ფსიქო

3 სიტყვა-პარაზიტი, რომელსაც არასდროს გამოიყენებს ჭკვიანი ადამიანი

3 სიტყვა-პარაზიტი, რომელსაც არასდროს გამოიყენებს ჭკვიანი ადამიანი
ჩვენ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ამ სიტყვებს ყოველდღიურად ვიყენებთ და სხვათა შორის, ეს სიტყვები ნეგატიურად მოქმედებს ჩვენზეც და ჩვენ გარშემომყოფებზეც.

შეიძლება ლაპარაკობდეთ სამსახურში კოლეგასთან და უცებ ეს სიტყვა... და ცოტა ხანში, ის ადამიანი იმიზეზებს საქმეს, ან სხვა რამეს და მიდის, ან ლაპარკის მიმართ ყოველგვარ ინტერესს კარგავს. და რა მოხდა კონკრეტულად? თქვენ თქვით ისეთი რამ, რამაც ის დაბლოკა. ამიტომაა საჭირო ყურადრება მიაქციოთ სიტყვის მარაგს. ამ დროს აღმოაჩენთ, რომ ზოგიერთ სიტყვას იყენებთ განსაკუთრებით ხშირად და ამას აკეთებთ
გაუცნობიერებლად.


მაშ, ასე, სიტყვები, რომელიც არ უნდა გამოიყენოთ:



1. მაგრამ…

«მაგრამ» – ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ, ეს პატარა სიტყვა რამხელა კედელს აშენებს ჩვენსა და მოსაუბრეს შორის.
ხშირად ჟღერს შემდეგნაირად: «არ მიაქციო ყურადღება იმ ყველაფერ კარგს, რაც მე აქამდე გითხარი, აი ახლა, შენ გაიგებ სიმართლეს!».
კიდევ არსებობს ერტი ფრაზა, რომლის გამოყენებასაც არ გირჩევთ: «კი მაგრამ…» – ესეც მაგრამს ნიშნავს, როდესაც აიგნორებ სხვის რჩევას და მაინც შენ აზრზე ხარ.

2. შევეცდები

სიტყვა «შევეცდები» – კიდევ ერთი პატარა, საზიზღარი სიტყვაა, რომელსაც ხშირად გამოვიყენებთ საუბარში. ყველაფერ მანამდე თქმულს ხაზს უსვამს და ეჭვის ქვეშ აყენებს, მაგალითად:
  • «მე შევეცდები მოვამზადო შენთვის ყველა საბუთი ხვალისთვის ».
  • «მე შევეცდები არ დავაგვიანო».
  • «მე ვეცდები გამოვყო დრო შეხვედრისთვის».
სიტყვა «ვეცდები» ნიშნავს შემდეგს: მე გავიგე შენი თხოვნა, მაგრამ ახლა ის არ არის ჩემთვის პრიორიტეტული, ამიტომ ვერ ვაკეთებ,მაგრამ ვერც პირდაპირ გეუბნები ამის შესახებ. სიტყვა «ვეცდები» ხელს უწყობს გარშემომყოფებს გაუჩნდეთ ეჭვი და უჩნდებათ განცდა რომ, თქვენი იმედი არ უნდა ჰქონდეთ. შეცვალეთ ფრაზა «მე შევეცდები» უბრალო სიტყვებით– «მე ამას გავაკებ».

3. არ შემიძლია…

ფრაზა «მე არ შემიძლია» – ფაქტობრივად ნიშნავს: «მე ამას არ გავაკეთებ».
«არ შემიძლია» ნიშნავს, რომ თქვენ არ ატანთ ძალას თქვენს მონდომებას, და მაინც, თუ რეალურად აღემატება თქვენი ძალები იმის გაკეთებას, რასაც გთხოვენ, ეცადეთ მაინც არ გამოიყენოთ ეს სიტყვა.


თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93