ფსიქო

თუ ორ ადამიანს ერთად ყოფნა უწერია, ისინი იპოვიან საერთო გზას

თუ ორ ადამიანს ერთად ყოფნა უწერია, ისინი იპოვიან საერთო გზას
„თუ ვინმე გიყვართ, მიანიჭეთ თავისუფლება. თუ დაბრუნდება, ესე იგი თქვენი ადამიანია, და თუ არა, მაშინ ის არც არასდროს ყოფილა თქვენი“.
თუ ორი ადამიანი ერთმანეთის მიმართ სიღრმისეულ კავშირს გრძნობს და რეალურად არიან ერთმანეთისთვის შექმნილი, მათ მოუწევთ გადაიტანონ მთელი რიგი გამოცდები, რასაც ცხოვრება მოუწყობს. მანამ, სანამ საბოლოოდ შეერთდებიან - სიცოცხლის ბოლომდე.
ნუ გეშინიათ დაშორების! ეს არის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ ჭეშმარიტი ურთიერთობა და ახლობელი ადამიანის მნიშვნელობა.

თუ თქვენ შეხვდით მას, ვისთანაც გრძნობთ ჭეშმარიტ სიახლოვეს, შეიძლება გარკვეული
დრო, გაურკვეველი ვადით დაშორდეთ მას. ისე, რომ არ გეცოდინებათ გადაიკვეთება თუ არა კვლავ თქვენი გზები. სამყარო მუშაობს თავისებურად. მას არსად ეჩაქრება, თუ ვინმეს გვერდით გიწერიათ ყოფნა, რაც არ უნდა მოხდეს, ის დაგიბრუნდებათ!


საბოლოო ჯამში, თქვენ შეხვდებით ერთმანეთს და ეს შეხვედრა იქნება იმ ორი ადამიანის შეხვედრა, რომლებიც უკვე მზად არიან სრულყოფილი ურთიერთობისთვის.


ამავე დროს, თქვენ არ იჯდებით გულხელდაკრეფილი და არ დაელოდებით მას. თქვენ შეიყვარებთ მას ისე, როგორც ამას სამყარო ითხოვს თქვენგან. ამ დროს უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, უერთგულოთ თქვენს მეორე ნახევარს და მაშინ შეიძლება სამყარომ გამოგიგზავნოთ ის ადამიანი, რომელიც გაზიარებთ ჭეშმარიტ სიყვარულს.

რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გვიყვარდა ოდესმე, ადრე თუ გვიან ჩვენთან დაბრუნდება, მაგრამ ის, ვინც ჩვენთვისაა განკუთვნილი აუცილებლად მოვა. ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ სხვა ადამიანები, ასევე ვერ ვაკონტროლებთ სამყაროს, ამიტომ მიეცით საშუალება მას, გააკეთოს ის, რასაც საჭიროდ თვლის.

ხდება ისეც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები უნდა გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან და მაშინ, როდესაც ისინი არ იქნებიან ახლოს, ჩვენ შევიცვლებით, გავხდებით ისეთები, როგორიც ღმერთს და სამყაროს ჰქონდა ჩაფიქრებული, ანუ უკეთ შევიცნობთ საკუთარ თავს.

თათა შენგელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნანკა
ვიცი ყველა სხვის ომში ბრძენია..მაგრამ ვეთანხმები უმეტესობას..ვინც დაგაფასა შეგიყვარდა როგორიც ხარ..ის დააფასე გული არ ატკინო.თორე ინანებ ბოლოს და მარტო სული დარჩები..იმას რომ ყვარებოდი სხვას არ მოიყვანდა ცოლად შენ შეგირთავდა ილუზიებიდან გამოდი
20:03 / 29-02-2020
გამოხმაურება / 0 /
Me tamo var
მოკლედ მე ერთხელ მიყვარდა 7წელი ცალმხრივად,ის ჩემი ოჯახის მახლობლად ითვლებოდა თან როდესაც გავაცნობიერეთ რომ ის მიყვარდა უკვე სხვა მოიყვანა ცოლად,მერე კი ისევ გაშორდა მაგრამ მაინც ვერ ვიყავით ერთად მუდმივად თავს აარიდებდა,გავიდა დრო და ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა მამაკაცი რომელსაც სიგიშემდე უყვარვარ ზრუნავს ჩემზე ეს გაიგო იმ ბიჭმა მე ვინც მიყვარდა და ცდილობდა სულ ჩემ ახლო ეტრიალა ბოლოს კი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა წავიდა მე ამ ქუჩის ვისაც უყვარვარ ვერ ვახერხებ ამასობაში ერთ ბიჩს დაუმეგობრდა ძალიან კარგად ვართ მიწერ მოაწერა გვაქ თბილი და ძალიან მხიარულია შორიდანვე კი შეუძლია ჩემი გამხნევება ასევე მოიზიდავს ძალიან მაგრამ ვისაც უყვარვარ და ასე თან გადამდევს მას არ მინდა გული ვატკინო ის ბიჭიც ვერაფერს,აკეთებს ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე ვისაც მე უყვარვარ ის ჩემთან გადმოვიდა ოჯახში თავისი ოჯახიც ჩამოგვიყვანა და გაგვაცნო მოკლედ ისეთი ჩახლართული სიტუაცია მაქვს გამოსავალი არ ჩანს მე ვისაც უყვარვარ მადლიერი ვარ მისი ვაფასებ მაგრამ ვერ ვახერხებ შეყვარებას და არც ვიცი რა ვქნა რომ ვთქვა სხვა ბიჭის მიმართ მაქვს სიმპათია გადაირევიან ჩემებს ფაქტიურად საჭირო მყავს ვის მიმართაც მე გამიჩნდა სიმპათია მწერს რომ არ შევეჩვიოთ რომ გული არ მეტკინოს მიფრთხილდება მეუბნება იქნებ რამე შეიცვალოსო მე სიყვარულის ოჯახის შექმნა არ მინდა არვიცი როგორ მოვიქცე რომ ღამე ვთქვა მამაჩემს გული დარტყავს ვერ ვრისკსვ მაგრამ სულ იმაზე ვფიქრობ რახა უნდა შეიცვალოს როცა გაზაფხულზე ქორწილია დაგეგმილი რომელ ბედზეხა ლაპარაკი ამიტომ ალბათ თქვენც ვერაფერს მირჩევთ ისეთ სიტუაციაში ვარ
13:10 / 23-12-2019
გამოხმაურება / 2 /
ყველა კომენტარი
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93