ფსიქო

რატომ არიან „ცუდი გოგოები“ "კარგ გოგოებზე" ბედნიერები?

რატომ არიან „ცუდი გოგოები“ "კარგ გოგოებზე" ბედნიერები?
ჯილ უებერი, ვაშინგტონის კლინიკური ფსიქოლოგი, ამტკიცებს, რომ გოგოები პატარაობიდანვე ცდილობენ გარშემომყოფების გახარებასა და გაბედნიერებას. ისინი ბევრად სწრაფად ეუფლებიან დისციპლინასა და ხდებიან დამჯერები, ამიტომ ბიჭებზე უფრო ხშირად იმსახურებენ შექებებს.
Image result for Почему «плохие девочки» счастливее «хороших» и что они для этого делают
ქალბატონები ასაკის მატებასთან ერთად უფრო მეტად ეძებენ თავიანთი „სიკარგის“ დამამატკიცებელ არგუმენტებს, რითაც საკუთარ ბედნიერებას ავნებენ. თუმცა მათ შორისაც არიან „ცუდი გოგოები“, რომლებიც მხოლოდ თავიანთ კომფორტის ზონასა და სიამოვნებაზე ფიქრობენ. ღირს კი მათი მიბაძვა?
Image result for Почему «плохие девочки» счастливее «хороших» и что они для этого делают
მარაო“-მ გადაწყვიტა გაარკვიოს, თუ როგორ ცხოვრობენ „ცუდი გოგოები“ და რატომ ხდის ეს სიცუდე მათ „კარგ
გოგოებთან“ შედარებით ბედნიერს. ხოლო რამდენად ცუდია - ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია.
Image result for Почему «плохие девочки» счастливее «хороших» и что они для этого делают

ისინი გამოძინებულები არიან

  • ქალებისთვის, რომლებიც სილამაზესა და ჯანმრთელობას აფასებენ, ძილი - სამუშაო პროექტებზე, ჭუჭყიან ჭურჭელსა და მეუღლის პერანგზე მეტად მნიშვნელოვანია, ამიტომ ისინი არასდროს შესწირავენ საკუთარ ძილს ამ საქმეებს. მათ კარგად აქვთ გაანალიზებული, რომ ერთი საათით ძილის დაკლებაც კი მათ გადაწყვეტილებებსა და შრომისუნარიანობაზე პირდაპირ აისახება.

Image result for Они высыпаются

  • კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები ამტკიცებენ, რომ დაღლილი პარტნიორები ერთმანეთს არ უხდიან მადლობას, ხოლო ეს ფაქტობრივად დიდი ურანია ურთიერთობებში, ვიდრე რამდენიმე დასარეცხი ჭურჭელი ნიჟარაში. სხვათაშორის, სახლის სამუშაოს შესრულება ძილის ხარჯზე არ არის სწორი მიდგომა, ამიტომ თქვენს პარტნიორთან ერთად გადაინაწილეთ მოვალეობები. ფსიქოლოგების აზრით კი ასეთი ქორწინება, რომელშიც ორივე მეუღლეა ჩართული სახლის საქმეებში, ბევრად მყარი და ბედნიერის მომტანია.

მათ არ სცხვენიათ თავიანთი გატაცებების

  • ყველას აქვს თავისი „guilty pleasures“ - ე.წ. „სამარცხვინო სურვილები“, რომლის აღიარებაც გვიჭირს. აი თავდაჯერებულ ქალბატონებს კი სულაც არ სცხვენიათ ამის აღიარების. ისინი სულაც არ თვლიან, რომ ნაკლებად ინტელექტუალურები გამოჩნდებიან, თუკი კვირას საღამოს წაიკითხავენ „ბინდს“, ჰემინგუეის ნაცვლად. ბიგმაკი, 9 ნაგეთსი, ფრი და კოლა ვარჯიშის შემდეგ - ესეც მათზეა.

Image result for Они не стыдятся своих увлечений

  • ლეონარდ რეინეკე მაინცის უნივერსიტეტიდან ასეთ ქმედებებს საკმაოდ ადეკვატურად თვლის. ის ამტკიცებს, რომ ზოგჯერ ღირს ტაბუს მოხსნა დაფარულ სიამოვნებებზე, ვინაიდან ყოველდღიურად რაშიც საკუთარ თავს ვზღუდავთ, შედეგად ჩვენს ნებისყოფა გვაცლის თანდათან. ასე რომ პერიოდულად, მცირე სიამოვნებებით საკუთარი თავის გაბედნიერება ნამდვილად ღირს, ვინაიდან ასე დასახული მიზნებისადმი ბევრად მეტი შემართებით იქნებით სავსე.
Image result for Они не стыдятся своих увлечений

ისინი არ განიცდიან ცალმხრივ სიყვარულს

  • ეს არ ნიშნავს იმას, რომ „ცუდი გოგოები“ საბედისწეროები არიან და არ შეუძლიათ სიყვარული, ეს ასე არ არის, მათი სიმპატიებიც ყოველთვის არა ორმხრივია. თუმცა უარის მოსმენის შემდეგ ისინი თვეებს არ კარგავენ სასურველი პარტნიორის ფოტოების თვალიერებაში, შოკოლადების ჭამასა და ფილმების ყურებაში.

Image result for Они не страдают от безответной любви

  • საქმე იმაშია, რომ ბავშვობიდან ისე იზრდებიან, რომ მათი სიძლიერე და ძალაუფლება - მოაწონოს მამაკაცს თავი ხასიათში უდევთ. გაზრდილებს კი სჯერათ ამის და შესაბამისად მამაკაცისგან უარის მიღება ეს მათთვის ნიშნავს იმ ფაქტს, რომ ის მამაკაცი არ შეესაბამება მას.

Image result for Они не страдают от безответной любви

  • ჭკვიანი ქალბატონები არ ცხოვრობენ ილუზიებში. ამის სანაცვლოდ ისინი გახსნილები არიან ახალი ურთიერთობებისთვის და საბოლოოდ ქმნიან ისეთ ურთიერთობას, რომელიც ორმხრივია.

Image result for Они не страдают от безответной любви

დაგვიანებისთანავე შეხვედრიდან მიდიან

  • „15 წუთის მეთოდი“ მათთვის არ არის, საუბარი ზედმეტია ნახევარ საათზე. მათ იციან თავიანთი დროის ფასი და არ კარგავენ ისეთებზე, ვინც არ აფასებს დროს. საცობები, დაზიანებული ქუსლი, პერნაგზე დაქცეული ყავა - ეს არ არის სერიოზული მიზეზი, რის გამოც შეიძლება აპატიონ დაგვიანება, ეს ნიშნავს უპატივცემულობას მისდამი ვისაც ხვდებიან.

Image result for Они уходят со встреч, не дожидаясь опоздавших

  • ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ დაგვიანებული ადამიანები გაუცნობიერებლად დემონსტირებას ახდენენ თუ რამდენად უმნიშვნელოა მათთვის ეს შეხვედრა. მაშინაც კი როცა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, უმჯობესია დარეკოთ და გადაწიოთ დრო, ვიდრე მთელი საათი ალოდინოთ. მოკლედ, ქალი რომელიც აფასებს საკუთარ დროს, არ დააგვიანებს.

ისინი მომენტალურად გამოხატავენ უკმაყოფილებას

  • ძალიან ბევრი ამტკიცებს, რომ უკმაყოფილების დამალვა ორგანიზმისთვის სახიფათოა და არასასიამოვნოა ადამიანებთან მიმართებით. თუმცა ბევრი აგრძელებს რეგულარულად წყენებისა და უკმაყოფილების გადაყლაპვას, მხოლოდ იმიტომ რომ არ ჩაერთოს კონფლიქტში და არ გამოხატოს აგრესია. ჭკვიანმა ქალებმა იციან, რომ კონფლიქტური სიტუაციებიდან თავის არიდება ურთიერთობას არ გააუმჯობესებს.

Image result for Они уходят со встреч, не дожидаясь опоздавших

  • ურთიერთობების გარკვევის მუდმივად გადატანა სხვა დროისთვის, გვაიძულებს ადამიანისგან, ადგილებისა და სიტუაციებიდან გაქცევას, რომელიც არასასიამოვნო ემოციებს აღძრავს ჩვენში. რაც უფრო ხშირად ხდება ეს, სოციალურ ასპექტში უფრო სუსტად ვგრძნობთ თავს, ამიტომ „ცუდი გოგოები“ იმწამსვე არკვევენ ნებისმიერ გაუგებრობას და ხედავენ, რომ ტოქსიკური ურთიერთობები აუცილებლად უნდა დასრულდეს.

Image result for Они сразу выражают недовольство

მათ არ ეშინიათ დედის განაწყენების

  • მიჩიგანის უნივერსიტეტის მკვლევარი კირა ბერდიტი ამტკიცებს, რომ მშობლები - განსაკუთრებით კი დედა ძალიან განიცდის გაზრდილი შვილების, განსაკუთრებით გოგოების მომავალზე, ამიტომ მათი ურთიერთობები შვილებთან საკმაოდ მჭიდროა.

Image result for MOM AND DAUGHTER

  • შესაბამისად ძალიან ხშირად უფროს ქალიშვილსა და დედას შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობებია, მშობლის გადამეტებული კონტროლის გამო.

Image result for MOM AND DAUGHTER

  • „ცუდი გოგოები“ არც თუ ისე ცუდები არიან, იმისათვის, რომ წინასაინფარქტო მდგომარეობამდე მიიყვანონ დედა, მათ იციან განსხვავება ურჩ შვილებსა და უფროსის პატივისცემას შორის და მაშინაც კი, როცა გადაწყვეტილებებს იღებენ და იციან, რომ ეს არ მოსწონს მშობელს, უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებიან, რომ თავიდან აირიდონ შესაძლო უსიამოვნებები ურთიერთობებში.

Image result for MOM AND DAUGHTER

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93