რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად:
1. გააზრება
გააზრება და გარკვევა, ნიშნავს ზუსტ ცოდნას იმის შესახებ, თუ რა გსურთ თქვენ. ის 80% წარმატების მატარებელი ფაქტორი და იღბალის მომტანია. ყველა წარმატებული ადამიანი გარკვევით წარმოიდგენს, თუ რა სურს მას, რა უნდა გააკეთოს ამისთვის, რათა მიღოს სასურველი.
ხოლო იმ ადამიანებს, რომლებიც არ არიან წარმტებულები, მომავლის შესახებ აქვთ ბურუსით მოცული წარმოდგენა და ზუსტად არ იციან, რა სურთ ამ ცხოვრებისგან.
2. ქმედიუნარიანობა
ქმედითუნარიანობა ჩნდება საქმის რაოდენობის მიხედვით. მას მერე, რაც დაალაგებთ გეგმას, თუ რა გსურთ. მაგალითად, თუ თქვენ უსასრულოდ ბევრჯერ ცდილობთ კალათში ბურთის ჩაგდებას, იზრდება შანსი, რომ ოდესღაც ის აუცილებლად ჩავარდება კალათში.
3. ენერგეტიკა
ენერგია ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტი, რომ გახდე იღბლიანი და წარმატებული, როდესაც ხედავ, თუ რამდენ რამეს ასწრებენ წარმატებული ადამიანი, თავადაც ხვდები, რომ ენერგია მას იმაზე მეტი აქვს, ვიდრე საჭიროა.
4. პიროვნება
ადამინის პიროვნება განსაზღვრავს მის მომავალს და წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწინდარია. წყველა წარმატებულ ადამიანს აქვს ერთი თვისება. ისინი არიან პოზიტიურები, ოპტიმისტები. ადვილად პოულობენ სხვებთან საერთო ენას.
5. პატიოსნება
პატიოსნება და კეთილსინდისიერება ყველაზე მოთხოვნადი თვისებაა ბიზნესში, ამიტომ, წარმატებული რომ იყოთ, უნდა გენდობოდნენ სხვები.
6. მიზანდასახულობა
სიჯიუტე, მიზანდასახულობა – თვისება, რომელიც გამოარჩევს ლიდერს სხვებისაგან. როდესაც თქვენ ხართ ჯიუტი და მიზანდასახული, თქვენ მზად იქნებით გააკეთოთ ყველაფერი, რათა მიაღწიოთ მიზანს. არ შეეშვათ იმას, რაც ჩაიფიქრეთ და როცა სხვები ხელს ჩაიქნევენ, თქვენ ჯიუტად გააგრძელებთ წინსვლას...
თათა შენგელია