7 რამ, რასაც მამაკაცები ქალებს უმალავენ - Marao

7 რამ, რასაც მამაკაცები ქალებს უმალავენ

2020-04-01 09:24:28+04:00


მამაკაცების საიდუმლო ცხოვრება? ოო, ეს ძალიან საინტერესოა...

მიღებულია აზრი, რომ ქალები იდუმალი არსებები არიან, თუმცა იდუმალებით მათ არც მამაკაცები ჩამოუვარდებიან. რას მალავენ მამაკაცები და რატომ მალავენ? იმიტომ, რომ მიღებულია აზრი, კაცი უნდა იყოს ძლიერი, მამაკაცური და უშიშარი.

გთავაზობთ მცირე ჩამონათვალს მათი შიშებისა:

1. ის არ არის დარწმუნებული და თავდაჯერებული, რომ კარგი სხეული აქვს

კი, ეს ასეა. შეიძლება კაცს დაავიწყდეს პირადი ჰიგიენა, არ გაიპარსოს წვერი, არ გამოიცვალოს ტანსაცმელი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ მათ არ აღელვებთ წამოზრდილი მუცელი და ნაოჭები თვალების ირგვლივ.

კი, ის შეიძლება კვირაობით დადიოდეს ერთი და იგივე პერანგით, მაგრამ წუხდეს, რომ აღარ არის ისეთი მომხიბლავი.

Image result for man gif

2. მას არ შეუძლია არავისთან ცხოვრებაზე გულწრფელად ილაპარკოს

მამაკაცური მეგობრობა განსხვავდება ქალების მეგობრობისგან. ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი კი ისაა, რომ კაცები არ უზიარებენ ერთმანეთს, რა ხდება მათ გულში, სულსა და ფიქრებში რეალურად.

ისინი განიხილავენ სპორტს, ფეხბურთს, ნადირობას, სერიალებს, პოლიტიკას და სამსახურებრივ საქმეებს, მაგრამ პირად ცხოვრებას და პრობლემებს არა. არ ჰყვებიან საკუთარ შიშებზე, შფოთვებზე... ამიტომაც ხშირად ისინი ძალიან მარტოსულად გრძნობენ თავს, მიუხედავად იმისა, თუ სხვები მათ ყველაზე მხიარულ ადამიანებად თვლიან.

Image result for man talking  gif

3. მას არავინ ეუბნება კომპლიმენტს

დიახ, როგორც წესი, მამაკაცები ძირითადად გამამხნევებელ სიტყვებს ღებულობენ. მათ აქებენ სკოლის, სამსახურის ან სპორტული მიღწევების დროს.

თქვენ არ მოგწონთ, როდესაც მამაკაცმა ვერ შეამჩნია თქვენი ახალი ვარცხნილობა? და თავად როდის უთხარით მას, რომ ის კარგად გამოიყურება?

Related image

4. რაც უნდა ძალიან უყვარდეთ მას, ის ვერ შეძლებს გაიმეოროს ის «გმირობანი», რაც „დიდების ფილმებში“ ხდება

უკომენტაროდ! ეს არის ფილმი და არა რეალობა!

Image result for man hero   gif

5. ხანდახან ის პირსაბანში შარდავს

დიახ! ის ამას აკეთებს ზოგჯერ ბოთლშიც და არაცნობიერად ამაყობს კიდეც.

Image result for man shhh   gif

6. არა, მან არ იცის, თუ რა უქენით თქვენს თმას

თუ რამე რადიკალური ზომები არ მიიღეთ, არ შეიჭერით გრძელი თმა მოკლედ, არ შეიღებეთ ქერად, მამაკაცები ვერ ამჩნევენ ტონების ცვლას და ვარცხნილობის ოდნავ შეცვლას.

Image result for man and woman    gif

7. მასაც ეშინია

მას ეშინია დაკარგოს სამსახური, გახდეს ავად, მოკვდეს მარტოობით და სხვა ბევრი რამისაც.

მას ეშინია პრაქტიკულად ყველაფერ იმის, რისიც ქალებს. ასევე, აქვს პირადი შიშები. გახსოვდეთ, რომ მამაკაციც ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც ეშინია.

თათა შენგელია