«არ გაუშვა შენი სიბრაზე. ეს იგივეა, რაც ხელში ცხელი ნახშირი გეჭიროს, რომელიც გინდა, ვინმეს ესროლო, მაგრამ ამ შემთხვევაში დამწვრობას მიიღებ».
ერთხელაც მას სტუმრად ეწვია ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავშეუკავებლობით. თავისი ურთიერთობის პროვოკაციული მანერით ხშირად გამოჰყავდა სხვები წყობილებიდან.
მან გადაწყვიტა, დაემარცხებინა მოხუცი სამურაი, რათა გაემდიდრებინა საკუთარი გამარჯვების ისტორია კიდევ ერთი მიღწევით. მას ლეგენდარულ მებრძოლთან გამარჯვება ჰქონდა ჩაფიქრებული.
ახალგაზრდა სამურაი ბევრს ცდილობდა, ემოქმედა ფსიქოლოგიურად, გაებრაზებინა მოწინააღმდეგე, მაგრამ არ გამოუვიდა მოხუცი სამურაის პროვოცირება. გავიდა რამდენიმე საათი, მაგრამ მისმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ახალგაზრდა სამურაის მოუწია დამარცხების აღიარება.
თუმცა მოხუცი სამურაის მოწაფეები გაოცებულები იყვნენ. მათმა მასწავლებელმა ხმალიც კი არ გამოიყენა, როდესაც მოწინააღმდეგე მას შეურაცხყოფას აყენებდა. მასწავლებელს ეს ლაჩრობის გამოვლინებად ჩაუთვალეს, რაზეც მოხუცმა უპასუხა:
„საჩუქარს, რომელსაც გჩუქნიან და არ იღებთ, რჩება იმ ადამიანის ხელში, რომელიც მას გჩუქნით და თუ მისგან წამოსულ ლანძღვა-გინებას არ მიიღებთ საკუთარ თავზე, ისინი დარჩებიან მთქმელთან!“
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამხელა ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიმყოფებით. ჩვენ ირგვლივ მუდმივად მოიძებნებიან ტოქსიკური ადამიანები, ის დესტრუქციული პიროვნებები, რომლებიც თავიანთ ნეგატივს ვითომ დახმარების სურვილით ნიღბავენ, რომ პარალელურად გავნონ. ცდილობენ, თქვენში გამოიწვიონ დანაშაულის და არასრულფასოვნების განცდა.
სხვა სიტყვებით, თუ ჩვენ მათ არ ავყვებით პროვოკაციაზე; ვნახავთ ძალას საკუთარ თავში, არ მივიღოთ ჩვენ თავზე მათი ტოქსიკური სიტყვები. ამის მაგივრად გავჩუმდებით და ნეიტრალურად ვუპასუხებთ; ვეცდებით, თავი ავარიდოთ ასეთ ადამიანთან ურთიერთობას. ამგვარად გავაუვნებელვყოფთ იმ ადამიანს.
წყარო: exploringyourmind.com