. მოხიბლეთ და დააინტრიგეთ ისევ და ისევ, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ იგი არასოდეს მიგატოვებთ.
ზოგჯერ არც ისე მარტივია მამაკაცის ცნობისმოყვარეობის მრავალჯერადად გაღვიძება, მაგრამ თუ თქვენ გაითვალისწინებთ ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს და გამოიყენებთ მათ, თქვენს ურთიერთობას დრო და ყოველდღიურობა ვერაფერს დააკლებს.
XX საუკუნის 80-იან წლებში ფსიქოლოგები შეისწავლიდნენ რა თვალებით კონტაქტის ძალას, ჩაატარეს ერთი ექსპერიმენტი - ქალს და მამაკაცს რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთმანეთისათვის თვალები უნდა გაესწორებინათ. 1-2 წუთი საკმარისი აღმოჩნდა პირველი შეგრძნებების გასაჩენად. საქმე ისაა, რომ როცა ვინმე დაჟინებით გიყურებთ, ორგანიზმი გამოიმუშავებს სპეციალურ ჰორმონებს. სწორედ ამიტომ თვალებში ცქერა ყველაზე ეფექტური საშუალებაა არა მხოლოდ საკუთარი გრძნობების გამოსახატად - ასე შეძლებთ სასურველ ადამიანს გაუღვიძოთ ინტერესი თქვენ მიმართ. გარდა ამისა, არის კიდევ ერთი ფაქტორი. მართალია, ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ მამაკაცების უმეტესობას ეუხერხულება პირველი ნაბიჯის გადმოდგმა, თქვენ კი მზერით შეგიძლიათ წაახალისოთ ის.
როგორ უნდა გამოიყურებოდეს ეს ბუნებრივად? მაგალითად, როცა ვინმეს ესაუბრებით, თითქოს შემთხვევით რამდენჯერმე "გაუყარეთ თვალი თვალში". ამას მართლაც შესამჩნევი ეფექტი ექნება.
მოსმენის ხელოვნებას ძალიან ცოტა ადამიანი ფლობს, მაგრამ თქვენ აუცილებლად დაგჭირდებათ მისი განვითარება, თუ ჯანსაღი ურთიერთობა გსურთ. გამოიყენეთ თქვენი სხეული იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად ყურადღებით უსმენთ - ოდნავ დააქნიეთ თავი, როცა ეთანხმებით, ასევე ჟესტით მიანიშნეთ, რომ თანაუგრძნობთ. მოკლედ, აქტიურად გამოიყენეთ სხეულის ენა.
დისტანციაც გადამწყვეტია - ზედმეტი სიახლოვე საუბრის დროს ცოტა აგრესიულად აღიქმება, დიდი დისტანცია ინდიფერენტულობას უსვამს ხაზს. ამიტომ აირჩიეთ ზომიერი პოზიცია. როდესაც უსმენთ, გადაიხარეთ ოდნავ წინ და, რაც მთავარია, დაიმახსოვრეთ საუბარი დეტალურად. გაგრძელება