ფსიქო

სამი ტიპის სიყვარული: ადამიანს ცხოვრების მანძილზე მხოლოდ სამჯერ უყვარდება

სამი ტიპის სიყვარული: ადამიანს ცხოვრების მანძილზე მხოლოდ სამჯერ უყვარდება
არსებობს მოსაზრება, რომ ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ სამი ტიპის სიყვარული. სხვა დანარჩენი უბრალოდ წამიერი გატაცებაა, რომელსაც გრძნობებში ვურევთ. რამდენი ადამიანიც გვიყვარდა ცხოვრების მანძილზე - თითოეულ მათგანისადმი გამოვლენილი გრძნობები სამი ტიპის სიყვარულიდან რომელიმეს შეიძლება მივაკუთვნოთ, ეს იქნება უბრალოდ მოწონება, თუ სიყვარული. მოდით, ერთად გავერკვეთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს?
Image result for Три типа любви: человек влюбляется всего трижды за жизнь

რას გვაძლევს ის?
Related image

  • როგორც ერთმა ბრძენკაცმა თქვა: „სიყვარული - ეს არის ერთი ჩვეულებრივი სიტყვა, მაგრამ როცა პოულობ შენს ადამიანს, ამ სიტყვას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება“. სიყვარულის ყოველი ტალღა ცხოვრებაში უფრო მეტ
    გამოცდილებას გვაძლევს და ეს გასაკვირი არც არის: რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწაზე, იმდენი გრძნობაა და უხილავი ძაფი ურთიერთობებში.

  • როგორი ურთიერთობაც ერთ წყვილს აქვს, მეორე ამას ზღაპრულ პერსპექტივად აღიქვამს. სიყვარული გვეხმარება განვითარებაში ან დეგრადირებაში. ყველაფერი კი დამოკიდებულია სულის სიძლიერესა და ურთიერთობის ტიპზე, იმ დროზე, თუ როდის გაჩნდა ის ადამიანებს შორის.

Image result for Три типа любви: человек влюбляется всего трижды за жизнь

თინეიჯერული სიყვარული
Image result for Три типа любви: человек влюбляется всего трижды за жизнь

  • რომანტიკა, სიყვარული - თავგანწირვა. გულუბრყვილო გული ვერ ხედავს პატარა ქვებს, რომლებზეც შესაძლოა ფეხი დაუცდეს, ხოლო თუ იცის, ჰგონია, რომ აირიდებს თავიდან მათთან შეჯახებას. ჩვენი სხეული განიცდის ცვლილებებს. რა თქმა უნდა, იცვლება ჰორმონალური ფონიც. ცხოვრების ამ პერიოდში განვიცდით სიყვარულს, ვაიდეალებთ ჩვენი ტრფობის ობიექტს. ჩვენ გვჯერა, რომ ვიცხოვრებთ დიდხანს და ბედნიერად, როგორც ყველა რომანტიკულ ზღაპარში ხდება.

Image result for Три типа любви: человек влюбляется всего трижды за жизнь

გაზრდილი სიყვარული
Image result for Три типа любви: человек влюбляется всего трижды за жизнь

  • ვიზრდებით, ვხდებით უფრო ჭკვიანები და დაკვირვებულები. უკვე თავით არ ვეშვებით სიყვარულის მორევში. თინეიჯერობისას განცდილი შეგრძნებების სიძლიერეც შენელდა. უკვე ადამიანებს ვარჩევთ, თუ როგორთან დავიჭიროთ ურთიერთობა. ცხოვრებისეული გაკვეთილებიც უფრო მკაცრი ხდება, მიუხედავად იმისა, რამდენად სწორად გავთვლით.

Image result for Три типа любви: человек влюбляется всего трижды за жизнь

  • რაც უფრო სწრაფად ვსწავლობთ, მით უფრო მალე ხდება ურთიერთობის ჰარმონიზაცია. ზრდის პროცესს შეუძლია მოიტანოს ბევრი შეცდომა და ნეგატივი. ყველაფრის მიტოვება და საყვარელ ადამიანთან წასვლა უკვე, როგორც თინეიჯერობისას ხდებოდა, აღარ არის მისაღები.

Related image

  • ბედისწერა გვაიძულებს, ზოგჯერ თბილი გრძნობებით ავივსოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც არ შეგვეფერება და საშიშია სამომავლოდ ცხოვრებაში. ეს პერიოდი კი შესაძლოა თვითონ დავასრულოთ, თუმცა არცთუ ისე ბევრი იღებს ამ გადაწყვეტილებას მარტივად, ვინაიდან უკვე სახლი, შვილები, ვალდებულებები და გარკვეული მოვალეობები აკისრიათ. შესაბამისად, უკვე სხვებივით ჩვეულებრივად ცხოვრების დინებას მიჰყვებიან...

Related image

გრძნობების სიმწიფე
Image result for Три типа любви: человек влюбляется всего трижды за жизнь

  • სხვათა შორის, ზოგიერთების შემთხვევაში ჰარმონიის მიღწევა ხდება და სიყვარულის მესამე ტიპზე გადადიან. როცა ვაღწევთ ამ ეტაპს, გვიკვირს, რამდენად ლოგიკური და ჰარმონიული აღმოჩნდა ყველაფერი. რაღაც დოზით მსუბუქად შოკირებულებიც კი ვართ: სიყვარული - არცთუ ისე რთული და გაუგებარი გრძნობაა, როგორიც უზრუნველი თინეიჯერობისას გვეგონა.

Image result for Три типа любви: человек влюбляется всего трижды за жизнь

  • ნაკლებად ვავლენთ ხასიათს, უკვე აღარ ვუვლით გარს შეხედულების დაფიქსირებისას. ამ დროს აღმოაჩენთ, რომ ის, ვისთან ერთადაც ხართ, არის ის ადამიანი, რომელიც სრულიად იდეალურად გემთხვევათ აზროვნებით. ამ ადამიანის გვერდით ყოფნისას ჩვენ ვართ ის, ვინც ვართ, ყველანაირი როლის მორგების გარეშე და თითქოს უფრო კეთილიც, მოსიყვარულეც და ლამაზიც ვხდებით, ვიდრე ვართ.

Related image

  • სხვათა შორის, არც ისე ბევრი ადამიანი იღებს ასეთი ტიპის სიყვარულს. მხოლოდ ყველაზე ამბიციურები და პრინციპულები პოულობენ მას. ისინი, ვინც ეძებენ, საბოლოოდ პოულობენ კიდეც. ასეთ ძიებაში კი არაერთი წელი შეიძლება გავიდეს. ეს ადამიანები ნამდვილად იღბლიანები არიან: შეიძლება მთელი ცხოვრება ეძებო ნამდვილი სიყვარული, მაგრამ ვერასდროს იპოვო, როგორც ხდება ხშირ შემთხვევაში. ყველა სიყვარული შექებას იმსახურებს და სულაც არ არის საჭირო ცხოვრების მნიშვნელოვანი წლების დაკარგვა რაღაცის ძიებაში.

Related image

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93