იპოვო საკუთარი თავი, ნიშნავს – ჯერ დაკარგო იგი.
ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში დამდგარა ისეთი დრო, როდესაც გვეგონა, რომ ცხოვრება მდორე დინებასავით დგას და არაფერი ხდება. მაშინ, როდესაც ასე გვგონია, უცებ ყველაფერი იცვლება. ბევრს არ უყვარს ცვლილებები ცხოვრებაში, მაგრამ ის აუცილებელია.
1. რაღაც, რაც ადრე უბრალოდ არ მოგწონდათ, ახლა მისი ატანა არ შეგიძლიათ
ცოტა რამააა იმაზე საშინელი, ვიდრე გაღიზიანების შეგრძნება.
თუ გაღიზიანებთ ყველაფერი, რაც ადრე ძალიან უმნიშვნელო იყო თქვენთვის, ეს იმას ნიშნავს, რომ მალე თქვენს ცხოვრებაში დიდი ცვლილებების დრო ახლოვდება. იმ მომენტამდე კი, სანამ ყველაფერი დალაგდება, რაღაც დროით მოგიწევთ, გადალახოთ ნეგატივის გარკვეული კასკადი. ამასთან გამკლავებას თქვენ შეძლებთ.
2. თავს გრძნობთ დაკარგულად
საუკეთესო საშუალება იპოვო საკუთარი თავი, ესაა - დაკარგო იგი. ხშირად მოგვისმენია ეს სიტყვაბი. ის უცნაურად ჯღერს, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეულ მომენტში.
დაკარგულად თუ გრძნობთ თავს, არც მიზანი და არც გზა არ ჩანს, ჩნდება სურვილი, იპოვო ის. როდესაც არ არსებობს სურვილი, მაშინ თქვენ არ ეძებთ ამ გზებს, არ გჭირდებათ მიჰყვეთ სულის ძახილს. და აი მაშინ ისახება ახალი გზების კონტურები, თუ გაუყვებით მას, იპოვით სიმშვიდეს.
3. დატოვეთ ინკუბატორი
ოდესმე დაფიქრებულხართ, როდესაც თქვენი ცხოვრება სავსეა გართობებით, მეგობრებთან ურთიერთობით, იცვლება და ცხოვრებაში დგება აპათიური მომენტი, როდესაც ანებებთ ამ ყველაფერს თავს და მთელ დროს უთმობთ ღრმა თვითანალიზს? ამ ციკლის ხანგრძლოვობა მუდმივად ვარირებს, მაგრამ ყველას გვიწევს ამ იმპულსიური ციკლის გავლა, ეს ძვრები გვეხმრება შევიცნოთ სამყარო, დავინახოთ ის სხვა თვალით.
ამ ყველაფერზე გარიდება ნიშნავს, რომ დავიმუხტებით ახალი ენერგიით, ვაკეთებთ ერთ ნაბიჯს უკან, ვაფასებთ არსებულს, ადამიანებს, სიტუაციას და ვისახავთ ახალ მიზნებს უკეთესი ცხოვრებისათვის.
4. თქვენ ერთდროულად გრძნობთ შიშს და შფითვას, თუმცა გაინტერესებთ რა მოხდება
ინკუბატორული სტადია, რომელიც უკვე გადალახეთ, გაძლევთ საშუალებას დაინახოთ ახალი კურსი, რომელიც მოიტანა აწმყომ.
ყველაფერი თქვენს ხელთაა. რაც გევალებთა ესაა -მიდით და გააკეთეთ!დადგა გადამწყვეტი მომენტი, გააკეთოთ ნახტომი.
5. სინქრონულობა
არაფერი ჯობს სწორ რჩევებს და უკვე გაკვალულ გზას, მაგრამ ხშირად ამ რჩევებს თვით სამყარო გაძლევთ, თუ თქვენ სწორ გზას ადგახართ. ფიქრები და გრძნობები ჰარმონიაში მოდიან თქვენს მე-სთან.
როდესაც თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია დიდი ცვლილებები, სადაც არ უნდა წახვიდეთ, ყველგან ხედავთ ხუთიანს. ეს რიცხვი ნიშნავს რომ ცვლილებების დროა.
გახსოვდეთ ცვლილებები- ეს არც კარგია და არც ცუდი. ესაა ცხოვრებისეული აუცილებლობა, რომელიც უნდა მოხდეს.
05:55 – დროა გამოიღვიძო, ნეო !
თათა შენგელია
წყარო: consciousreminder.com