იგავი სიყვარულზე - რა უნდა ქნა, როდესაც აღარ გიყვარს... - Marao

იგავი სიყვარულზე - რა უნდა ქნა, როდესაც აღარ გიყვარს...

2019-12-19 10:16:07+04:00

რა უნდა გააკეთოთ, თუ უწინდებურად აღარ გრძნობთ ერთმანეთის მიმართ სიყვარულს.

— მე და ჩემ ცოლს დიდი ხანია ერთმანეთის მიმართ აღარ გვაქვს ის ნაზი და დიდი გრძნობა, რასაც ადრე განვიცდიდით ერთმანეთის მიმართ. მე ის აღარ მიყვარს და ალბათ არც მას ვუყვარვარ. - რა გავაკეთო?

ბრძენმა მიუგო:

— შეიყვარე ის.

კაცი დაფიქრდა, გადაწყვიტა, რომ ბრძენმა ვერ გაიგო რაც უთხრა:

— მაგრამ მე ხომ ვთქვი, არანაირი გრძნობა აღარ დამრჩა მის მიმართ.

ბრძენმა თავი დაუქნია:

— ეს კარგი მიზეზია, რათა ის გიყვარდეს.

კაცი არ ჩერდებოდა და აგრძელებდა კითხვის დასმას:

— კი მაგრამ, როგორ მიყვარდეს, როცა აღარ მიყვარს?!

და აი რა მოისმინა მან:

— ემსახურე მას, უსმინე მას, დააფასე იგი, უთანაგრძე მას, შეეწირე მას. ჭეშმარიტი სიყვარულისთვის არ არსებობს არანაირი წინააღმდეგობა. რამეთუ სიტყვა“სიყვარული” ნიშნავს არა გრძნობას, არამედ მოქმედებას.

თათა შენგელია