კაცი, რომელიც გატეხილი გულით ცხოვრობს, რომლის გამთელებას არავინ შეეცადა, ადრე თუ გვიან თქვენც გაგიტეხავთ გულს და რაც უფრო მალე მიაქცევთ ყურადღებას ამას, უფრო უკეთესი იქნება თქვენთვის.
აი, ექვსი ნიშანი იმისა, თუ როგორ მიხვდეთ, არის თუ არა თქვენ წინაშე გულგატეხილი მამაკაცი:
1. არის თუ არა „სულერთია მზერით“ მაშინ, როდესაც ერთად ხართ?
თუ თქვენთან საუბრისას პერიოდულად «ითიშება» და ისეთი მზერით ზის, თითქოს სხვაგანაა, ეს დამაფიქრებელია. ეს ცხადყოფს მის პრობლემებზე. ხშირად ყოფილთან დაკავშირებულზეც.
2. ხშირად იკეტება საკუთარ თავში ისე, რომ არ სურს ლაპარაკი
ბევრი მამაკაცი ხშირად საკუთარ თავში იკეტება. ეს კი გამოიხატება დუმილით და უკონტაქტობით. თუ თქვენ ხართ კაცთან, რომელიც უმიზეზოდ იკეტება საკუთარ თავში და არ სურს ამ თემაზე საუბარი, ესე იგი, მის გულში რაღაც ხდება.
საკუთარ თავში ჩაკეტვა - ეს ისაა, რასაც არც ერთი კაცი არ გააკეთებს, თუ მას ყველაფერი რიგზე აქვს პირად ცხოვრებაში. თქვენ ისღა დაგრჩენიათ, ხელი შეუწყოთ მას, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება.
3. ის მხოლოდ ცუდს მოელის ყველაფრისაგან
ცნობილი ფაქტია, რომ დაშორების მერე რეაბილიტაციისთვის მამაკაცს უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ქალს. ქალები ამაზე ლაპარაკობენ მეგობრებთან, მამაკაცები კი დუმან. ყველაზე უახლოეს მეგობრებსაც კი არ უყვებიან ამ პრობლემების შესახებ. მხოლოდ თავად უნდა გადახარშონ, ამას კი დრო სჭირდება…
ასეთ დროს ის უბრალოდ კარგავს რწმენას. მას ეჩვენება, რომ ყველა შემდეგი ურთიერთობაც ასევე დაიშლება, რაც უნდა გააკეთოს. მისთვის რომანტიკული ურთიერთობა ცუდი ფილმია. თქვენ ისღა დაგრჩენიათ - არ შეეგუოთ ამ ყველაფერს და დაანახოთ, როგორ ცდება და ერთხელ უკვე მომხდარი მეორედ არ შეიძლება განმეორდეს.
4. მას უჭირს პირველი ნაბიჯის გადადგმა სხვადასხვა სიტუაციაში
თუ ერთხელ დაიწვა ადამიანი, მეორედ ის ერიდება ცეცხლს. ასეა მამაკაციც. ის შორიდან და ეჭვის თვალით უყურებს ახალ ურთიერთობას. მას უჭირს ნდობა, რადგან დარწმუნებულია, რომ ისევ იგივე მოხდება. მას ეშინია შიშის. თქვენი მიზანი კი ამ შემთხვევაში არის ერთი, გადაარწმუნოთ საპირისპიროში. ამ დროს მას სჭირდება ხელშეწყობა და გამხნევება. მისი ჭრილობა ჯერ კიდევ არ არის შეხორცებული და სტკივა.
5. ის არ არის დარწმუნებული საკუთარ თავში და არც ამ ურთიერთობის სისწორეში
ასეთ კაცებს სერიოზული პრობლემები აქვთ ნდობასთან დაკავშირებით. ხშირად ეპარებათ ეჭვი იმაში, რაც თქვენ ორს გეხებათ. იტანჯებიან კიდეც, რადგან მათი გული უკვე გატეხილია ერთხელ და ვერ რისკავენ, სცადონ თავიდან. ხანდახან ასეც ხდება, რომ ქალი მათ ცხოვრებაში მხოლოდ გამთელების ინსტრუმენტია, ის შეივსება, გამოკეთდება და წავა.
6. ის ეჭვობს, საჭიროა კი ურთიერთობისთვის ამდენი ძალისხმევა
მან უკვე განიცადა იმედგაცრუება ერთხელ. ამიტომ სულაც არ თვლის საჭიროდ, მეორედ და მესამედ ჩადოს რომელიმე ურთიერთობაში ამხელა რესურსი. ხშირად ისინი ზედაპირულები არიან.
და როდესაც თქვენ უკვე იცით მისი წარსულის შესახებ, დაარწმუნეთ, რომ ასე აღარ მოხდება. მთავარია, აღუდგინოთ მას ქალების მიმართ დაკარგული ნდობა.
თათა შენგელია
წყარო: cluber.com.ua