ფსიქო

5 რჩევა, როგორ დაიწყოთ ურთიერთობა - რეალისტებისთვის და არა რომანტიკოსებისთვის

5 რჩევა, როგორ დაიწყოთ ურთიერთობა - რეალისტებისთვის და არა რომანტიკოსებისთვის

რამდენიმე რაციონალური სტრატეგია, რომელიც გიშველით მარტოობისაგან თავის დაღწევაში.


1. არ ეძებოთ «ერთადერთი»

რაც უფრო მალე მოიშორებთ თავიდან იმ აზრს, რომ სადღაც, დედამიწის რომელიღაც კუთხეში არსებობს „ის ერთადერთი“, თქვენი მეორე ნახევარი, მით უფრო მალე ნახავთ ისეთ ადამიანს, ვინც რეალურად გჭირდებათ. "ნუ დაუჯერებთ ზღაპრებს, კარმას, ღმერთს, რომელიც თითქოს გამოგიგზავნით საკუთარ მეორე ნახევარს, - ურჩევს ქალებს ზაკ ბრიტლი, ფსიქოთერაპევტი და რადიოწამყვანი Marriage Therapy Radio. — ნებისმიერი ურთიერთობა მიდის შემდეგ წერტილამდე: გაცნობიერებულად ავირჩიოთ კონკრეტული ადამიანი, გავიცნოთ კარგად. ყოველგვარი რომანტიკა
გადადეთ გვერდზე“.
თუ მეორე ნახევრის არსებობის იდეა არ განებებთ თავს, დააჯერეთ თავი, რომ არსებობს რამდენიმე მეორე ნახევარი, სულიერად ახლო ადამიანი, რომლებთანაც შეიძლება საერთოს გამონახვა და ბედნიერად ცხოვრება.
«ეცადეთ, პირველ პაემანზე იფიქროთ ისე, როგორც სასარგებლო ვარჯიშზე. გაერკვიეთ კარგად, რა გსურთ მისგან; გააცნობიერეთ, როგორი არაჩვეულებრივი ხართ. წარმოაჩინეთ თქვენი პიროვნული ღირსებები. არ იფიქროთ იმაზე, თუ მას რა მოეწონება, როგორ უნდა აამოთ. აქ მთავარი ხართ თქვენ და არა ის».

2. ნუ გააკეთებთ მაღალ ფსონებს

ჩაუღრმავდით იმ ადამიანს, ვინც გინდათ, რომ შემოუშვათ თქვენს ცხოვრებაში. მოძებნეთ გაცნობის საიტებზე, კარგად დაათვალიერეთ მისი პროფილი, შეისწავლეთ დეტალები. თუ მოგწონთ და თვლით, რომ ის „ისაა“, მისწერეთ. როდესაც მიიღებთ პასუხს, შეთანხმდით შეხვედრაზე, რომელიც ან იმედის მომცემი იქნება, ან უიმედო.
ადრე თუ გვიან თქვენ იღლებით და ფიქრობთ, რომ საჭიროა კი ეს? ხელს იქნევთ, იმედს კარგავთ შემდეგ ცდაზე. ეგუებით უიღბლობას. არ ღირს ღრუბლებში ფრენა და იმაზე მსჯელობა, გახდება თუ არა ეს კაცი თქვენი ცხოვრების სიყვარული. უბრალოდ, ორიენტირდით იმაზე, რომ ის მხოლოდ გაიცნოთ.
«დაგეგმეთ ნაცნობობა, მაგრამ ნუ მიეჯაჭვებით რეზულტატს, — გვირჩევს ლოს-ანჯელესის ფსიქოლოგი გრეგ კეისონი.  - მოიქეცით ბუნებრივად. იყავით ის, ვინც ხართ და გჯეროდეთ, რომ მხოლოდ ასე მიიღებთ სასურველ შედეგს და თუ მეორედ არ მოხდება შეხვედრა, კარგი გაკვეთილი იქნება შემდეგი შეხვედრისთვის».

3. არ დალიოთ ალკოჰოლი პირველ პაემანზე

ალკოჰოლი აბლაგვებს ცნობიერს და აჭარბებს ურთიერთდამოკიდებულების პოტენციალზე წარმოდგენას. როგორც ერთი ცნობილი მსახიობი ამბობდა: «თუ ჩემში უკვე არის ორი ბოკალი შამპანური, მე შემიძლია ნებისმიერთან ვიგრძნო ქიმია».
«ალკოჰოლი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, მაგრამ დამატებით ადუნებს რაციონალურად აზროვნების საშუალებას, რის შედეგადაც დაბლა სწევს თქვენს სტანდარტებს».

4. ნუ მოიგონებთ იმას, რაც არაა

ის იდეალური იქნებოდა, რომ შეეძლოს მოსმენა და არ ურეკავდეს დედას ყოველდღე. აი, მაშინ თქვენ იქნებოდით იდეალური წყვილი. მას რომ მოგზაურობა უყვარდეს და კარგი ხელფასიც ჰქონდეს... უთხარით «არა» ასეთ აზრებს! თუ თქვენ სერიოზულად აპირებთ შეცვალოთ იგი, რადგან მას უყვარხართ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, თქვენ გიყვართ რომ? თუ ამდენი „რომ“ არის მასში.
«სიყვარული ძლიერია, მაგრამ ის არ აქცევს ბაყაყებს პრინცებად, — ამბობს მეგ რეკტორი, კალიფორნიელი ფსიქოლოგი. — ადამიანი ვითარდება, გაიზრდება, შეიძენს ახალ თვისებებს, მაგრამ რეალურად, ძირეულად ის ისევ ის იქნება, როგორიც მისი ეგო, არსი, პიროვნებაა».

5. ნუ გაწელავთ დროს, თუ საინტერესო არაა

თუ თავიდანვე არაფერი გამოდის და ამას პირველ, მეორე შეხვედრაზევე ხვდებით, არ ღირს გააგრძელოთ, ზრდილობიანად დაემშვიდობეთ. «გარკვეული და პატიოსანი დასასრული უპერსპექტივო ურთიერთობების, გამართლებულია ყველა მხრიდან. შემდეგ თქვენ შეგიძლიათ სინდისის აუღელვებლად გააგრძელოთ გზა და ძიება. იყავით ტაქტიანები და არ გარიოთ სხვა გარემოებები, რომ გიწევთ დამშვიდობება. უბრალოდ უთხარით: «სასიამოვნო ოყო თქვენი გაცნობა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვეწყობით, წარმატებები!». 

თათა შენგელია

წყარო: elle
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
e87a93