„თუ ვინმე გიყვართ, მიანიჭეთ თავისუფლება. თუ დაბრუნდება, ესე იგი თქვენი ადამიანია, და თუ არა, მაშინ ის არც არასდროს ყოფილა თქვენი“.
თუ ორი ადამიანი ერთმანეთის მიმართ სიღრმისეულ კავშირს გრძნობს და რეალურად არიან ერთმანეთისთვის შექმნილი, მათ მოუწევთ გადაიტანონ მთელი რიგი გამოცდები, რასაც ცხოვრება მოუწყობს. მანამ, სანამ საბოლოოდ შეერთდებიან - სიცოცხლის ბოლომდე.
ნუ გეშინიათ დაშორების! ეს არის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია გავაცნობიეროთ ჭეშმარიტი ურთიერთობა და ახლობელი ადამიანის მნიშვნელობა.
თუ თქვენ შეხვდით მას, ვისთანაც გრძნობთ ჭეშმარიტ სიახლოვეს, შეიძლება გარკვეული დრო, გაურკვეველი ვადით დაშორდეთ მას. ისე, რომ არ გეცოდინებათ გადაიკვეთება თუ არა კვლავ თქვენი გზები. სამყარო მუშაობს თავისებურად. მას არსად ეჩაქრება, თუ ვინმეს გვერდით გიწერიათ ყოფნა, რაც არ უნდა მოხდეს, ის დაგიბრუნდებათ!
საბოლოო ჯამში, თქვენ შეხვდებით ერთმანეთს და ეს შეხვედრა იქნება იმ ორი ადამიანის შეხვედრა, რომლებიც უკვე მზად არიან სრულყოფილი ურთიერთობისთვის.
ამავე დროს, თქვენ არ იჯდებით გულხელდაკრეფილი და არ დაელოდებით მას. თქვენ შეიყვარებთ მას ისე, როგორც ამას სამყარო ითხოვს თქვენგან. ამ დროს უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, უერთგულოთ თქვენს მეორე ნახევარს და მაშინ შეიძლება სამყარომ გამოგიგზავნოთ ის ადამიანი, რომელიც გაზიარებთ ჭეშმარიტ სიყვარულს.
რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც გვიყვარდა ოდესმე, ადრე თუ გვიან ჩვენთან დაბრუნდება, მაგრამ ის, ვინც ჩვენთვისაა განკუთვნილი აუცილებლად მოვა. ჩვენ არ შეგვიძლია ვაკონტროლოთ სხვა ადამიანები, ასევე ვერ ვაკონტროლებთ სამყაროს, ამიტომ მიეცით საშუალება მას, გააკეთოს ის, რასაც საჭიროდ თვლის.
ხდება ისეც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები უნდა გავუშვათ ჩვენი ცხოვრებიდან და მაშინ, როდესაც ისინი არ იქნებიან ახლოს, ჩვენ შევიცვლებით, გავხდებით ისეთები, როგორიც ღმერთს და სამყაროს ჰქონდა ჩაფიქრებული, ანუ უკეთ შევიცნობთ საკუთარ თავს.
თათა შენგელია