ეს არის საუკეთესო ამბავი სოლომონ მეფისა, სადაც თავმოყრილია მისი სიბრძნეები.
ერთხელ სოლომონ მეფე მთიდან ეშვებოდა, სადაც ის მზის ამოსვლის სანახავად ავიდა. მას მთის ძირას ხალხი შეეგება და უთხრეს:
— შენ ხარ ჩვენი მამა, შენ ხარ ჩვენი სიმშვიდე. გვითხარი, ვინ ვართ ჩვენ?
სოლომონს გაეღიმა და უპასუხა:
— თქვენ - სინათლე ხართ სამყაროსი. თქვენ ხართ ვარსკვლავები. თქვენ ხართ ჭეშმარიტების ტაძარი. თითოეულ თქვენგანში არის სამყარო. უსმინეთ საკუთარ გულს სიყვარულის სახელით, რამეთუ სიყვარულია თავად ღმერთი და მისი ენა.
— რა არის ცხოვრების აზრი?
— ცხოვრება - ესაა გზა, მიზანი და ჯილდო. სიცოცხლე - ესაა სიყვარულის ცეკვა. თქვენი დანიშნულებაა, გაიშალოთ და გაიფურჩქნოთ. ყოფნა - ესაა უდიდესი საჩუქარი სამყაროსგან. თქვენი სიცოცხლე - ესაა საჩუქარი სამყაროსგან. ცხოვრება - ესაა აწმყო, ხოლო სიცოცხლის აზრი - ესაა იცხოვრო აწმყოთი.
- რატომ გვდევს თან უბედურებები?
— რაც დათესეთ, იმას მოიმკით. იყო უბედური - ეს თქვენი არჩევანია. სიღარიბე ადამიანის შემოქმედებაა, ხოლო წუხილი - გამოუცდელობის ხილი. ჩაციკლული სურვილები აქარწყლებს ბედნიერებას, ხოლო ის, ვინც ვერ იპოვის საკუთარ თავში უფალს - უსახლკაროა. ღარიბი ხდება ის, ვინც დროს კარგავს. არ მისცეთ ბრბოს უფლება, დაღუპოს თქვენი სული. დაე, ნუ იქნება სიმდიდრე თქვენი წყევლა.
- როგორ გადავლახოთ თავს დამტყდარი უბედურება?
- ნუ განიკითხავთ საკუთარ თავს, რამეთუ თქვენშია ღმერთი. ნუ შეადარებთ, ნუ გამოყოფთ. იყავით მადლიერი ყველაფერზე. გიხაროდეთ, გიყვარდეთ საკუთარი თავი, რამეთუ მას, ვისაც უყვარს საკუთარი თავი, უყვარს ყველა. ილოცეთ სიხარულით. ნუ შეევაჭრებით ღმერთს და გახსოვდეთ, ღმერთის დიდება საუკეთესო ლოცვაა, ხოლო ბედნიერება - სულის საკვებია.
- როგორია გზა, რომელსაც მივყავართ ბედნიერებასთან?
- ბედნიერია ის, ვისაც უყვარს. ბედნიერია ის, ვინც ჰპოვა სიმშვიდე საკუთარ თავში. ბედნიერია ის, ვინც გასცემს ბედნიერებას და იღებს მას. ბედნიერის ის, ვინც ეძებს. ბედნიერია ის, ვინც იცის, რაშია მისი მიზანი. ბედნიერია ის ვინც შეიცნო საკუთარი თავი და არის მასთან ჰარმონიაში. ბედნიერი ადამიანი ადიდებს სიცოცხლეს და შეიგრძნობს მას. ბედნიერი ადამიანი თავისუფალი ადამიანია. ბედნიერი ადამიანი ყველას პატიობს.
- როგორ ვიცხოვროთ?
- მოსვით ყოველი წამი სიცოცხლისა ნეტარებით, რამეთუ მას, ვინც არ ხარჯავს ცხოვრებას, სევდა ჭამს. დაე, იცოდეთ, თუ სამყაროს აღიქვამ მუქ ფერებში, ის თქვენს შიგნითაც დაისადგურებს.
- როგორ მოვიპოვოთ ჰარმონია?
- იცხოვრეთ სადად. არ ავნოთ არავის. ნუ შეგშურდებათ. მიუძღვენით ცხოვრება სილამაზეს. შექმენით ხელოვნების გამო და არა აღიარების გამო. გააცნობიერეთ წარსული და დაივიწყეთ იგი. მოიტანეთ სამყაროში ახალი. შეავსეთ სხეული სიყვარულით. იქ, სადაც სიყვარულია - ღმერთიცაა.
იცხოვრეთ ჰარმონიაში და იყავით ის, ვინც ხართ!
თათა შენგელია
წყარო