ფსიქოლოგი ვიქტორია კლეინი საუბრობს, რატომ გვახვევენ თავს ურთიერთობას, ქორწინებას და «მყარ, თბილ ოჯახურ კერას», ანუ იმ ყველაფერს, რაც რეალურად არ გვჭირდება. არც აქ და ახლა და არც საერთოდ. რამეთუ ქალის სიმარტოვე — ეს აბსოლუტურად ნორმალურია.
საიდან ეს დაუსრულებელი «როგორ ვიპოვოთ ქმარი», «როგორ არ დავრჩეთ მარტო?» რატომ ხდება, რომ ლამაზ და ჭკვიან ქალებს აფასებენ იმის მიხედვით - ჰყავთ თუ არა მეწყვილე? რატომ უფასურდება დღემდე პროფესიონალური და პიროვნული მიღწევები ამ ყველაფრის ფონზე?
და იქნებ ქალი კარგად და კომფორტულად გრძნობს თავს მარტოც? და თუ მას არ სურს მოიწყოს ბუდე, არ სურს ხელი გაანძრიოს, რომ მოხიბლოს ვინმე? რატომ არ არსებობს კურსები და და სტატიები, «რა უნდა შეეძლოს მამაკაცს, რომ მიაქციოთ ყურადღება?» თუ საკმარისია უკვე მამაკაცის აღმნიშვნელი პირველი ასო «მ» «სქესში», რათა გახდეს სასურველი პრიზი?
მე პატივისცემით ვეპყრობი ტრადიციულ ინსტიტუტებს, როგორიცაა ოჯახი, ქორწინება. ჩემს ცხოვრებაში იყო პერიოდები, ლამაზი ოჯახი, ბედნიერი ურთიერთობა. უბრალოდ, მე არ ვაიდენტიფიცირებ ჩემს თავს შტამპთან, რომელიც არის ფურცელზე. მშვენივრად ვარსებობ როგორც წყვილში, ასევე მარტოც. მე არ გავდივარ მდინარის პირას მზის ჩასვლის დროს და არ ვღეჭავ გამხმარი ბაყაყის ფეხს აფრიმაციების ჩურჩულით; შეიძლება მე არ ვლოცულობ და არ ვუხმობ სამყაროს, გამომიგზვნოს ქმარი. შეიძლება, რომ უბრალოდ დავტკბე ცხოვრებით: ვიარო გამოფენებზე, ვუსმინო მუსიკას, ვწერო სტატიები და ვიურთიერთო მეგობრებთან, მარტომ გავზარდო შვილი, ვიმოგზაურო. შეიძლება ვიცხოვრო ჩემთვის იმიტომ, რომ ასე მინდა და არა იმიტომ, რომ ვიღაც მოვხიბლო?
როგორც ფსიქოლოგი, ახლა არ მოგცემთ რჩევას, არამედ გირჩევთ, როგორც ქალი. იმისთვის, რომ არ იყოთ მარტო, ქმარი არ არის საჭირო, არამედ საკუთარი ცხოვრება უნდა დააკმაყოფილოთ. მამაკაცთან ურთიერთობა ერთ-ერთი მხარეა ბედნიერების და არა ერთადერთი, და თუ საკუთარი თავით არ ვართ ბედნიერები, ვერც ერთი, ვიმეორებ, საუკეთესო მამაკაციც კი ვერ გაგვაბედნიერებს.
მარტოობა — ჩვენშია, ჩვენს თავებში. ურთიერთობის სუროგატი არ არის პანაცეა. უბრალოდ იყავით თვითკმარი, დატკბით ცხოვრებით: მხოლოდ მაშინ მიიღებთ სხვას, თუ დააფასებთ საკუთარ მარტო ყოფნის კომფორტს. აი, რაშია ნამდვილი მაგია, დანარჩენი მხოლოდ გამხმარი ბაყაყის თათებია.
თათა შენგელია
წყარო