ფსიქო

5 ღრმა ინსტინქტი, რომელიც არასოდეს უნდა დააიგნოროთ!

5 ღრმა ინსტინქტი, რომელიც არასოდეს უნდა დააიგნოროთ!

ყური დაუგდეთ გულის ხმას. ხშირ შემთხვევაში, ის გონებაზე მეტს გიკარნახებთ.

1. აღტაცება და ენთუზიაზმი ახალი შესაძლებლობების გამო

ყოველი ჩვენგანი მუდმივად იღებს სამყაროდან ნიშნებს და შესაძლებლობებს იმაზე, თუ რას შეიძლება მივაღწიოთ, თუ მოვინდომებთ და გამოვიყენებთ ჩვენს ნიჭს. როგორ გავარჩიოთ, რომელი შესაძლებლობაა ის, რომელშიც გაგვიმართლებს? რომელს ვენდოთ?
გირჩევთ, იმ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რომელიც გულში შინაგანად დიდ სიხარულს გაგრძნობინებთ და რომელსაც დაზარების ნაცვლად, მეტი ენთუზიაზმით და ინტერესით მოეკიდებით.


2. განცდა, რომ რაღაც ისე არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს

ყველა
ჩვენგანს ოდესღაც გაგვჩენია განცდა, რომ ჩვენს თავს რაღაც ისე რიგზე არა აქვს, მაგრამ ბევრი არ აქცევს ამას ყურადღებას. გირჩევთ, ასეთ დროს ყური უგდოთ თქვენს სხეულს და მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, დროულად ჩაერიოს პრობლემის მოგვარებაში.
სხეული არამარტო ფიზიკური პრობლემის დროს გასცემს ნიშნებს, ასევე მენტალურ, სულიერ პრობლემებზეც გატყობინებთ.

3. ხიფათის განცდა

არსაიდან მოსული მოულოდნელი შეგრძნობა, რომ ხიფათი გელით. ასეთ დროს კარგად დააკვირდით გარემოს და არც ეს გრძნობა უგულებელყოთ. რადგან თქვენს არაცნობიერს გაუჩნდა ასეთი განცდა, ესე იგი, მან დაალაგა მოცემული ,,კარტები“ და საფრთხე იგრძნო. არაცნობიერი ნამდვილი ექსპერტია ასეთ საკითხებში. ასე რომ, აუცილებლად უგდეთ ამ განცდას ყური.

4. განცდა იმისა, თითქოს ვიღაც გიზიდავთ

თუ თქვენ არანორმალურად ძლიერად გიზიდავთ ვიღაც, ესე იგი, თქვენში ჩაირთო და ამუშავდა ერთ-ერთი პოზიტიური ინსტინქტი. იმ ადამიანს სჭირდება თქვენი დახმარება ან თქვენ დაგჭირდებათ მალე მისი გვერდში დგომა. გაითვალისწინეთ და ყური უგდეთ ამ გრძნობას.

5. «სწორად ყოფნის» განცდა

თუ ამა თუ იმ სიტუაციაში გაგიჩნდათ მსგავსი განცდა, თითქოს ეს არის ის ადგილი, ის სიტუაცია, ის ადამიანი, რომელსაც ელოდით, ნუ დააიგნორებთ ამ განცდას. ხშირად ყველაზე წარმატებული საქმეები, ყველაზე დიდი თავბრუდამხვევი სიყვარული და ემოცია ასეთი განცდის არდაიგნორების მერე იწყება.

თათა შენგელია

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93