ფსიქო

ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ გვაქვს და არც არის საჭირო, რომ გვქონდეს

ჩვენ ძალიან ბევრი რამ არ გვაქვს და არც არის საჭირო, რომ გვქონდეს
ერთი ფსიქოლოგი იყო, ძალიან მომწონდა, რადგან ძალიან საინტერესო რამ უთხრა ქალს, რომელიც გულნატკენი ლაპარაკობდა ყველაფერ იმაზე, რაც მას არ გააჩნდა.
-„ ნამდვილი მეგობრები არ მყავს, კარგი ხელფასი არ მაქვს, კარგი მანქანა არ მაქვს, კარგი სახლი არ მაქვს, ახალგაზრდაც არ ვარ და არც იმედი აღარ მაქვს, რომ ეს ყველფერი მექნება, რადგან დრო გავიდა და ვერაფერს შევცვლი.“ - ამბობდა ქალი.

ფსიქოლოგმა უსმინა მის წუწუნს. ბოლომდე აცადა, ეთქვა თავისი სათქმელი და ბოლოს უპასუხა:

- რა თქმა უნდა, თქვენ
ბევრი რამ არ გაქვთ და უსასრულოდ შეიძლება ამ ჩამონათვალის გაგრძელება, რაც არ გაქვთ. მაგალითად, არ გაქვთ მძიმე მოურჩენელი ავადმყოფობა, უამრავი ვალიც არ გაქვთ, არ გყავთ ავადმყოფი შვილი, რომელსაც სჭირდება წამლები, არ გაქვთ კუზი, არ ხართ შშმ პირი, რომელიც ეტლით გადაადგილდება. ძალიან ბევრი რამ არ გაქვთ თქვენ და ეს ყველაფერი რომ ჩამოწეროთ, განწყობა ბევრად მალე გამოგიკეთდებათ.

ქალი დაფიქრდა. გონებაში გაიაზრა ფსიქოლოგის ნათქვამი და გაეღიმა.

აქედან დასკვნა: - ჩვენ ბევრი რამ არ გვაქვს და არც არის საჭირო, რომ გვქონდეს. დანარჩენის მიღება კიდევ შეიძლება. გამოიმუშაო, მოისმინო, საჩუქრად მიიღო, არაფერია საშიში - მთავარია იყო ჯანმრთელი და ცოცხალი და ახლობელი ადამიანები იყვნენ შენს გვერდით.

აი, ამით დაიწყეთ, როდესაც დააპირებთ იმის ჩამოთვლას, რაც არ გაქვთ!

თათა შენგელია

წყარო: cluber.com.ua
ფოტო Daiga Ellaby
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93