უბრალოდ, გააკეთე ეს!
თანამედროვე სამყაროში ადამიანები ყველაფერს იმაზე უფრო მეტად განიცდიან, ვიდრე საჭიროა ან პრობლემა მოითხოვს. ხანდახან კი უმნიშვნელო საგნებს ვაძლევთ უფლებას, მთელი ჩვენი ცხოვრება გააკონტროლონ. დროა, ამას ბოლო მოეღოს!
ხშირად გვაღელვებს ის, თუ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე. ეს შინაგანად გვანადგურებს.
მაშ ასე, რვა რამ, რაც უნდა გააკეთოთ:
1. შეეგუეთ აზრს, რომ ზოგიერთი რამ უბრალოდ ცუდია
ამის გაცნობიერება ადამიანს თავისუფლების შეგრძნებას მოჰგვრის. ზოგი რამ იმდენად ცუდია, რომ მათთან ვერაფერს გახდები. უბრალოდ, უნდა შეეგუო და გააგრძელო ცხოვრება. ამ პუნქტს ადამიანებიც მიეკუთვნება.
2. იყავით ის, ვინც გინდათ, რომ იყოთ
ნურავის მისცემთ საშუალებას, განსაზღვროს თქვენი პერსონა. თქვენ თავად წყვეტთ, ვინ ხართ. არავის აქვს უფლება, თქვენი ოცნებები გააკრიტიკოს. თუ რაღაც გინდათ, იბრძოლეთ. ცხოვრება ერთია.
3. როდესაც მოხვდებით სტრესულ გარემოში, ერთი ნაბიჯით უკან დაიხიეთ და შეისვენეთ
როდესაც ვიღაც ნერვებს მოგიშლით, ნუ შეიკავებთ ემოციებს. გადადგით ერთი ნაბიჯი უკან და ამოისუნთქეთ. მოშორდით არსებულ სიტუაციას და გააგებინეთ ადამიანს, რომ არ მისცემთ უფლებას, დაგჩაგროთ. ზოგჯერ უნდა დაიცვათ საკუთარი თავი!
4. თუ არაფრის შეცვლა აღარ შეიძლება, გააგრძელეთ ცხოვრება
არ ღირს, ჩაიციკლოთ ისეთ რამეზე, რისი შეცვლა-გამოსწორებაც შეუძლებელია. უბრალოდ, მიიღეთ ისინი და იცხოვრეთ.
5. ორიენტირდით საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე
არ მისცეთ თავს უფლება, სხვისი პრობლემებით იცხოვროთ და მათ გადაჭრაზე იმუშაოთ. თქვენ თქვენი სირთულეებიც გეყოფათ. იცხოვრეთ თქვენი ცხოვრებით.
6. თუ რამის გაკეთება არ გსურთ, არ გააკეთოთ
ამ სამყაროში ჩვენ ვალდებულები ვართ, გავაკეთოთ სულ რამდენიმე რაღაც და თუ რამის გაკეთება არ გვაბედნიერებს, არაა საჭირო, გავაკეთოთ.
7. არ მისცეთ ადამიანებს უფლება, თავზე მოგახვიონ თავიანთი შეხედულებები
ბევრი ეცდება, ფსკერისკენ ჩაგითრიოთ. ამის უფლებას ნურავის მისცემთ. ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ გვერდით თავს არასრულფასოვნად გრძნობენ.
8. იცოდეთ საკუთარი თავის ფასი
თქვენ - უნიკალური არსება ხართ, რომელიც იმსახურებს იმ ცხოვრებას, რომელიც მას სურს, ცდილობს ჰქონდეს. არავის მისცეთ იმისი უფლება, საპირისპირო შთაგაგონოთ.
თათა შენგელია
მთავარი ფოტო: Timothy Paul Smith
წყარო: cluber.com.ua