ხშირად გვეჩვენება, რომ არასტაბილური გარემო გვაიძულებს, რომ ვიტანჯოთ, მაგრამ რეალურად, ვიტანჯებით მხოლოდ იმიტომ, რომ საგნების მუდმივობა გვინდა, ეს კი შეუძლებელია.
- "თუ სასურველი ვერ მიიღეთ, თქვენ იწყებთ განცდას და ტანჯვას, ხოლო თუ მიიღეთ ის, რაზეც არ ოცნებობდით, თქვენ მაინც იტანჯებით. და თუ მაინც მიღებთ სასურველს, მაინც გაარძელებთ ტანჯვას, რამეთუ ამ სამყაროში ყველაფერი დროებითია. თქვენი გონება – ესაა თქვენი ტანჯვის მიზეზი და პრობლემების სათავე. ის იღწვის, რათა გაექცეს ცვლილებებს. განთავისუფლდეს ტკივილისა და ვალდებულებისაგან, მაგრამ ცვლილებები ეს - სამყაროს და სიცოცხლის კანონია". – სოკრატე.
ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ცვლილებების აუცილებლობა და ამავე დროს ვისწავლოთ მათით სიხარულის მიღება, რადგან მებისმიერი ცვლილება გვცვლის ჩვენ და გვაყენებს არჩევანის წინაშე.
- ჩვენ ვანადგურებთ საგნებს და ადამიანებს, როდესაც ვცდილობთ ისინი უცვლელი სახით შევინარჩუნოთ. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც ცვლილებებს ვეწინააღმდეგებით, თავდაპირველად საჭიროა ვკითხოთ საკუთარ თავს, ამგვარად მოქცევით ხომ არ ვისწრაფვით იმისკენ, რომ მდინარის დინება შევაჩეროთ?
- თუ გავაცნობიერებთ, რომ საყვარელი ადამიანი ვერ იქნება ჩვენთან სამუდამოდ, ჩვენ მას უფრო ძლიერად დავაფასებთ, ცვლილებები გვასწავლის დავაფასოთ ყოველი წამი და ამის გაცნობიერება აცოცხლებს მიძინებულ სიყვარულს, რომელიც ჩვენშია.
წყარო: cluber.com.ua