«ურთიერთობა ნდობის გარეშე - ეს იგივეა, რაც ავტომობილი საწვავის გარეშე. შეგიძლიათ დარჩეთ მასში რამდენი ხანიც გინდათ, მაგრამ ის წინ არ წავა» – ტრენტ შელტონი.
ნებისმიერი გრძელვადიანი ურთიერთობა, პირველ რიგში, მოითხოვს ნდობას. ის უნდა იყოს ორმხრივი – აუცილებლად.
სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ იმსახურებს ნდობას. ამიტომ გთავაზობთ ადამიანის იმ თვისებებს, რომლებსაც უნდა ერიდოთ და არ ენდოთ.
1. როდესაც ის ზედმეტად მომხიბვლელია
თუ ადამიანი ზედმეტად მომხიბვლელია, ეს იწვევს ეჭვს. და იცით? წინათგრძნობა არასდროს ღალატობს ადამიანს. ძალიან კეთილშობილი და მაქებარი ადამიანის უკან მუდამ იმალება სხვა ადამიანი. ამიტომ არ გაებათ მახეში, რადგან ასეთი პიროვნება ადრე თუ გვიან გამოაჩენს რელურ სახეს. ვინც მუდმივად გავსებთ კომპლიმენტებით და ხშირად გაქებთ, არაფერს ჰყვება საკუთარ თავზე, ნუ ენდობით, ნუ გაუშინაურდებით, შორს დაიჭირეთ თავი.
2. როდესაც მას არ გააჩნია არანაირი ემპათია
ადამიანს, რომელიც მიდრეკილია ღალატისაკენ, არ ძალუძს სხვა ადამიანების თანაგრძნობა. მათ უბრლოდ არა აქვთ ასეთი «ფუნქცია» ტვინში.
საქმე იმაშია, რომ ადამიანი, რომელშიც თუნდაც ერთი წვეთი ემპათიაა, ის თქვენ არ გავნებთ, არამედ იზრუნებს თქვენზე, გაგიფრთხილდებათ, არ დაგამცირებთ სიტყვიერად. აი, ასეთი განცდა ადამიანს არ აძლევს საშუალებას, მოგაყენოთ ტკივილი.
3. ნარცისიზმი
ამ ტიპის ადამიანები გულწრფელად არიან დარწმუნებულები, რომ სამყარო მათ ირგვლივ ტრიალებს და ისინი «ბრწყინვალენი და განუმეორებელნი არიან». ისინი მხოლოდ საკუთარ თავს უფრთხილდებიან და ნებისმიერს გადაუვლიან, თუ მათ ინტერესს გადაკვეთენ. არც სხვა ადამიანის ადგილია მათთვის, რამეთუ მხოლოდ საკუთარი მე აინტერესებთ. მათთვის - უღალატოს ვინმეს, იგივეა, რაც წყალი დალიოს, რადგან პირველი არის მისი ეგო. შესაბამისად, სხვისი ემოცია არ აინტერესებს.
4. არ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა
თუ ვინმე სხვის საიდუმლოს განდობთ, ხოლო მერე გთხოვთ, რომ არავის მოუყვეთ, - ცუდის ნიშანია. არ არის აუცილებელი ღრმა ინსტინქტების ქონა, რომ მიხვდეთ, ასეთი ადამიანი არც თქვენ დაგინდობთ. მათთვის სიტყვები მხოლოდ თამაშია.
იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში იყვნენ – ასეთი ადამიანები ყველაფერზე წავლენ. ამიტომ ჰყვებიან სხვის ამბებს ყოველგვარი სინდისის ქეჯნის გარეშე, ხოლო ის ფაქტი, რომ ამით ვინმეს ძალიან ვნებენ, სულ არ ადარდებთ.
5. ადგილს ვერ პოულობს, მოუსვენარია
ასეთი ადამიანები ბევრ რამეს ედებიან, არიან არათავდაჯერებულები და არასტაბილურები. ვერ აკეთებენ არჩევანს, მალ-მალე ცვლიან გადაწყვეტილებას. იმის გაგება, როგორ და რას ემხრობიან, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ხან ერთ აზრზე არიან, ხან მეორეზე. თუ დღეს რამეს აქებენ და რაიმე მოვლენის მიმართ ლოიალურები და ტოლერანტულები არიან, მეორე დღეს ლანძღავენ და მიწასთან ასწორებენ. ასეთი ადამიანების ნდობა არ არის რეკომენდებული. ისინი თქვენც გადმოგწვდებიან ადრე თუ გვიან. გირჩევთ, თავი შორს დაიჭიროთ.
თათა შენგელია