ფსიქო

ყველაზე ღრმა მცდარი აზრი, რაც ქალებს და მამაკაცებს აქვთ

ყველაზე ღრმა მცდარი აზრი, რაც ქალებს და მამაკაცებს აქვთ

მამაკაცები დარწმუნებულები არიან, რომ მათი თანამგზავრი მუდმივად მათ გვერდით იქნება, ხოლო ქალები დარწმუნებულები არიან, რომ ის შეიცვლება. ამ მოცემულობაში ორივენი ცდებიან.

ქალის ყველაზე  ღრმა მცდარი აზრი: „ის შეიცვლება!“

  • პირველ რიგში, მამაკაცები არ იცვლებიან, რადგან პიროვნება ყალიბდება დაბადებისთანავე, ხოლო ხასიათი კი - ჩასახვისთანავე, მშობლების გენეტიკური ინფორმაციით გადაეცემა. ძალიან იშვიათად ხდება, რომ ადამიანი მენტალურად შეიცვალოს.

ფსიქოლოგები გირჩევენ: ნუ ეცდებით შეცვალოთ ადამიანი. შეცვალეთ მიდგომა მასთან ურთიერთობისა, რათა შეიცვალოს მდგომარეობა.


მამაკაცის ყველაზე ღრმა ცდომილება: „ის არსად წავა!“

ქალებს აქვთ ერთი თვისება: ტვინი უბურღონ
თავიანთ მამაკაცებს, ანუ ემოციურად გამოხატონ უკმაყოფილება - ცრემლებით, საწყენი სიტყვებით. შემდეგ კი, გაერიდონ და დაუბრუნდნენ ჩვეულ მდგომარეობას. ასეთ ემოციურ აფეთქებებს, რომლებსაც არანაირი რეალური საფუძველი არა აქვს, მამაკაცები მალე ეჩვევიან და გადადიან ჩვეულ მოლოდინის რეჟიმში, როდის გადაუვლით ეს გაბრაზება: „დაიცლება და დამშვიდდება“. ანუ შეიძლება სულაც არ მიიღონ სერიოზულად ქალის სიტყვები.

  • და ამ დროს ქალს შეუძლია დიდხანს ატაროს, გამოზარდოს საკუთარ თავში ის ფიქრები, რომ დროა, მისგან წავიდეს, მიატოვოს და ერთხელაც იპოვის ძალას, რომ გააკეთოს ეს.
მამაკაცი უკვე მრავალჯერ იყო გაფრთხილებული ამის შესახებ, რომ ეს მალე მოხდება, მან კი პარტნიორის შესანარჩუნებლად არაფერი მოიმოქმედა.

ქალის მოულოდნელი წასვლა კაცისთვის მტკივნეულია. მას ისღა დარჩენია, ეძებოს ახალი ურთიერთობა, რათა უკვე ახალი ქალისგან მოისმინოს ახალი პრეტენზიები.

თათა შენგელია

წყარო: cluber.com.ua
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93