ან რატომაც არა?
ბევრს იდეალური ურთიერთობა წარმოუდგენია შემდეგი მოცემულობით: პატარა ასაკის ქალი და მასზე დიდი მამაკაცი.
მაგრამ ჩვენს დღეებში ყველაფერი შეიცვალა და პირიქითაც ხშირად ხდება. მიუხედავად ამისა, დღემდე ეს ყველაფერი ბევრისთვის მაინც შოკის მომგვრელია. და მაინც, რატომ ირჩევენ მამაკაცები თავისზე უფროსი ასაკის ქალებს?
1. ისინი აცნობიერებენ, თუ რა სურთ მათ ცხოვრებისაგან
ბალზაკის ასაკში მყოფმა ქალებმა, როგორც წესი, უკეთ იციან, თუ რა სურთ, ვიდრე გამოუცდელმა გოგონებმა...
2. როგორც წესი, ბევრად გამოცდილები და ჭკვიანები არიან
ისინი ბევრად ჭკვიანები და გამოცდილები არიან, გასაოცარი არაფერია. რაც უფრო დიდია ქალი, უფრო მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს.
3. ისინი ბევრ რამეს ახლებურად და მშვიდად უყურებენ
ბალზაკის ასაკის ქალები უკვე არ აღიქვამენ ცხოვრებისეულ სიახლეებს ემოციურად. პირიქით, ისინი რიგ სიახლეებს და სირთულეებს ხვდებიან მშვიდად. გაწონასწორებულები არიან.
4. ისინი ბევრად დამოუკიდებლები და თავდაჯერებულები არიან
ბალზაკის ასაკის ქალები არ საჭიროებენ მოიქცნენ ისე, როგორც მას გარემოცვა კარნახობს. ისინი დიდი ხანია აღარ არიან დამოკიდებულები სხვის აზრზე.
5. ისინი ემოციურად გაწონასწორებულები არიან
ბალზაკის ასაკის ქალები თავს არიდებენ უაზრო, არსაიდან მოტანილ დრამებს. მათ იციან, როგორ აკონტროლონ ემოციები. ცხოვრებამ ასწავლა, რომ სჯობს იმოქმედონ გონებით და არა გულით და ემოციებით.
6. ბევრად დახვეწილი გემოვნება აქვთ
როგორც ასეთი, მათ უკვე ყველაფერი გამოსცადეს. იციან, რა სურთ და გემოვნებასაც არ უჩივიან, რაც ასეოდენ ხიბლავთ მამაკაცებს. მათ აღარ აინტერესებთ ღამის კლუბები და ხმურიანი გართობა.
7. როგორც წესი, ჭკვიანები არიან
ბალზაკის ასაკის ქალებს უფრო მეტი გამოცდილება აქვთ და შესაბამისად, ცოდნაც.
8. მათი ფინანსური მდგომარეობა ბევრად სტაბილურია
ისინი ძირითადად ეწევიან მშვიდ ცხოვრებას. აღარ სჭირდებათ, მთელი დრო კარიერას დაუთმონ. ეს კი ბევრ მამაკაცს ძალიან ხიბლავს.
9. მათ არ სურთ შვილების ყოლა
ბალზაკის ასაკის ქალები უფრო მშვიდად ხვდებიან ბავშვის ყოლის იდეას. თუ ჰყავთ უკვე, საერთოდ არ ფიქრობენ. ასე რომ, მამაკაცმა, რომელიც ასეთ ქალთან იწყებს ურთიერთობას, იცის, რომ ერთ დღეს არ გააღვიძებენ ორსულობის ტესტით ხელში.
10. ბევრად გამოხატული დედობრივი ინსტინქტები აქვთ
ბალზაკის ასაკის ქალებს მკვეთრად გამოხატული დედობრივი ინსტინქტები აქვთ, მასთან მყოფი მამაკაცი კი უსაზღვრო სითბოთი და კომფორტით იქნება განებივრებული.
თათა შენგელია
წყარო