იპოვეთ ბედნიერება თქვენში და ცხოვრებას აზრი მიეცემა.
1. განაგრძეთ მცდელობა იქამდე, სანამ ყველაფერი არ გამოგივათ
- ერთ-ერთი მთავარი ცხოვრებისეული გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ მინიმუმ სამი მცდელობა მაინც უნდა გააკეთოთ, სანამ შეწყვეტთ მცდელობას, წინ წახვიდეთ. თუმცა, სასურველია, არ დანებდეთ არც სამი მცდელობის მერე.
2. კითხვებზე პასუხი თქვენშია
- სამყარო არასდროს გაძლევს ღია პასუხს. ყველაზე დიდი და ჭკვიანი მასწავლებელი თავად ჩვენშია, რამეთუ ჩვენს თავს ჩვენზე კარგად არავინ იცნობს.
3. რეალური სიბრძნე და გამოცდილება მხოლოდ მცდელობების და შეცდომების მერე მოდის
- სირთულეების გადალახვის შემდეგ ადამიანი შეიცნობს საკუთარ თავს, რა არ ჰყოფნის მას, რომ უფრო ძლიერი გახდეს.
4. მედიტაციის დაწყებისას თქვენ აცნობიერებთ აზროვნების ეგოიზმს
- მედიტაციისას ჩვენ ვსწავლობთ ვიცხოვროთ ეგოიზმის და ეგოს დამანგრეველი მოქმედების გარეშე.
5. უნდა შეგვეძლოს თანაგრძნობა და ვიყოთ ძლიერები
- დაოსელი ბერები ამბობენ: «ადამიანი უნდა იყოს გარედან ყვავილი, შიგნიდან ფოლადი».
6. მოთმენა
- მოთმინება - ეს არის შინაგანი სიმშვიდის გამოხატულება და დიდი ნიჭი.
7. არ მისცე საშუალება ეგოს, რომ გმართოს
- მოიშორეთ, გათავისუფლდით ეგოს მოთხოვნებისგან და მალევე შეიგრძნობთ ამ სამყაროს სიმშვიდეს საკუთარ თავში.
8. დაოიზმის მიმდევრები ამბობენ: «არ ვარ მე – არ არის მტერი».
- დაამარცხეთ შინაგანი მტერი, რომელიც თქვენშია და არ გეყოლებათ სხვა მტერი, რომელიც გარს გახვევიათ.
9. ბედნიერებას აქვს როგორც გარეგნული სახე, ასევე შინაგანი
- ბედნიერება ჩვენშია, თავად უნდა შევქმნათ იგი და გავუნაწილოთ სხვებს.
ავტორი – რობერტ ფაიფერი
თათა შენგელია