ბევრის აზრით, ადამიანი შორს დგას იდეალისაგან, მაგრამ ამავე დროს, სამყაროს აზრით, თქვენ იდეალურები ხართ. საკმარისია მხოლოდ, გააფართოოთ საკუთარი ხედვის ზღვარი.
"უბრალოება, მოთმენა, თანაგრძნობა – ესაა უმთავრესი განძი ადამიანისა", - ლაი-ცზი.
უბრალოება
იცხოვრო უბრალოებაში, ნიშნავს გულწრფელი იყო საკუთარ თავთან და გარშემომყოფებთან. როდესაც თქვენ «მართლა ფიქრობთ უბრალოდ», ვერავინ შეძლებს დააბინძუროს თქვენი ფიქრები და გული. თქვენ ამ დროს განერიდებით ისეთ უმნიშვნელო რამეებს, რომლებიც ართულებს ცხოვრებას.
მოთმინება
ცხოვრება არ არის მარტივი და ეს ცხოვრება ხელს უწყობს ადამიანში განვითარდეს ისეთი თვისება, როგორიცაა მოთმენის უნარი. მოთმინება კი ხელს უწყობს ისეთი თვისებების ჩამოყალიბებას, რაც ადამიანს აარიდებს არასაჭირო სტრესს. თქვენ ხდებით მომთმენი სხვა ადამიანების ქცევების მიმართაც, რამეთუ უკვე გაქვთ შინაგანი ჰარმონია საკუთარ მე-სთან.
თანაგრძნობა
იწყებთ თანაგრძნობის გამოვლინებას, როგორც საკუთარი თავის მიმართ, ასევე სხვების მიმართაც, რის მერეც ეგუებით არსებულს და აგრძელებთ ცხოვრებას. უბრალოება, მოთმინება და თანაგრძნობა ხელს შეგიწყობთ, სხვა თვალით შეხედოთ სამყაროს და გაიადვილოთ არცთუ ისე მარტივი ცხოვრების გასავლელი გზა.
თათა შენგელია
წყარო: cluber.com.ua