თუ თქვენ ძალიან გადაღლილი ხართ, აუცილებელია რომ ნელ-ნელა თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ.
სწორედ ამისთვის ჩვენ გთავაზობთ სპეციალისტის რჩევებს. აი, რა არის საჭირო იმისთვის, რომ სტრესსა და დაძაბულობას დავემშვიდობოთ.
- გაიგეთ რა არის სტრესის მთავარი გამომწვევი მიზეზი: არასაკმარისი კონტროლი, არასწორი მოტივაცია, დაბალი ხელფასი, პრობლემები კოლეგებთან, თუ სხვა.
როდესაც მთავარ მიზეზს მიაგნებ, მაშინ შეგიძლია ჩათვალო, რომ ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული გაქვს. ამის შემდეგ უკვე გექნება იმის პრეტენზია, რომ ხელმძღვანელობამ შენთვის ხელფასის მომატების საკითხი განიხილოს.
- თავი დაანებეთ სხვისი საქმეების კეთებას. თუ ერთხელ გადაწყვიტე სხვას დახმარებოდი, შეგრცხვა და ვერ უთხარი, რომ გაგიჭირდება შენი საქმეების მოსწრებაც და მისი საქმის გაკეთებაც- დაფიქრდი, იქნებ დრო არის, რომ საკუთარს მიხედო.
- სამსახურის შემდეგ აუცილებლად დაუთმე დრო ისეთ საქმეებს, რომელიც სამუშაოს არ შეეხება. სახლში მისვლის შემდეგ სამსახურის საქმეებზე არავითარ შემთხვევაში არ ორიენტირდე. გაითვალისწინეთ, რომ ისედაც მთელი დღე საღამომდე იქ იყავით, რაც იმის გაანალიზებაში დაგეხმარებათ, რომ თავისუფალ დროს იმსახურებთ.
- მიხედე საკუთარ თავს. იზრუნე მასზე. შენი მოვალეობაა, რომ 7 საათზე ნაკლები არ გეძინოს. თუ მაინც 7 საათზე ნაკლებს დაიძინებთ ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და სტრესულ მდგომარეობას გაამწვავებს. ხოლო, თუ ბალანსს დავიცავთ მუდმივი დაღლილობის შეგრძნებისგანაც გავთავისუფლდებით.
წყარო: cosmo.ru